ხუან მატა თავის ბლოგს ავრცელებს.
სალამი ყველას!
როგორც ხვდებით, ძალიან მიძნელდება სეზონის დასაწყისში ამ ჩანაწერების გაკეთება. ცხადია, რომ ჩვენი საქმეები ისე არ მიმდინარეობს, როგორც გვსურს, მაგრამ ყველანი ვცდილობთ სიტუაცია მალევე გამოვასწოროთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა საუბარია ახალ პროექტზე, ახალ მწვრთნელზე, მოთამაშეებსა და ტაქტიკურ მოდელზე სასურველი შედეგების მიღწევამდე ყოველთვის დროა საჭირო. რა თქმა უნდა გვინდა აქტივში 6 ქულა გვქონდეს, მაგრამ ყურებს არ ჩამოვყრით და წინ გავიხედავთ.
მესმის, რომ ყველა იმედგაცრუბელია ჩვენი შედეგებით. მაგრამ მე წინა კვირაშიც ვთქვი და გავიმეორებ: სეზონი ეს-ესაა დაიწყო და ყველაფერი წინაა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, პოზიტიურად აზროვნება და გაუმჯობესება. ძალიან მიხარია, რომ სეზონის პირველი გოლი გავიტანე, მაგრამ საბოლოო შედეგიდან გამომდინარე ეს სიხარული არასრულყოფილი იყო.
გასულ კვირაში ჩვენს გუნდს მარკოს როხო შეუერთდა, რომელსაც მთელი გულით მივესალმები და ყველაფერს კარგს ვუსურვებ. ვფიქრობ ძალიან დაეხმარება ჩვენს გუნდს, თუ კი იმავე ფეხბურთს აჩვენებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა.
დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და საჭირო შედეგებიც მალე იქნება. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, რადგანაც ყველანი ერთი მიმართულებით, ერთი მიზნისკენ მივიწევთ.
გკოცნით და კარგ კვირას გისურვებთ.
ხუანი.
redevils.ru