თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2014, 13:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 7
რას წერს სერ ალექსი - 4
"ჩემი ავტობიოგრაფიის" მეოთხე ნაწილი.
რას წერს სერ ალექსი - 4
მოურინიოს შესახებ ადრეც მსმენია, მაგრამ სერიოზულ ხიფათად მის მიერ გამართული პირველი პრეს-კონფერენციის შემდეგ აღვიქვი. "მე განსაკუთრებული ვარ." - განაცხადა მან. "რა თავხედი ახალგაზრდაა" - ვიფიქრე, როცა ვუცქერდი თუ როგორ ართობდა პორტუგალიელი პუბლიკას თავისი ახალი ციტატებით.

შინაგანი ხმა ადასტურებდა: ეს რაიონში გამოჩენილი ახალი ბიჭია. ახალგაზრდა. აზრი არ აქვს მის განსჯას ან მასთან ჭიდილს. მაგრამ ერთი რამ უდავოა: მას ჰქონდა ინტელექტი და თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელობისთვის თავი გაერთმია.

კარლუშთან ერთად ხშირად ვსაუბრობდი მოურინიოს შესახებ და ის ამბობდა, რომ ჟოზე "ჭკვიანი ბიჭია." კარლუში ჟოზეს ჯერ კიდევ აკადემიიდან იცნობდა. პორტუგალიაში ჟოზე კარლუშის ერთ-ერთი სტუდენტი იყო. "ჩემი საუკეთესო სტუდენტი. დანარჩენები ახლოსაც კი ვერ მივლენ" . ახალი ცნობებით აღვსილმა გადავწყვიტე თვალი მედევნებინა იმისთვის, თუ როგორ გაამართლებდა "ჩელსის" ახალი მწვრთნელი მოლოდინს, რომელიც საკუთარ თავს თავად შეუქმნა. სწორედ ამ ტალღამ მოიყვანა ის პორტუდან ლონდონში. მაშინვე მივხვდი, რომ სიტყვიერ დუელში მასთან არ უნდა შევსულიყავი: მისი გაჩუმების სხვა მეთოდი უნდა მომეფიქრებინა.

2004 წლის აგვისტოდან 2006 წლის მაისამდე პერიოდში ჩვენ ერთი თასი მოვიგეთ: 2006 წლის ინგლისის თასი. "ჩელსიმ" კი ჟოზეს ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ-ლიგის ტიტული მოიპოვა.

"არსენალი" ძალას კარგავდა, აბრამოვიჩის ფული და ჟოზეს სწორი მენეჯმენტი ჩვენი გუნდის ახლად აშენების პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი თავისტკივილი ხდებოდა.

ტრადიციისამებრ, ახალი სეზონისთვის ძირითად აქცენტს სეზონის მეორე ნაწილზე ვაკეთებდით. სეზონს ყოველთვის გამარჯვებით ვასრულებთ. ეს მიდგომა როგორც მეცნიერებას, ისე "იუნაიტედის" სულს ემყარებოდა.

ჟოზე იყო ახალწვეული, რომელიც თავისი თავის დამსაქმებელზე მუშაობდა და მისი ფულით აპელირებდა. 2004 წლის შემოდგომაზე მას ინგლისური კარიერის ძლიერად დაწყება ესაჭიროებოდა. მათ სწრაფად მოიპოვეს 6 ქულიანი სხვაობა მდევრებთან და სეზონის ბოლომდე ლიდერობას არ კარგავდნენ. მისი ტითოეული შეხვედრა 1-0 ან 2-0 სრულდებოდა. თავდაპირველად "ჩელსის" გოლი გაჰქონდა, შემდეგ კი დაცვის რიგებს აძლიერებდა. მათი გატეხვა რთული იყო. მანამდე არასდროს ყოფილან ასე კარგად ორგანიზებულები. მოურინიოს მოსვლის შემდეგ მათი დამარცხება გასვლაზე ვერაფრით მოვახერხე.

წინასასეზონო მომზადების დიდ ნაწილს მოურინიო დაცვის სქემის დამუშავებას ანდომებს. როგორც წესი, ისინი სამი მცველით, ორი ფლანგის ფეხბურთელით და რომბისებრი ფორმის ნახევარდაცვით თამაშობდნენ. ასეთი სქემის გარღვევა ძალიან რთულია.

მოურინიოს მოედანზე პირველად 2003/2004 წლების სეზონში შევხვდი, როცა მისმა "პორტუმ" ჩემპიონთა ლიგას გამოგვთიშა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენ ცოტა ვიკამათეთ - ახალ მწვრთნელებთან ხშირად მომდიოდა ჩხუბი. ასე მოხდა ჯორჯ გრემის შემთხვევაშიც, როცა ის "არსენალში" მუშაობდა. ამის შემდეგ კი კარგი მეგობრები გავხდით. ასე იყო მოურინიოს შემთხვევაშიც. ჩემთან მიმართებაში ყოველთვის თბილი და ენაწყლიანი იყო. იცოდა, რომ საკუთარ თავზე საფეხბურთო დაცემა-აღზევების ყველა ემოციას განიცდიდა და უხაროდა ჩემთან შეხვედრა.

