თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2014, 15:58
ავტორი: DaToO_o,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 9
ვან გაალი: ''კაგავამ ჩემი ფილოსოფია არ მიიღო''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ იაპონელმა მისი ფილოსოფია არ მიიღო, რის გამოც უკმაყოფილოა.
ვან გაალი: ''კაგავამ ჩემი ფილოსოფია არ მიიღო''
ლუი ვან გაალმა ''სანდერლენდთან'' მატჩის შემდეგ განმარტა, თუ რატომ შევიდა ნახევარდაცვაში ადნან იანუზაი და არა შინჯი კაგავა. ბელგიელმა შეცვალა დარენ ფლეტჩერი 63–ე წუთზე, რადგან უჩვეულოდ მოქმედებდა იგი ნახევარდაცვაში და რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. თუმცა ვან გაალი არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რადგან განაცხადა, რომ შინჯი კაგავას არ სურს მისი ფილოსოფიის მოსმენა.

''ეს არის ნორმალური, როდესაც ჩვენ ოთხი ნახევარმცველი დაშავებული გვყავს - აცხადებს ვან გაალი მატჩის შემდეგ. - ვფიქრობ, ყველა კლუბს ასეთ სიტუაციაში ისევე გაუჭირდებოდა როგორც ჩვენ. ამიტომ მე იანუზაი მობილიზებული მყავდა ნახევარდაცვაში, რადგან, როგორც მწვრთნელი, მინდოდა გამარჯვება. ბელგიელს სჯეროდა იმის, რომ შეძლებდა კლუბის დახმარებას. ამ მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ მოედანზე გამომეყვანა იგი''.


''მე შევეცადე უფსკრულიდან ამომეყვანა კაგავა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდით, მაგრამ მან არ გაითვალისწინა ჩემი სურვილები და ჩემი სათამაშო ფილოსოფია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მისი შესაფერისი პოზიცია გახლავთ ათიანი. მაგრამ ამ პოზიციაზე ითამაშა მატამ, და მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ გვჭირდება რაღაც სხვა, ამიტომ მე ავირჩიე იანუზაი.''

''ჩემთვის საჭირო იყო დამემატებინა ცოტა ოდენი შემოქმედება. კაგავამაც ასევე იცოდა ამის გაკეთება, მაგრამ მე ადნანს ვთხოვე ეთამაშა ამ პოზიციაზე ნახევარმცველების ნაკლებობის გამო. როდესაც ის თამაშობდა ბელგიაში, მას ჰქონდა გამოცდილება მოედნის ცენტრში თამაშისა ამიტომ მე ვკითხე მას შეძლებდა თუ არა ის ამის გაკეთებას გუნდისსთვის. მე ვუთხარი მას, შენ რეზერვის სკამზე ხარ ცენტრალური ნახევარმცველის როლში. მე მინდოდა, რომ ის ამაზე ორიენტირებულიყო. მან ითამაშა იქ და ჩვენ ვხედავდით, რომ მას ყველაფერი არ გამოუვიდა, მაგრამ მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო გუნდისთვის მე არ შემიძლია მოვთხოვო მეტი''. დაასრულა ვან გაალმა.

manutd.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 აგვისტო 2014 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაგავა რო არ ჯდება ზოგადად მანჩესტერის სქემაში ეს ახალი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს მაშინ როცა გუნდში მატაა. რავიცი ჩემი აზრით უნდა გაუშვას კაგავა, დარწმუნებული ვარ დორტმუნდში დიდი დიამოვნებით მიიღებენ...
0
№2
ავტორი: DaToO_o
25 აგვისტო 2014 17:03
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
ესეც ჩემი პირველი სიახლე love


კაგავა მაგრად იჩაგრება გუნდში ჯობს რომ ან ათამაშოს ანდაც გაუშვას და დორტმუნდში წავა და იქ უფრო გაიბრწყინებს request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№3
ავტორი: Malboro463
25 აგვისტო 2014 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
დაპტაცია ვერ გაიარა ვერ შეეწყო გუნდს მარა კაგავს რომ გაუშვებ და იანგს დატოვებ ტეხავს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 აგვისტო 2014 17:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ველქამ დათო... იანუზაის ბოლო წამებზე მიღებული გადაწყვეტილება არ მომეწონა. როცა მთელი გუნდით ვუტევდით ადნანმა გადმოგდებულ ბურთს დაუმიშავებლად დაარტყა მაშინ, როცა შესაძლებელი იყო სხვაგვარი გაგრძელების მოძებნაც...

კაგაბაზე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჯობია იქ დაბრუნდეს საიდანაც მოვიდა. იქ უკეთესი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: RedTeen
25 აგვისტო 2014 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
კაგავა ძალიან იჩაგრება..

DaToO_o,
ასე გააგრძელე..
0
№6
ავტორი: Manchester_M
25 აგვისტო 2014 18:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Malboro463
დაპტაცია ვერ გაიარა ვერ შეეწყო გუნდს მარა კაგავს რომ გაუშვებ და იანგს დატოვებ ტეხავს

+1 და კლევერლის რომ ახალ კონტრაქტს დაუდებ მომატებული ხელფასით :)
0
№7
ავტორი: DaToO_o
25 აგვისტო 2014 18:55
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 47
RedTeen,
მადლობა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:-კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥
№8
ავტორი: Best 7
25 აგვისტო 2014 22:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Eg mainc ichagreba da vinmeshi gavcvalot

DaToO_o,
dageweros kide uamravi
0
№9
ავტორი: temo-scholes
26 აგვისტო 2014 04:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Kagava ar unda gavushvat chemi azrit, iseve rogorc zaha... Gaalis mosvlis shemdeg arcerts ar miscemia normaluri shansi da shecdoma iqneba mati gashveba!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top