თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 10:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 16
"უელბეკის წასვლას, ერნანდესის წასვლა მირჩევნია"
ინტერვიუ კარლო თევზაძესთან.
Redarmy.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ ინტერვიუს საიტის მომხმარებლებთან. ჩვენი მომდევნო რესპოდენტი user-თა ჯგუფის წევრი, კარლო თევზაძე (Manchester_M) გახლავთ.

კარლო აგვისტოს თვის ყველაზე აქტიურ user-ად მივიჩნიეთ, რაც გახდა მისი რესპოდენტობის მიზეზი.

გამარჯობა კარლო. გაგვეცანით თუ შეიძლება

მივესალმები საიტის მომხმარებელს. მე ვარ კარლო თევზაძე, 16 წლის ქალაქ სამტრედიიდან. "იუნატედის" ფანობის დიდი ისტორიით ვერ დავიკვეხნი, სულ რაღაც 5 წელია ვგულშემატკივრობ ამ გუნდს. ჩემი ჰობი არის ფეხბურთის თამაში როგორც კომპიუტერში, ასევე ლაივში. შეიძლება ითქვას სწორედ კომპიუტერულმა თამაშმა ,,პეს'' - მა შემაყვარა ეს კლუბი.

ჩემი, ისევე როგორც "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარის ოცნებაა "ოლდ ტრაფორტზე" მოხვედრა და ჩემ საყვარელ კლუბის ბოლო ხმაზე გულშემატკივრობაა.


ვრცლად მოგვიყევით თუ რატომ გახდით "იუნაიტედის" გულშემატკივარი

სულ რაღაც 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავის უსაყვარლეს ადგილას წამიყვანა, სადაც ყოველ საღამოს ახალგაზრდობა თავს იყრიდა და თავს ფეხბურთის თამაშით ირთობდა. კარგად მახსოვს თუ როგორ ვცდილობდი სხვადასხვა გუნდზე მორგებას და თავის დამკვიდრებას, მაგრამ ვერ-ცერთ კლუბზე ვერ მოვახერხე იგივე თამაშის ჩვენება რაც "იუნატედით" შევძელი. რუნი იყო ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი და კუმირი, "იუნატედი" კი ჩემი საყვარელი კლუბი. ფეხბურთის ინტესიური ყურებაც სწორედ მაშინ დავიწყე.

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორი ოფიციალური შეხვედრა გამართა და ჯერ-ჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებია. პირველი ტურის შეხვედრა "ეშმაკებმა" საშინაო არენაზე "სუონსისთან" 1-2 წააგეს, ხოლო მეორე ტურის მატჩში "სანდერლენდთან" "სინათლის სტადიონზე" ფრეს დასჯერდნენ. ორივე შეხვედრაში ვან გაალი ერთნაირი ტაქტიკით, 2-5-3 ფორმაციის წყობით ათამაშებდა "იუნაიტედს". თუმცა, განსხვავებით ამხანაგური შეხვედრებისგან, პრემიერ-ლიგის საწყისი ეტაპის მატჩებში ეს ტაქტიკა რბილად რომ ვთქვათ არ ამართლებს.

როგორ ფიქრობთ, ასეთი ტაქტიკის არჩევა ფეხბურთელების ნაკლებობითაა გამოწვეული თუ ვან გაალი პრემიერ-ლიგას არასათანადოდ აფასებს?

გამორიცხულია ის რომ ლუი ვან გაალი პრემიერ-ლიგას სათანადოდ არ აფასებდეს. მართალია მას არ ჰქონდა გამოცდილება ამ უდიდეს ჩემპიონატში თამაშისა, მაგრამ მან მოსვლის დღიდან კარგად იცოდა რომ ამ ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლა ადვილი არ იქნებოდა.

ჩემი აზრით ტურნემ დიდი გავლენა მოახდინა ახლანდელ ვითარებაზე. ისეთმა მოთამაშეებმა გადააჭარბეს თავის შესაძლებლობებს ამ ტურნეზე, როგორიც არის იანგი, ქლევერლი და ასევე ფლეთჩერიც. მათ წინა სასეზონო ტურნეზე თავის თავს აჯობეს. შეიძლება ითქვას სწორედ მათმა ამგვარმა თამაშმა შეიყვანა ლუი ვან გაალი შეცდომაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლუი უკვე მიხვდა თუ რასთან აქვს საქმე და ვინ არის შავი ლაქა გუნდში. ხოლო ბოლო ორ წარუმატებელ თამაშში დიდი წვლილი ტრამვებსაც მიუძღვის.