"პორტუსთან" მიმართებაში ჩემი პრეტენზიები მოთამაშეთა გამუდმებული უხეშობით იყო გამოწვეული. ჩემმა რისხვამ ის გააოგნა კიდეც. მაშინ ძალიან გადავაჭარბე. არ ღირდა მთელი რისხვის მასზე ამონთხევა. უფრო მეტად კი იმაზე ვცოფდი, რომ კინმა წითელი ბარათი მიიღო. ეს დაძაბული მომენტი იყო და გამახსენდა როგორ წუწუნებდა მარტინ ო'ნილი "პორტუს" ფეხბურთელების ქმედებაზე, როცა მისი "სელტიკი" დამარცხდა. სწორედ ამან წარმოშვა ეს რისხვა. ფინალს ვუყურე, მაგრამ ვერ შევამჩნიე ქმედება, რომელიც პორტუგალიის ნებისმიერ სხვა გუნდს სჩვეოდა. მარტინი იმდენად ხშირად წუწუნებდა "პორტუს" ფეხბურთელებზე, რომ თავადაც შემეპარა ეჭვი ფეხბურთელთა დამნაშავეობაში.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ კინი დაუმსახურებლად გააძევეს, მაგრამ განმეორებამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა და გამოჩნდა, რომ დარღვევა გააზრებული იყო. ჩვენ ათი მოთამაშით დავრჩით და კინი ერთი მატჩით დავკარგეთ.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ საპასუხო შეხვედრაში მსაჯი საკუთარ თავს არ ჰგავდა. საფინალო სასტვენამდე 3-4 წუთის განმავლობაში ვუტევდით. რონალდუმ მცველს დაასწრო, მან კი წააქცია იგი. ლაინსმენმა ალამი აღმართა, მაგრამ რუსმა მსაჯმა ყურადღების გარეშე დატოვა. "პორტუ" კონტრშეტევაზე გადმოვიდა და გოლი გაიტანა.

მატჩის შემდგომ ჟოზეს მივულოცე. როცა ტურნიირიდან გაგდებენ, აუცილებელია ძალების მოძებნა და მოწინააღმდეგისთვის წარმატების სურვილის გამოთქმა. ჩვენ თითო ჭიქა "ბარკა-ველია" დავლიეთ და ამან ტრადიციას დაუდო სათავე. "ჩელსიში" ღვინო საშინელი იყო, რატომ - ეს ჯერ კიდევ გამოცანად რჩება ჩემთვის. როგორღაც აბრამოვიჩს ვუთხარი, რომ ისინი ღვინოს კი არა საღებავის გამხსნელს ასხამდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მისგან ერთი ბოტლი "ტინიანელო" მივიღე. შესანიშნავი ღვინო, ერთ-ერთი საუკეთესო.

რაც შეეხება საფინალო სასტვენის შემდეგ მოურინიოს სიხარულით გამოწვეულ გარბენს, ეს არ მიკვირს. მახსოვს როგორ გავუტანეთ "შეფილდ უენსდის" და როგორ მივირბინე ბრაიან კიდთან ერთად ამ გოლის აღსანიშნავად. პატივს ვცემ მათ, ვინც საკუთარი ემოციების დემოსნტრირებით სირცხვილს არ გრძნობს. ასე ვგრძნობ, რომ მათთვის ეს სულერთი არაა.

"იუნაიტედის" დამარცხებამ ის ვარსკვლავად აქცია. უეფას თასის ფინალში "სელტიკის" დამარცხებაც დიდი მიღწევაა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება და შემდეგ თასის მოპოვებაც ტალანტის ნამდვილი დემონსტრირებაა. 2008 წელს, მოურინიოსთან საუბრისას მსგავსი რამ ვთქვი: "არ ვიცი როდის გავალ პენსიაში. რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით საშიშია წასვლა" მან კი მიპასუხა: "არ წახვიდეთ, თქვენ მე სტიმულს მაძლევთ." მან მითხრა, რომ ბევრი ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ ინგლისში მუშაობა არჩია. სანამ "ჩელსიში" დაბრუნდებოდა, "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, "რეალთან" ერთად კი ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

ყველა, ვისაც კი ვესაუბრებოდი მიყვებოდა იმის შესახებ, თუ რა კარგად მუშაობდა ის მოთამაშეებთან. ის ყველაფერს იაზრებს, უმცირებს დეტალებსაც კი. თუ კი მას დაელაპარაკებით, მაშინვე აღმოაჩენთ, რომ ჟოზე - შესანიშნავი ადამინია, რომელიც მუდამ მზადაა საკუთარ თავს დასცინოს. არ ვიცი ამის თქვა ვენგერზე ან ბენიტესზე თუ შეიძლება.

"რეალის" მთავარ მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა რაღაც დაუჯერებელი იყო: ეს მართვის სტილის ყველაზე საინტერესო შერწყმაა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არც კი მახსენდება უფრო საინტერესო დანიშვნა. "რეალის" თითოეული მწვრთნელი კლუბის ფილოსოფოიას ერგება, "გალაქტიკოს" ფილოსოფიას. როცა მოურინიო მოვიდა, "რეალმა" გააცნობიერა, რომ მათ მოურინიოსთვის დათმობა მოუწევდათ, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდათ.

როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში ხდება, ახლის დანიშვნა გლობალურ ცვლილებებს გვაძლევს. "მოიცადეთ, რას ვიფიქრებდით თუ ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა" - ფიქრობენ ისინი, ვინც დანიშვნის რჩევა მისცა. ალბათ "ბერნაბეუზე" იყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც ფიქრობნდნე - "მე ეს არ მომწონს, ამისთვის არ გადამიხდია. ჯობია 5-4 წავაგოთ, ვიდრე 1-0 მოვიგოთ."

დაინტერესებული ვიყავი იმით, თუ როგორ გაართმევდა თავს მოურინიო მადრიდულ ვალდებულებებს. ეს მისი კარიერის უდიდესი გამოწვევა იყო. მისი ქმედებები "პორტუში", "ჩელსისა" და "ინტერში" ამოქმედდა - გამართლებს კი მადრიდში? ჟოზემ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგა. შეძლებს კი "რეალის" საკუთარი ნების ქვეშ მოწყობას? თავდაპირველად ჩანდა, რომ თავის ფილოსფიაზე უარს არ იტყოდა და შემტევი, ვარსკვლავური სანახაობის მიმდევარი არ იქნებოდა. მას ესმოდა, რომ თანამედროვე ფეხბურთში წარმატება ასე არ მიიღწევა. "ბარსელონა" ყოველთვის ლაღად უტევდა, მაგრამ ბურთის დაკარგვა მთელ წესრიგს არღვევდა. ეს შეკრული გუნდი, კოლექტივი იყო. იმ პერიოდში, როცა "რეალის" რიგებში საუკეთესო ფეხბურთელები (ზიდანი, ფიგუ, რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, იკერ კასილასი, კლოდ მაკელელე) თამაშობდნენ, ისინი სამჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"რეალი" "გალაქტიკოდ" რჩებოდა მაშინაც, როცა მასიურად შეიძინა ჰოლანდიელები, დევიდ ბექჰემი და რობინიო, მაგრამ ტიტული ხელიდან ეცლებოდათ. მოურინიომ დიდი ხნის წინ დაადასტურა, რომ დიდ კლუბებთან მუშაობა შეუძლია, მაგრამ მაინტერესებდა "რეალთან" ერთად შედეგის მიღწევას შეძლებდა თუ არა.

ჟოზე ყოველთვის პრაგმატული იყო. მისი თითოეული გუნდის მთავარი მიზანი არ დამარცხება იყო. "ინტერთან" ერთად "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშისას მას ესმოდა, რომ ბურთის ფლობის 65% კატალონიელების მხარეს იქნებოდა - ეს ნათელი იყო. "ბარსელონას" მთავარი ფილოსოფია ბურთის ფლობა და მოედნის ცენტრის კონტროლი იყო. ცენტრში 5 მოთამაშეს დააყენებ - ისინი ექვსს დააყენებენ. ექვსს დააყენებ - ისინი შვიდს დააყენებენ. ასე აკონტროლებენ ისინი თამაშს და ერთმანეთს მანამ აწვდიან ბურთს, სანამ თავბრუ არ დაგეხვევა. ასე შეიძლება ბურთსაც კი დაეჯახო. ისინი ნამდვილ კარუსელს აწყობენ.

ჟოზემ იცოდა, რომ "ბარსელონას" ბურთს ვერ წაართმევდა, მაგრამ მას სხვა იარაღიც ჰქონდა: კონცენტრაცია და პოზიცირება. იტალიელების შემადგენლობის მთავარი ფიგურა ესტებან კამბიასო იყო. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო მესი, მას ყველგან თან დასდევდა კამბიასო. მარტივად ჟღერს, მაგრამ დაცვის ხაზის ასეთი თამაშით ჟოზემ წარმატებას მიაღწია. მოგვიანებით "რეალის" თამაშს ვუყურე, რომელშიც მან 15 წუთის განმავლობაში სამი შეცვლა გააკეთა და თითოეული მათგანი დაცვისკენ იყო მიმართული. მთავარია - არ დამარცხდე.

ყველაფერი, რაც აღვწერე, ჩვენი შეხვედრიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა. მაშინ მისმა "ჩელსიმ" 50 წლის განმავლობაში პირველად მოიგო ტიტული, ორი წლის შემდეგ კი წარმატება გაიმეორა. თუ კი 2004/05 წლების სეზონი წარუმატებელი იყო, მომდევნო წელმა ლიგის თასი მოგვიტანა. გუნდი იზრდებოდა, მაგრამ მეც კი არ ვიცოდი, რომ სამი წლის შემდეგ ლიგას მოვიგებდით.

ჩვენი ფილოსოფია გიგზის, კინის, სქოულზისა და ნევილის ჰიპოტეთიკური წასვლის შემდეგ გადაწყობაზე იყო დამყარებული. სამი მათგანი გუნდში ბოლომდე დარჩა, მხოლოდ კინმა დაგვტოვა. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შეკრებილი გუნდის აშენება გვსურდა, რომლებსაც გიგზი, სქოულზი და ნევილი ერთად გაზრდიდნენ ვარსკვლავებად. ახლა უკან ვიყურები და ვხვდები, რომ დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ.

