თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2014, 13:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1886,
კომენტარები: 6
დი მარიას წასვლა არ სურდა
ანხელს "რეალში" დარჩენი იმედი ჰქონდა.
დი მარიას წასვლა არ სურდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მას არ სურდა მადრიდის "რეალის" დატოვება, მაგრამ ხელმძღვანელობამ იგი იძულებული გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ დი მარია გასულ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა "რეალში", მადრიდულმა კლუბმა ხამეს როდირგესი შეიძინა, რომელიც არგენტინელის პოზიციაზე თამაშობს.

ამგვარად, "გალაქტიკომ" დი მარიას ნათლად აჩვენეს, რომ მისი სამსახური აღარ სჭირდებოდათ. წუხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" 59.7 მლნ. ფუნტად გაიყიდა.

"ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლის შემდეგ დი მარიამ "რეალის" გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ "რეალის" დატოვების არავითარი სურვილი არ ჰქონია.

"სამწუხაროდ მე უნდა წავიდე, მაგრამ მე არასდროს მინდოდა წასვლა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, იმედი მქონდა, რომ ახალ კონტრაქტს მივიღებდი, მაგრამ ასე არ მოხდა."

"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბევრი რამ ითქვა. მათ ("რეალს)" სურდათ ყველაფრის ისე მოწყობა, თითქოს მე თავად მსურდა კლუბის დატოვება, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მხოლოდ სამართლიანობას მოვითხოვდი."

"მე ბევრ რამეს ვაფასებ და ხელფასს აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმედი მაქვს, რომ პროგრესირებას გავაგრძელებ და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიას შევქმნი."
- ციტირებს დი მარიას Daily Mail.

fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 აგვისტო 2014 13:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი ვინც შენ არ დაგაფასა იმის მე რა... ანჩელოტიმ კიდე რა იბაზრა, ყველაფერი გავაკეთეთ მის შესანარჩუნებლადო...სადაც რაულ არ დასდეს პატივი და გუნდიდან გააძევეს, იქ არაფერი გამიკვირდება. რეალი არასდროს სცემდა პატივს ფეხბურთელს. მესმის, რომ ჯერ გუნდა და მერე ფეხბურთელი, მაგრამ ასე მაინც არ შეიძლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2014 13:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეთია რეალის პოლიტიკა და ყველა მაინც მანდ გარბის. როდის იყო რეალი ვინმეს აფასებდა? ესე მოისვრიან ყველას და რატო უკვირთ. იგივე დაემართება როდრიგესს და იგივე და უარესი დაემართა ისკოს, რა კაცი გააფუჭეს

დი მარია მართლა არ დააფასა რეალმა მარა არუშავრს, იმედია ჩვენთან მიაღწევს წარმატებას
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აგვისტო 2014 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაული გაუშვეს და ეხლა დი მარია რო ფეხებზე დაეკიდათ სიმართლე გითხრათ მე ნამდვილად არ გამიკვირდა, ასე რომ დაივიწყე ანხელ რეალი, შენ უკვე წითელი ხარ love
0
№4
ავტორი: VaRdo
27 აგვისტო 2014 14:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გენაცვლე დიმკა. ყველა იმ ფეხბურთელს ვცემ პატის ვინც იმ გუნდს აფასებს რომელმაც ფეხზე დააყენა. :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Shako Jones
27 აგვისტო 2014 15:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუ რა დაგრუზულია wink ვის ენდომება მოქმედი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის და თანაც სამეფო გუნდის დატოვება.
0
№6
ავტორი: Manchester_M
27 აგვისტო 2014 15:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნუ მიტირი რა მაგ ჩობანოებს მაგაზე უკეთეს პონტში იქნები მანჩესტერში დამიჯერე ცოტაც მოიცადე ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top