2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლუი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა. "ნარინჯისფერები" მთელი ტურნირის განმავლობაში (გარდა მექსიკის ნაკრებთან შეხვედრისა) 2-5-3 ტაქტიკით ასპარეზობდნენ და გუნდის სინქრონულობა ნათლად ჩანდა.

რამდენად მართებული იქნებოდა იმავეს თქმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სტილზე?

ჰოლანდიის ნაკრების შედეგი მართლაც რომ დაუჯერებელი იყო, მთელ გუნდს თანაბარი წვლილი მიუძღვის ამ დიდ წარმატებაში. ამ ტაქტიკაში დიდ როლს თამაშობს დაცვის მობილიზება და მინიმალური შეცდომები როგორც დაცვის, ისე ნახევარდაცვის. მაგრამ "იუნატედის" ნახევარდაცვამ ვერ გაითავისა ეს ტაქტიკა კარგად და ასევე დაცვაც არ არის იმ დონეზე რომ დაუშვან მინიმალური შეცდომები. თუ ლუი ვან გაალი აპირებს ამ ტაქტიკით თამაშს პრემიერ-ლიგაში, მაშინ მას აუცილებლად დასჭირდება ახალი, უფრო მაღალი დონის ფლანგის მოთამაშე, რომელიც უკვე შეიძინა დი მარიას სახით და ასევე დასჭირდება ცენტრალური ნახევარ მცველიც, რომელსაც ექნება დიდი ფანტაზიის უნარი რათა წამოიწყოს შეტევა და არ არ აკეთოს უკან პასი, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელები აკეთებენ დღეს-დღეობით ამას.


ქლევერლი, იანგი და ვალენსია - ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთა გაშვებას "იუნაიტედის" ქომაგი ითხოვდა. ლუი ვან გაალმა ფეხბურთელთა შეფასებისთვის დრო ითხოვა და როგორც ჩანს სამივე მათგანით კმაყოფილი დარჩა. კლუბს არც ეშლი, არც ტომი (მას კონტრაქტს უხანგრძლივებენ) და არც ანტონიო არ დატოვებს.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერ-ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ტომ ქლევერლის ღირებული არაფერი გაუკეთებია. ეშლი იანგის საჯარიმოში ჩაწოდებულო ბურთისგან არავითარი ხიფათი არ იქმნებოდა, ვალენსიამ კი განსხვავებით მისი პარტნიორებისგან დაცვაში კარგად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.

რამდენად იმსახურებენ ეს ფეხბურთელები გუნდში დარჩენას?

მართალია ბევრს აქვს იმის სურვილი, რომ ამ ტრიოს დაატოვებინონ კლუბი, მაგრამ მე მხოლოდ იანგს და ქლევერლის დავატოვებინებდი კლუბს. ანტონიო ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელია ამ ფორმაციის "იუნაიტედში", ასე რომ მისი გაშვება მხოლოდ სისულელე იქნებოდა. ზოგი იმასაც გაიძახის რომ ფლეთჩერიც არ იმსახურებს კლუბში ყოფნას მაგრამ ამას სხვა მხრიდან შევხედოთ - უკვე ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაშიც. ასე რომ ერთი გამოცდილი და ძველი ისტორიის მატარებელი ფეხბურთელის გაჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლუბისთვის.

ლუი ვან გაალის გუნდში მოსვლას ახალი სახეების გამოჩენაც მოჰყვა. გარდა ახალწვეულებისა გუნდში ახალგაზრდა თაობაც გამოჩნდა - ჯესი ლინგარდი, მაიკლ და უილ კინები, ტაილერ ბლეკეტი.

შეძლებენ ახალგაზრდები დაცვის ხაზში არსებული პრობლემების აღმოფხვრას?

მივესალმები ახალგაზრდების გადმოყვანას პირველ გუნდში, მაგრამ არ შეიძლება დავეყრდნოთ მათ. მითუმეტეს როდესაც კლუბი 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს. კლუბს სჭირდება 1 გამოცდილი მცველი მაინც, რათა გამოცდილება მისცეს ამ ახალგაზრდა ბიჭებს და იმედია მოიყვანენ ვინმე ისეთს, ვინც დაეხმარება ჩვენ ახალგაზრდა თაობას და ასევე კლუბს.