დიახ, 2004/05 წლების სეზონში ჩვენ ყველაფერი წავაგეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ გუნდის პოტენციალს ვხედავდი, რომელიც ინგლისის თასის ფინალში "არსენალის" წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა. რუნი და რონალდუ მაშინ ბრწყინავდნენ. ისინი "არსენალს" აწიოკებდნენ. კარისკენ 21 დარტყმა განვახორციელეთ. ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" წინააღმდეგ სახლში და გასვლაზე 1-0 დავმარცხდით. ისინი ერნან კრესპომ გაიყვანა. გუნდის ახალად შენების არ მეშინოდა. შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებისა და ახლად შენების უნარი სისხლში მქონდა. საფეხბურთო კლუბი ოჯახს ჰგავს. ხანდახან ფეხბურთელები მიდიან. ფეხბრთშიც ხდება მსგავსი რამ, როცა ვინმესთან ერთად გინდა ყოფნა, მაგრამ ასაკი ან ტრავმა თავისას აკეთებს.

როცა გუნდს დიდი ფეხბურთელები ტოვებდნენ სენტიმენტალიზმის გრძნობა არ მაწუხებდა. მაგრამ ცალი თვალით მუდამ მომავლისკენ ვიხედებოდი. შინაგანი ხმა ყოველთვის მეუბნებოდა: "რამდენ ხანს დარჩება ჩვენთან, რამდენ ხანს ითაშებს?". გამოცდილებამ მასწავლა, რომ ნებისმიერ პოზიციაზე მყავდეს 2-3 ახალგაზრდა ფეხბურთელი.

სწორედ ამიტომ, როცა 2005 წლის 10 მაისს საპატიო დერეფანში პრემიერ-ლიგის ახალწვეულს, მოურინიოს შევეგებეთ, არ ვაპირებდი აბრამოვიჩის ფულის ფონზე კაპიტულაცია გამომეცხადებინა.

ფსიქოლოგიური კუთხით ეს "ჩელსისთვის" უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მათ პირველად მოიგეს ტიტული და მთელი მათი მენტალიტეტი ახალ რეალიებთან შეგუების ფონზე იცვლებოდა.

უკვე კარგად გავითავისეთ, რომ არ ღირს სეზონის საწყის ეტაპზე დიდხანს მზადება, რადგან ამისთვის შესაძლოა "ჩელსიმ" დაგვსაჯოს. ახალი სეზონი გამარჯვებებით დაიწყო და მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე ცუდი მომენტი "ლილთან" მატჩი გახდა, რომელშიც ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებისგან თავისი წილი კრიტიკა მიიღეს - როი კინის დამსახურება.

ეს მეტისმეტად მკაცრი იყო. ჩვენ ცუდად ვთამაშობდით და როი კინმა გადაწყვიტა, რომ დამნაშავეები ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა მორალის დაკარგვამაც მიგვიყვანა 0-1 მარცხამდე - რამდენიმე წლის განმავლიბაში ყველაზე ცუდ შედეგამდე.

რამდენიმე თვეში წუთისოფელს ჯორჯ ბესტი გამოაკლდა. ბესტი კარგი ბიჭი იყო, რბილი, მაგრამ ძალიან ნერვიული. საუბარში ძალიან წვალობდა. ის კომპლექსიანი იყო, რაც მას მეტყველებაში უშლიდა ხელს. როგორღაც იაპონიის ერთ-ერთ ბარში შევხვდით. ის თავის მეგობარ გოგონასთან იჯდა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, რომ არ გვილაპარაკია. თანდაყოლილი სიმორცხვე მას ძალიან უშლიდა ხელს. მას შეეძლო ახალგაზრდები გაეწვრთნა, მაგრამ არ შეეძლო მათი ხელმძღვანელი გამხდარიყო. ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, თუ რამდენად ჭკვიანი იყო ჯორჯი. დაკრძალვა კარგი და ორგანიზებული გამოვიდა, რაც ქალაქ ბელფასტის დამსახურებაა. ყველაფერი სახელმწიფოებრივ დაკრძალვას ჰგავდა. მახსოვს როგორ ვუყურებდი ჯორჯის მამას - დაბალ და ძლიერ კაცს - და ვფიქრობდი, რომ მისი წყალობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოევლინა. პატარა, მშვიდი კაცი ბელფასტიდან. ახლა ხვდები საიდან ჰქონდა ჯორჯს ჩუმად ყოფნის ჩვეულება.

მისი ქვეყნის ფეხბურთელების უმეტესობა მუშათა კლასის წევრები არიან და რატომღაც მათი კუმირები არასრულყოფილი ხალხი იყვნენ. ბესტი, გასქოინი, ჯიმი ჯონსტონი. არასრულფასოვანი ხალხი მათ საკუთარ თავს ახსენებდა. მათ შესანიშნავად ესმოდათ მორალური კონცეფცია. ჯონსტონი იმდენად კარგი ბიჭი იყო, რომ მისი თითოეული ქმედება ფეხბურთის მოყვარულთა აღტაცებას იწვევდა.

