თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2125,
კომენტარები: 8
ექსპერტები დი მარიას შესახებ
ანხელის ტრანსფეს ესპანელი და ბრიტანელი ექსპერტები გამოეხმაურნენ.
ექსპერტები დი მარიას შესახებ
ალან კერბიშლი: როცა შენს განკარგულებაში რუნი, პერსი და მატა იმყოფებიან, რთულია განსაზღვრო სად უნდა გაამწესო კიდევ ერთი შემტევი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ტრიო დიდი ალბათობით სეზონს ერთნაირი წარმატებით ვერ ჩაატარებს და დი მარიას მოსვლით წარმოქმნილი კონკურენციაც მათ მხოლოდ და მხოლოდ გამოადგებათ."

"ანხელი უნივერსალია და მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მას შეტევის ხაზის სამ პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს, ასე შეუძლია ცენტრში იმუშავოს, ან ვინ-ბექის პოზიციაზე დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი საკუთარი ტაქტიკის ერთგული დარჩება."

რეი სალონი, Sky Sports-ის ექსპერტი: ანხელი - დაუჯერებელი სისწრაფის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო პლეიმეიკერია. დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედს" ძალიან გამოადგება და ჩვეულ დონეზე დააბრუნებს.

ესპანელი ექსპერტი, გილიემ ბალაგიე: "ეს შესანიშნავი ტრანსფერი და "იუნაიტედის" მხრიდან განხორციელებული სწორი სვლაა. მათ ანხელ დი მარიას დონის მოთამაშე სჭირდებათ. გარდა ამისა, თითქოს აცხადებენ: "ნახეთ, ჩვენ ევროპაში არ ვასპარეზობთ, მაგრამ საუკეთსო ფეხბურთელები ჩვენთან მაინც მოდიან". დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა "სიტიმაც" როცა სხვებისთვის ნაკლებად ცნობილმა გუნდმა იაია ტურე და დავიდ სილვა შეიძინეს.

დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შესანიშნავი დანამატი იქნება. თავადაც შეამჩნევდით, რომ მათ სჭირდებათ ადამიანი, ვინც შეტევებს გაამწვავებს. და არა მარტო შემსრულებელი, რომელსაც პასის გაკეთება ან ბურთის დაჭერა შეუძლია, არამედ ის, ვინც უცებ ფეთქდება და მოწინააღმდეგის დაცვას სისწრაფის ხარჯზე არღვევს.

დიახ, მოთამაშეში გადახდილი თანხა დიდია, მაგრამ ამას სიტუაცია მოითხოვს. გასულ წელს ისინი მე-7 ადგილზე გავიდნენ და ევროტურნირებზე ვერ მოხვდნენ, ახლა კი ლუი ვან გაალი ახალ გუნდს აშენებს. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ამ ტრანსფერში დიდი როლი კრიშტიანუ რონალდუმ ითამაშა. იგი მოუყვებოდა თავის პარტნიორს კლუბის სიდიადეზე და იმ ყველაფრის შესახებ, რაც ამ კლუბს დიდებულს ხდის.

redevils.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 აგვისტო 2014 15:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ვან გაალი მართლა არ დატოვებს ამ ტაქტიკას. მარა არც მგონია რო შეცვალოს მაგან და მაგის ფილოსოფიამ უკვე ტვინი ცენზურა. დი მარია ყველა ვარიანტში დიდი ძალაა გუნდისთვის და ყველა პოზიციაზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია
0
№2
ავტორი: Ferguson
26 აგვისტო 2014 15:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
ძაან მაგარი ტრანსფერია უდაოდ, მაგარი კაცია ვან გაალი, მგონი კიდე დაამატებს ვინმეს, და დარწმუნებული ვარ რო მინიმუმ ოთხეულში შევალთ და ლივერპულივით არ დაგვემართება :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: temo-scholes
26 აგვისტო 2014 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Saagol roni... Mec egre mgonia ro krishti ragac pontshi imoqmedebda...:)
0
№4
ავტორი: DaToO_o
26 აგვისტო 2014 15:17
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ყველა ვარიანტში უნდა შეიცვალოს ტაქტიკა ან საჭირო ფეხბურთელები უნდა ჰყავდეს კლუბს 3-5-2 ტაქტიკით რომ ითამაშოს მაგრამ რავიცი ვან გაალმა იცის თავის სამქე უფრო როგორ ჯობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№5
ავტორი: RojoDiablo
26 აგვისტო 2014 15:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა შენს განკარგულებაში რუნი, პერსი და მატა იმყოფებიან, რთულია განსაზღვრო სად
მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება... "იუნაიტედი", ბევრი ფეხბურთელის ოცნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: VaRdo
26 აგვისტო 2014 16:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გილიემ კარგად იბაზრა. დი მარიას მოსვლით წესით კიდე უფრო გაადვილდება ტრანსფერები. 5 დღე დარჩა ამ 5 დღეში 1 ტრანსფერი უნდა დადო ვან გაალ. როგორც უკვე თქვი 24 საათში შეგიძლია ტრანსფერის მოგვარება ხო და 4 დღე ზედმეტი გაქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Manchester_M
26 აგვისტო 2014 17:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბევრი ბაზარი არ უნდა იმას რომ დი მარია გამოგვადგება როგორც 3-5-2 ტაქტიკაში ასევე მშვენივრად მოერგება სხვა ტაქტიკებსაც მაგრამ ამით არ უნდა დასრულდეს მანჩესტერის ტრანსფერები მცველი გვჭირდება !!!!
0
№8
ავტორი: VaRdo
26 აგვისტო 2014 18:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Manchester_M
მცველი გვჭირდება !!!!


მცველები გვყავს ასე თუ ისე.

რაფაელი ჯონსი როხო შოუ


აი ნახევარდაცვაზე ვიდარდოთ ჩვენ თორე დაცვაში არც ისე დიდი პრობლემა აღარ გავქვს 2 კაი ფეხბურთელ იდავიმატეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top