ვინ მიგაჩნიათ, ისეთად ვინც კლუბის დაცვის ხაზის გაძლიერებას შეძლებს?

მიმაჩნდა იდეალურ ვარიანტად მატს ჰუმელსი, მაგრამ კლოპმა საბოლოოდ ჩაკლა ეს ვარიანტი. როგორც მოგეხსენებათ ჰუმელსი გახდა "ბორუსიას" ახალი კაპიტანი. ბენატიას მოყვანაც შეიძლებოდა კლუბში და ასევე თუ ვერ მოხერხდა ამ ტრანსფერის განხორციელება შეიძლება იფიქრონ სუბოტიჩის შეძენაზე.

უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედს" არგენტინელი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია შეუერთდება. როგორც პრესა იტყობინება, დი მარიას 7 ნომრიან მაისურს მოარგებენ.

7 ნომრიანი მაისურით "იუნაიტედის" რიგებში ასპარეზობდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორიც ჯორჯ ბესტი, დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები არიან. ახლა კი მას სავარაუდოდ არგენტინელი მოირგებს.

შეძლებს დი მარია კლუბის ლეგენდად იქცეს?

დი მარიას გააჩნია ყველა ის თვისება და აქვს ის შესაძლებლობა რაც დაეხმარება მას იქცეს კლუბის ლეგენდად. მე მჯერა რომ ის შეძლებს ავტორიტეტის მოხვეჭას მოკლე დროში და გახდება კლუბის წამყვანი ფეხბურთელი. მაგ. როგორიც არის რუნი და ვან პერსი. 7 ნომრის მიცემა არის იდიეალური ვარიანტი რადგან გუნდს დიდი ხანია არ ჰყოლია ამ დონის ვინგერი და იმედი მაქვს ის გაამართლებს "იუნატედის" ყველა ფანის იმედებს.

საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" კვლავ ინტერესდება "იუვენტუსის" ჩილელი ნახევარმცველით, არტურო ვიდალით. იმის ფონზე, რომ კლუბს დაცვის ხაზში ძალიან უჭირს, შეტევის ხაზის ასეთი თანხების ხარჯვის შედეგად გაძლიერება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს "იუნაიტედს".

დი მარიასა და ვიდალის ერთად მოყვანა სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?

დიახ! რატომაც არა. დი მარია არის ფლანგის მოთამაშე, ვიდალი კი ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე ბრწყინვალე ვარიანტი კლუბისთვის. ზოგი მოიაზრებს ანხელს ვან გაალის ტაქტიკაში როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად მაგრამ მე ვფიქრობ, ის ბრწყინვალედ გაართმევს თავს ფლანგზე თამაშს, რადგან წინა სეზონში კარგად ჩანდა - ანხელი არის დაუღლელი, შრომისმოყვარე ფეხბურთელი და ჩემი აზრით ის შეძლებს მთელი ფლანგის კონტროლს.

გუნდში მომსვლელი ფეხბურთელების გარდა, საუბარია მათზეც, ვინც კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს. ასეთი ფეხბურთელების სიაში დენი უელბეკიც მოხვდა, რომელსაც როგორც პრესა იტყობინება ლონდონური კლუბები, "ტოტენჰემი" და "არსენალი" ეპატიჟებიან.

თავად დენის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ სავარუდოდ იგი "დეზებს" აირჩევს და სწორედ მათ შეუერთდება.

ინგლისელის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში სად ისურვებდით მის გადასვლას?

ეს ყველაფერი ჭორი მგონია. დენის ძალიან უყვარს კლუბი და არამგონია მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი პირადი სურვილია დენი შეინარჩუნოს კლუბმა და თუ მაინც და მიანც ფორვარდის გაშვებაზე მიდგება საქმე მირჩევნია ისევ ხავიერ ერნანდესი გაუშვან კლუბიდან.

ანუ მიიჩნევთ, რომ უელბეკი მექსიკელს ჯობია?