ჯოკ სტეინი (შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი - პირდაპირი თარგმანი) ყოველ პარასკევს ყელეფონთან იჯდა. მისი ცოლი, ჯინა მივიდოდა და ეუბნებოდა: "რა, მთელი დღეა ტელეფონს მისჩერებიხარ"?

"ის დარეკავს" - უპასუხა ჯოკმა - "ტელეფონი დარეკავს".

და როგორც მან ივარაუდა, ტელეფონმა დარეკა. "ლანკაშირის პოლიცია მრ. სტეინ. აქ თქვენი ბიჭუნა ჯონსტონი გვყავს". სტანდარტული სიტუაცია.

ჯორჯ ბესტი "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში აუცილებლად შედის. მაგრამ იმ სეზონში შორს ვიყავით ჩვენი საუკეთესო ფორმისგან. "ვილიარეალთან" შეხვედრაში (0-0) რუნი მოედნიდან სარკასტული აპლოდისმენტების გამო გააძევეს, რომელიც მან კიმ ნილტონ მიკელსის მისამართით გაიმეტა, რომელმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დევიდ ბექჰემი გააძევა. სულაც არ არის ჩემი საყვარელი მსაჯი. მისი სახელი თავისებურად იწვევდა საშინელებას. კარგი მსაჯობის მაგალითად შეიძლება გრემ პოლი მოვიყვანო, რომლის მისამართით რუნიმ მატჩის განმავლონაში ათჯერ შეიგინა. პოლს უბრალოდ შეეძლო რუნი გაეძევებინა და კამერების ყურადღებით დამტკბარიყო. მაგრამ მას ესმოდა, რომ რუნიც ადამიანია და მის ხმამაღალ სიტყვებს სერიოზულად არ იღებდა. ვფიქრო. რუნი გაცილებით მეტად აფასებს პოლს, ვიდრე მიკელსს. იმავე თამაშში ჰაინცემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მისმა აგენტმა ჰაინცეს ტრანაფერის თაობაზე მოგვმართა.

ამასობაში კი დეკემბერში "ბენფიკამ" ჩენპიონთა ლიგის გათამაშებაზე 2-1 გვძლია და ტურნირს გამოგვთიშა. პრესამ კი სხვადასხვა თეორიების განხილვას მიჰყო ხელი. ჟურნალისტების საფუძვლიანი კრიტიკა ყოველთვის მისაღები იყო ჩემთვის, მაგრამ იკის თქმა, რომ ასაკის გამო უმაქნისი ვარ, ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოდის. პრემიერ-ლიგას ახსოვს პერიოდი, რომლის დროსაც კარიერადამთავრებულ წამყვან მოთამაშეებს მაშინვე მთავარ მწვრთნელად ნიშნავდეს, ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე, გამოცდილ მწვრთნელს კი ხაზს გადაუსვამდნენ. მაგ. "ნიუკასლმა" ბობი რობსონი გაუშვა. იმავე კლუბმა გამოცდილ მწვრთნელს, სემ ელერდაისს ექვსთვიანი საცდელი ვადა მისცეს. ეს ყველაფერი სასაცილო გახლდათ. პრესასთან შეხვედრა პარასკევს გამაღიზიანებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სტატიები იწერებოდა, არც ერთი ჟურნალისტი მწვავე კითხვას არ მისვამდა. მწვრთნელის საბოლოო განადგურებისთვის ისინი კალმებს იყენებდნენ.

ასეთ დროს ქომაგი ამბობს: "რაც გაზეთებში იწერება, სრული სიმართლეა. ამას ხომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვამბობდი".

მე კი ზუსტად ვიცოდი რა გეზი გვქონდა აღებული და საით მივდიოდით. უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდებოდა. დროში არა განუსაზღვრელ, არამედ დროის მცირე პერიოდს ვგულისხმობ, რადგან იმ პერიოდში განუსაზღვრელ დროს არავინ მომცემდა. რომ არა თვითრწმენა, მსგავსი სახის სტატიები მწყობრიდან გამომიყვანდა. მე მჯეროდა რუნისა და რონალდუსი. იმის მჯეროდა, რომ ჩვენი სკაუტები სწორად მუშაობდნენ. გუნდში გვყავდა ფეხბურთელები, რომელთაც "იუნაიტედის" ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნება შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს მხოლოდ ლიგის თასი მოვიგეთ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ.

"ბენფიკასთან" განცდილი მარცხის შემდეგ ძველი ფორმა აღვიდგინეთ და ზედიზედ დავამარცხეთ "უიგანი", "ვესტ ბრომვიჩი", "ასტონ ვილა" და "ბოლტონი". სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ "ჩელსის" მხოლოდ 9 ქულითღა ჩამოვრჩებოდით. შემდეგ გუნდს ვიდიჩი და ევრა შემოუერთდა. დაცვის უკეთ შესათამაშებლად სპეციალურ ვარჯიშებს ვმართავდი: პოზიციური განლაგება, ბურთის ართმევა, ფორვარდების წინააღმდეგ ცენტრალური მცველების სინქრონული ქმედება. შეტევას ორი ფორვარდი იწყებდა ცენტრიდან, მცველები კი მარცხენა და მარჯვენა ფლანგისკენ იყვნენ გადაწეულნი. ბურთს საჯარიმოში ჩავაწვდიდით და ფორვარდს ძირს დაუშვებლად უნდა დაერტყა. ამის პარალელურად მეორე ჩაწოდება ფლანგიდან ხორციელდედბოდა, რის შემდეგაც საქმეში მესამე ბურთი ერთვებოდა და იგი საჯარიმოს გარედან უნდა დაერტყათ. ასე რომ, მცველების მოქმედება სამივე ეპიზოდში შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

ჩვენი თამაშის სტილი მალე შეიცვალა. რამდენი ცენტრალური მცველის დასახელებას შეძლებთ ვისაც დაცვაში თამაში მოსწონს? ვიდიჩს კი ძალიან მოსწონდა. მისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ბურთისთვის ბრძოლა მას თითქოს ახალი სიცოცხლით აღავსებდა. ამ საქმეში სმოლინგიც მას ჰგავს, დაცვაში მოქმედება მასაც სიამოვნებდა. ვიდიჩი მტკიცე იყო, კლდესავით მყარი. სერბი ამაყი იყო. 2009 წელს იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შეიძლება ნაკრებში გამოეძახათ.

- რას ნიშნავს "შეიძლება გამოგიძახონ"? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- კოსოვოსთვის მიხმობენ და უნდა წავიდე. ეს ჩემი ვალია.

მისი ანთებული თვალები არასოდეს დამავიწყდება.

ახალი ტალანტების ძებნა ყველა კონტინენტზე გრძელდებოდა. ხერარდ პიკე ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირზე აღმოვაჩინეთ. "ბარსელონას" ფეხბურთელისთვის ინგლისში კარი მას შემდეგ გაიღო, რაც "არსენალმა" სესკ ფაბრეგასი შეიძინა. ასე რომ, ჩვენ პიკეს ოჯახთან დავიწყეთ მოლაპარაკებების წარმოება. პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ხერარდის ბაბუა "ნოუ კამპის" მმართველი იერარქიის წევრი გახლდათ. ხერარდის ოჯახი "ბარსას" ისტორიას ქმნიდა.

მეორე მხრივ, "ბარსელონას" მწვრთნელები ერთიმეორის მიყოლებით იცვლებოდნენ და ეს დიდ არეულობას იწვევდა. პიკე ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ერთ დღეს გამოგვიცხადა, რომ ესპანეთში სურდა დაბრუნება. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა, შესანიშნავი ადამიანი იყო და ბრწყინვალე პასებს აკეთებდა. მისი მთელი ოჯახი წარმატებულია. ეს დედამისსა და მამამისშიც იგრძნობა. სამწუხაროდ, მან ვიდიჩსა და ფერდინანდთან კონკურენციაზე ლოდინზე უარი განაცხადა. ეს ჩემი პრობლემა გახლდათ. პიკეს და ევანსს შეეძლოთ მომდევნო ათი წლის განმავლობაში დაცვის დიდებული დუეტი შეექმნათ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" 0-0 ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ხერარდის მამამ სასტუმროში მომაკითხა - მართლაც განსაკუთრებული ხალხია - და ამიხსნა, რომ მისი შვილი უკან, ესპანეთში უნდა დაებრუნებინა. მშობლებსაც ძალიან უნდოდათ ხერარდის სახლში დაბრუნება, ძალიან ენატრებოდათ. ხოლო ხერარდს ძირითადში სურდა თამაში და მიიჩნევდა, რომ "ბარსელონაში" შეძლებდა თავის დამკვიდრებას. საბოლოოდ კი სატრანსფერო თანხა 8 მლნ. ევრო აღმოჩნდა. თავის დროზე პიკეში ფიფას რეგულაციების გათვალისწინებით მხოლოდ 180 ათასი ფუნტი გადავიხადეთ.

იმისათვის, რომ ინგლისურ კლუბებს ევროპული კლუბებისგან ფეხბურთელები არ წაეყვანათ ევროპელებმა ბარიერი ასწიეს. ისინი ცდილობდნენ გუნდის დატოვებაში ისეთი ფეხბურთელებისთვის შეეშალათ ხელი, როგორიც პიკე და ფაბრეგასი არიან. მეორე მხრივ, ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტის ხელში ჩაგდება მხოლოდ 5 მლნ. ფუნტი ჯდებოდა. თუმცა რატომ გადავიხადეთ 500 ათასი ერთ-რრთ მათგანში, რომელმაც საბოლოო ჯამში ვერაფერი შეძლო? რიჩარდ ერაკსლის შემთხვევა საინტერესო იყო: "ბარნლიმ" მის შესაძენად 500 ათასი ფუნტი შემოგვთავაზა. ჩვენ 1 მლნ. მოვითხოვეთ. ამ ბიჭის ჩამოყალიბებას 12 წელიწადი შევალიეთ. თანხა მაშინ უნდა გადაეხადათ, როცა ფეხბურთელი ძირითადში დაიმკვიდრებდა ადგილს. ვგონებ, ასეთი გარიგება მისაღები იყო.