დიახ! მექსიკელი ჩემთვის მოიაზრება როგორც შეცვლის ფეხბურთელად და მისი გამოყენება მხოლოდ 60 წუთის შემდეგ არის შესაძლებელი, ხოლო დენის აქვს ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება, მას შეუძლია კარგი პრესინგი, რომელიც ვან გაალის ტაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დენის შეუძლია შექმნას მომენტი გასცდეს მოწინააღმდეგეს, ხოლო ჩიჩარიტოს ეს ნაკლებად გამოსდის. დენის აქვს გამოსასწორებელი საგოლე მომენტების უკეთ რეალიზება. იმედია ის შეძლებს ამის გამოსწორებას და ვან გაალი მას ბრწყინვალედ გამოიყენებს.

"იუნაიტედის" ლაზარეთს "სანდერლენდთან" მატჩის შემდგომ კრის სმოლინგიც შეემატა. თანაგუნდელების უმეტესობისგან განსხვავებით კრისის ტრავმა მატჩის დროს იქნა მიღებული და "შავ კატებთან" შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სმოლინგის ნაცვლად მოედანზე მაიკლ კინი შემოვიდა.

ასეთი ტრავმიანობის ფონზე წარმატების მიღწევის შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება.

ეს ყველაფერი უიღბლობას ემსგავსება და ყველაზე ცუდი ის არის რომ ტრამვიანობის შეჩერება არ შეუძლიათ. ალბათ მწვრთვნელიც და ფეხბურთელებიც უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდნონ მათ ფიზიკურ მდგომარეობას და რაც შეიძლება თავი აარიდონ ტრამვებს, თორემ ასე შედეგის მიღწევა მხოლოდ ტკბილ სიზმარში თუ იქნებოდა შესაძლებელი!

"მეფე ვიყავი და ეშმაკი გავხდი" - ლუი ვან გაალის ეს ციტატა გულშემატკივართა დამოკიდებულების ცვლას ასახავს. მისი აზრით გულშემატკივართა უმეტესობამ მას უკვე აქცია ზურგი.

თქვენ თუ გეპარებათ ეჭვი ჰოლანდიელში?

ვან გაალის პროფესიონალიზმში ჩემთვის წარმოუდგენელია ვის ან როგორ უნდა შეეპაროს ეჭვი, თუ მის განვლილ კარიერას გადავხედავთ. თუ მან ვერ შეძლო შედეგის მიღწევა "იუნაიტედში" საბოლოოდ დავრწმუნდები რომ სერ ალექს ფერგიუსონის' შეცვლა მართლაც შეუძლებელი ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ორი არადამაკმაყოფილებელი შედეგი არაფერს ამბობს მომავლის შესახებ. აღმასვლას 27-ში ჩაეყრება საფუძველი და სეზონის ბოლოს ყველასთვის სასურველი შედეგი დაიდება. სატრანსფერო ფანჯარაზე ასეთი აქტიურობა ამტკიცებს, რომ რაღაც ძირეული შეიცვლება კლუბში და შედეგიც არ დააყოვნებს.

როგორც უკვე აღინიშნა, კარლო კომპიუტერულ თამაშს Pes-ს თამაშობს.

რა ტაქტიკით და როგორი წარმატებით თამაშობთ?

საერთოდ არ მიყვარს ტაქტიკის შეცვლა, რასაც კომპიუტერი მიყენებს იმით ვთამაშობ მაგრამ ვცადე 3-5-2 ტაქტიკით თამაში. დამაინტერესა თუ გაუმჯესდებოდა ჩემი თამაშის შედეგი, მაგრამ არ მოგატყუებთ და ძალიან ძნელია ითამაშო 3 მცველით, უბრალოდ შეუძლებელია ამ დონის მცველებით შეძლო მოწინააღმდეგე გუნდის შეჩერება, ამიტომ კომპიუტერის მიერ დაყენებული ტაქტიკით ვარჩევ თამაშს. ვისაც პესის თამაშში გამოცდილება აქვს მათთვის ყველაზე მწარე იქნება 2013 წლის პესი, რადგან "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ძალიან დაბალი კოეფიციენტები ჰქონდათ.

რეალურ ფეხბურთს რა პოზიციაზე თამაშობთ?

პროფესიონალურ დონეზე არ ვთამაშობ ფეხბურთს, მოყვარულის დონეზე უბნის ბიჭებთან ერთად ვახერხებ ხოლმე თამაშს. ჩემი საყვარელი პოზიცია მცველის პოზიციაა, რადგან ჩემი ასაკის მიუხედავად შემიძლია ფიზიკურად გავუმკვლავდე ყველა ასაკის მოთამაშეს. ასევე სისწრაფეც მიწყობს ხელს და ხშირად ვცდილობ "მანჩესტერის" ლეგენდას, ნემანიას ვიდიჩს მივბაძო მოქმედების დროს.

თქვენ საიტის ერთ-ერთი საუკეთესო user ხართ აქტიურობის მიხედვით, რის გამოც თვის user-ად თქვენ აგირჩიეთ.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?

ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ საიტის ერთ-ერთ საუკეთესო user-ებს შორის მეც მოვხვდი.
პროექტის შექმნის დღიდან ძალიან მოვიხიბლე ამ პროექტით და ძალიან მინდოდა, რომ ჩემ შესახებაც ჰქონოდათ საიტის მომხმარებელს ინფორმაცია და უკეთ გავცნობოდი მათ. ხოლო როდესაც პროექტის ავტორმა, გიორგი დუმბაძემ შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა არც დავფიქრებულვარ მონაწილეობის მიღებაზე, უმალვე თანხმობა განვუცხადე მას. მადლობა მას ამისთვის რომ ჩემი პატარა ოცნების ასრულებაში დამეხმარა.


სკოლის დამთავრების შემდეგ რას აპირებთ?

პირველ რიგში დიდი სურვილი მაქვს ოქროს მედალზე დავამთავრო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებ ჩაბარებას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ბიზნეს ეკონომიკის განხრით. იმედი მაქვს ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც მე მაქვს დაგეგმილი.

პრემეირ-ლიგის მესამე ტურის შეხვედრა "იუნაიტედი" 30 აგვისტოს, "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს სტუმრად გამართავს. პირველი ორი ტურის შემდეგ ლუი ვან გაალის აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა. "წითელ ეშმაკებს" შანსი აქვთ პრემიერ-ლიგაში დაბრუნებულ "ბარნლისთან" მიმდინარე სეზონის პირველი სამი ქულა აიღონ.

პრემეირ-ლიგის მესამე ტურის შეხვედრისგან რა მოლოდინი გაქვთ?

პრემიერ-ლიგის მესამე ტურამდე გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა "დონსისთან". იმედი მაქვს ჩვენს მომავალ წარმატებას "დონსისთან" ჩაეყრება საფუძველი და პრემიერ-ლიგის მესამე ტურს დარწმუნებული ვარ ამაღლებული განწყობით შევხვდებით და არ გაგვიჭირდება "ბარნლთან" 30-ში 3 ქულის აღება. სავარაუდოდ დი მარიას დებიუტიც სწორედ "ბარნლთან" შედგება. წარმატებებს ვუსურვებ კლუბს.

ლიგის თასს "იუნაიტედი" გასული სეზონის წარუმატებლობის გამო მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც "ეშმაკების" მეტოქე "დონსი" იქნება.

როგორც წესი, მწვრთნელები ამჯობინებენ ასეთ შეხვედრებში ახალგაზრდები და გუნდის სათადარიგოთა სკამზე მყოფი ფეხბურთელები ათამაშონ. თუმცა, წინა წლის შედეგიდან გამომდინარე, "იუნაიტედის" ქომაგს ალბათ ნებისმიერი ტიტული გაახარებდა.

როგორ ფიქრობთ, იბრძოლებს "იუნაიტედი" ლიგის თასისთვის?

ზუსტად ვერ ვიტყვი თუ რაზე გააკეთებს ვან გაალი აქცენტს, შეეცადოს ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას თუ დაუთმოს მთელი ყურადღება პრემიერ-ლიგას. მას ხომ დიდი მისია აკისრია - "იუნაიტედის" ვერ შესვლა ოთხეულში კლუბისთვის დიდ ზარალს ნიშნავს. ამიტომ ვფიქრობ ძირითად აქცენტს მაინც პრემიერ-ლიგაზე გააკეთებს და არ დახარჯავს დიდ ძალებს სათასო ტიტულებზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ვცდებოდე, ეს ხომ ვან გაალია, მას უმაღლესი მიზნები ამოძრავებს.

რას უკავშირდება თქვენი "მანჩესტერული" იმედგაცრუება?