ცხადია, ჩვენ ადამიანები ვართ და გათვლებისას შეცდომებს ვუშვებთ. იმ პერიოდში, ახალი ფეხბურთელების შეძენისას შეცდომები მეც დავუშვი, მაგ. კლებერსონის, ჯემბა-ჯემბას და სხვათა შემთხვევაში. რალფ მილნის შეძენის გამო დაცინვის ობიექტად ვიქეცი. ის ჩვენ 170 ათასი ფუნტი დაგვიჯდა. ამ თემაზე სულ მეხუმრებოდნენ: "ბოს, ჩვენ ახალი რალფ მილნი გვჭირდება". "იუნაიტედში" ოცი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პერსონალთან მიწევდა მუშაობა. მათ ასეთი რამეები არ ავიწყდებოდათ. კიდევ ერთი შენაძენი, ვის გამოც დამცინოდნენ უილიამ პრუნიერი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელ ევრამაც კი მითხრა:

- ბოს, უილიამ პრუნიერი მართლა თქვენ შეიძინეთ?

პასუხის მოლოდინში გიგზმა თავი ჩაქინდრა.

- დიახ, ერთხელ გამოსაცდელად მოვიყვანეთ. - ვიცრუე.

- ააა, გამოსაცდელი ვადით? რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ვადა? - თავს არ მანებებდა ევრა.

- ორი თამაში.

- ააა, ორთამაშიანი გამოსაცდელი ვადა?

- ხო, და საშინლად გამოიყურებოდა.


პატრისმა ათიანში მოარტყა.

პირველი, რაც გუნდში ახალმოსულ ფეხბურთელს უნდა გაუკეთო, გუნდში დამკვიდრებაში დახმარებაა - საბანკო ანგარიში, სახლის შერჩევა, ენის შესწავლა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ა.შ. ეს ხანგრძლივი პროცესია. ენის არცოდნა ყოველთვის უდიდესი ბარიერია. მაგ. ვალენსიას მიერ ინგლისური ენის არცოდნა ყოველთვის დიდ პროვლემებს ქმნიდა. ანტონიოს შემთხვევაში საქმე უბრალო კომოლექსს უკავშირდებოდა. მე ფრანგულად წერა-კითხვა შემიძლია, თუმცა მეტყველების კომპლექსი მაქვს. ანტონიომ ეს კარგად იცოდა. "ფრანგულად საუბრობთ?" - მკითხა მან ერთ დღეს.

ყველაფერი გასაგები იყო. თუმცა მისთვის არ მითქვამს, რომ თუ საფრანგეთში ვიმუშავებდი ფრანგულის სწავლასაც შევეცდებოდი. ვალენსია ინგლისში მუშაობდა და ინგლისურიც უნდა ესწავლა.

მაგრამ, როგორც მოთამაშე, მართლაც მამაცი იყო. მისი შეშინება შეუძლებელი იყო. ის ფაველელი ბიჭია და ბავშვობაში უამრავი რამ უნახავს. თუ საჭირო იქნებოდა მოწინააღმდეგეს მუშტებსაც მოუღერებდა.

2006 წლის კიდევ ერთი გამორჩეული შენაძენი მაიკლ კერიკი გახლდათ. კერიკი დიდი ხნის განმავლობაში იქცევდა ჩვენს ყურადღებას. დევიდ გილს "ტოტენჰემის" წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ მზად იყვნენ ფეხბურთელი ჩვენთვის დაეთმოთ.

- რამდენს გადაიხდი მასში? - მკითხა გილმა ერთხელ.

- რვა მლნ. ძალიან კარგი ფასია.

არასდროს დამავიწყდება სიტყვები, რომელიც მაშინ დევიდმა მითხრა:

- დენიელ ლევი მეუბნება, რომ ამ ფასად შემიძლია სხვაგან გავიარო.

ვაჭრობა რამდენიმე კვირა გაგრძელდა. სეზონის დასასრულს "არსენალის" წინააღმდეგ კერიკის თამაშს ვადევნებდი თვალს, როცა მარტინმა მითხრა:

- ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელია.

იგი ვარსკვლავი გახლდათ. თუ სწორად მახსოვს, საბოლოო ფასი 14 მლნ. ფუნტი იყო. თუმცა ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტიც, რომლის მიხედვითაც კერიკის ფასი 18 მლნ. ფუნტამდე ავიდოდა იმ შემთხვევაშ, თუ იგი ჩვენ გუნდში თავის გამოჩენას შეძლებდა.

სქოულზი უკვე 30 წელს გადასცდა და კერიკს შეეძლო მოედნის ცენტრში ეთამაშა და თანაგუნდელებისთვის კარგი პასები ჩამოერიგებინა. რაც ყველაზე მეტად მომწონდა მასში მისი თვისება, პასის მუდმივად წინ კეთება იყო. გარდა ამისა, იგი ფართო დიაპაზონის მოქმედების ფეხბურთელი იყო და შეეძლო ტემპი დაერეგულირებინა. ვფიქრობ, ჩვენს გუნდში მყოფი ფეხბურთელების შესაძლებლობების გათვალისწინებით გრძელი პასი ყველაზე ოპტიმალური იარაღი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მას შევხვდით და ვკითხეთ, თუ რატომ ვერ შეძლო ამდენ ხანს გოლის გატანა. ვარჯიშებზე ძლიერად ურტყამდა, მაგრამ თამაშებისას მის მიერ დარტყმული მეტოქისთვის ხიფათს არ წარმოადგენდა. შევეცადეთ ამ მხრივ მისი უნარები დაგვეხვეწა. მინდორზე მივეცით, რათა თავის გამოჩენის შანსი ჰქონოდა. შესაძლოა, "ტოტენჰემში" მას ერთსა და იმავე სამუშაო ტანჯავდა, იქას ნახევარდაცვის სიღრმეში სთხოვდნენ თამაშს და მოწინააღმდეგის საჯარიმოსაც იშვიათად სტუმრობდა. მისი მოქმედება ჩვენთან სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა.

მაიკლი მშვენიერი ფეხბურთელია. თავდაპირველად მორცხვობდა და გახსნა ესაჭიროებოდა. როგორც წესი, კერიკი სეზონს მაღალ დონეზე ვერ იწყებდა. ამ პრობლემის მიზეზის ძიებას დიდი ხანი მოვანდომე და მასაც ხშირად ვესაუბრებოდი. იგი ფორმის პიკს ოქტომბრის ბოლოს აღწევდა. კერიკი უბრალო ადამიანია, რის გამოც მის შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებენ.

"იუნაიტედიდან" ჩემს წამოსვლას "ჩელსიში" მოურინიოს მოსვლა დაემთხვა. "იუნაიტედის" შემდეგ სწორედ "ჩელსი" იყო ის გუნდი, სადაც გამორჩეული უცხოელი ფეხბურთელები მუშაობდნენ. ჯანფრანკო ძოლა საოცრება იყო. არასდროს დამავიწყდება გოლი, რომელიც მან "იუნაიტედს" "სტემფორდ ბრიჯზე" გაუტანა. მან ბურთის დასარტყმელად მოქნეული ფეხი ჰაერში წამით გააჩერა და... მანამ, სანამ ძოლა იმ თამაშში შედევრს ქმნიდა, გარი პალისტერი ანგარიშს ათანაბრებდა. ბრაიან რობსონი იმ თამაშის შემდეგ მკითხა, როგორ შეიძლება ძოლას თამაშით ასე არფრთოვანებული იყოო? ძოლა მართლაც გამორჩეულად მომწონდა, რადგან ის ყოველთვის მოღიმარი სახით თამაშობდა.

Alex Ferguson: my autobiography
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 აგვისტო 2014 12:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სათაური რა თქმა უნდა ასეთი არ აქვს ორიგინლს, მაგრამ უბრალოდ გადავწყვიტე ასე გამოვაქვეყნო ხოლმე... ადრე რას წერს სერ ალექსი, რას წერს ერ ალექსი 2 და კიდევ ერთი გამოქვეყნდა... თუ ხელში ჩაგვივარდება სხვა ნაწილებიც აუცილებლად მოგაწვდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: LVG
27 აგვისტო 2014 13:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ვალეზე რა კარგები ილაპარაკა <3

ისე, მეც კარგად მახსოვს რამხელა ჩავარდნა ჰქონდა იუნაიტედს მაგ წლებში, დაჟე ჯგუფიდან ვერ გავედით და შეიძლებოდა 4 ეულშიც ვერ შევსულიყავით ისეთივე კონკურენცია რომ ყოფილიყო როგორც დღესაა. ჰოდა არაა პანიკა საჭირო, ლუიც ახალ გუნდს აშენებს და მასაც დრო სჭირდება, ისევე როგორც ფერგის დასჭირდა ლიგის მოგებამდე
0
№3
ავტორი: Berba 9
27 აგვისტო 2014 13:18
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძალიან მაგარია, აი ძალიან :)) აუცილებლად უნდა ვიყიდო ეს წიგნი, პიკეზე არ ვიცოდი ეს ისტორია, ისე კი საუკეთესო წიგნია, ეხლა ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ მომინდა გაგრძელება. კაია დუმბო, მაგარი ნათარგმნია და იმედი მაქვს ყველა წაიკითხავს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2014 13:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მაგარია! სამწუხაროდ ჯერ კიდე ვერ მოვახერხე ამის სრულად წაკითხვა და კარგია რომ დებ

მოურინიო მართლა უძლიერესია და მაგრად გვიჭირდა ამის ჩელსისთან თამაში. ამის დაცვითი სტილის ტაქტიკა დიდად არასდროს მხიბლავდა მარა შედეგს დებდა და მოუს დამსახურებაა ბევრი რამ დღეს. გამიხარდა პრემიერ ლიგაში რო დაბრუნდა, მეტი ხიბლი ექნება ჩემპიონატს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
27 აგვისტო 2014 13:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Berba 9,
მეც მაგის იმედი მაქვს და სწორედ მაგიტომ ვდებ, რომ ხალხმა წაიკითხოს. ისე ამის გარდა სამი ნაწილი კიდევ გვაქვს და თუ გინდა შემიძლია მოგაწოდო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Manchester_M
27 აგვისტო 2014 15:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფავორიტებში გავუშვებ და სოფლიდან რომ ჩამოვალ აუცილებლად წავიკითხავ !!!!!
0
№7
ავტორი: temo-scholes
28 აგვისტო 2014 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Gio kai kaci xar sheen! Fergi ki tvit iunaitedia...!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top