ბევრი იმედგაცრუება განმიცდია "მანჩესტერთან" ერთად, მაგრამ ალბათ როგორც ყველა თუ არა, ფენების უმრავლესობისთვის გადაუტანელია "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ დამარცხება. ასევე ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და მომენტი რომელმაც სახტად დამტოვა, იყო სერ ალექსის წასვლა მთავარი მწვრთვნელის პოსტიდან.

"უელბეკის წასვლას,  ერნანდესის წასვლა მირჩევნია"


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?

"მილანის" სტადიონზე იყო ეს შეხვედრა 2-3 მოვიგეთ. პოლმა გაიტანა და რუნიმ დუბლი გაიფორმა.

როგორ მოხვდით redarmy.ge-ზე?

საიტის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, მირჩია საიტზე შემოსვლა და დარეგისტრირება. ასევე მეორე მეგობრისგან მოგვიანებით შევიტყვე კონკურენტი საიტის შესახებ, მაგრამ სიტუაცია აქეთ უფრო მომეწონა და საბოლოოდ აქ დარეგისტრირება გადავწყვიტე.

უსურვეთ რამე საიტს.

"რედარმის" წარმატებას ვუსურვებ, მინდა უფრო მეტი მომხმარებელი შეიძინოს და უფრო წარმატებული გახდეს.

კარლო თევზაძის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

P.S. მომხმარებელბეთან ინტერვიუს ჩაწერა საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით დროებით შეწყვეტილია.
სიახლეები, ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 აგვისტო 2014 08:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ინტერვიუებს მხოლოდ სეზონის დაწყებამდე ჩავწერდით. ამით ამოიწურა...

კარლოს კი მადლობა, რომ ასეთი აქტიურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
26 აგვისტო 2014 08:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
კარგი ინტერვიუაა.. გეთანხმები ველბეკზე აბსოლიტურაად... ჩიჩარიტოო ალბათ ზედმეტია გუნდში... დენის გაშვება იქნება უდიდესი შეცდომაა
0
№3
ავტორი: chaobi
26 აგვისტო 2014 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
getanxmebi welbeck dzaan magari igrokia ai chicham moikochla
0
№4
ავტორი: Best 7
26 აგვისტო 2014 09:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Chicha jobia uelbeks ori tavit!
0
№5
ავტორი: Manchester_M
26 აგვისტო 2014 10:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
კარლოს კი მადლობა, რომ ასეთი აქტიურია


პირიქით დიდი მადლობა რომ არ დამტოვე ამ პროექტის მიღმა და მეც მივიღე მონაწილეობა fellow

მოხარული ვარ რომ მოგეწონათ !!

ზოგი გაიზიარებს ჩემ აზრს ზოგი არა, გემოვნების საკითხია მაგრამ მთავარი მაინც ვან გაალი გადაწყვეტილება რომელს დატოვებს გუნდში და ვის გაუშებს !!!!
0
№6
ავტორი: chudikone
26 აგვისტო 2014 10:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან საინტერესო იყო, სულ ვკითხულობ ხოლმე კარლოს კომენტარებს, ვალენსიას თაობაზე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც კაი ტიპია :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Manchester_M
26 აგვისტო 2014 10:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
chudikone,
გაიხარე, ვალენსიას არც მე ვაღმერთებ, მაგრამ იმის ფონზე რომ ნორმალური აქამდე არავინ გვყავდა ფლანგზე იანგის ნანის 10 იანის პოზიციაზე მოთამაშე კაგავას დაყენებას ისევ ვალენსია იდგეს მირჩევნია :)
0
№8
ავტორი: Di Mariaa
26 აგვისტო 2014 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
https://www.facebook.com/pages/Angel-Di-Maria/693018054084564?ref=hl Likeeeee <3333333333 bijebo daalaiket ra
0
№9
ავტორი: Ferguson
26 აგვისტო 2014 10:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
კაი ინტერვიუა, ველბეკს რო ტვინი ქონდეს შეუძლია ერთერთი საუკეთესო იყოს მის პოზიციაზე პრემიერ ლიგაში, მარა რას იზამ უტვინოა და, ისე ფიზიკური მომზადება და ტექნიკა ძაან კაი აქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№10
ავტორი: Manchester United 14
26 აგვისტო 2014 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Ferguson,
:დ მართლა უტვინოა თორე გადაუბურდღნის
Manchester_M,
საუკეთესო Useri ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top