თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2014, 12:39
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 5
EPL | Sunderland- Manchester United | MOTD Highlights
გუშინდელი მატჩის BBC-ის მიმოხილვა ონლაინში
EPL | Sunderland- Manchester United | MOTD Highlights
“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ლუის ვან გაალი, ახალი კლუბის რიგებში, ჯერაც თავის პირველ გამარჯვებას ელის.

“წითელი ეშმაკები” ამჯერად უქულოდ არ დარჩენილან, თუმცა “სანდერლენდთან” ფრე ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება.

შეხვედრა უფრო აქტიურად “შავმა კატებმა” დაიწყეს და დე ხეას კარს ენერგიულად უტევდნენ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ხუან მატამ გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ და მალევე მოახერხეს გათანაბრება. 30-ე წუთზე თავი ჯეკ როდუელმა გამოიჩინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

სანდერლენდი – მანჩესტერი 1:1

სტადიონი: სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
გოლები: 0:1 მატა (17), 1:1 როდუელი (30).
გაფრთხილებები: იანგი, ქლევერლი.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი.

შემადგენლობები

სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ოში, ვან აანჰოლტი, ვერჯინი, კატერმოლი, როდუელი (ხორდი გომესი 63), ვიკჰემი, ლარსონი, ბაკლი (ბრიდკუტი 79), ს.ფლეტჩერი (ალტიდორი 77).

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი.

მანჩესტერი: დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი (კინი 44), ჯონსი, იანგი, ქლევერლი, ფლეტჩერი (იანუზაი 63), ვალენსია, მატა, რუნი, ვან პერსი (უელბეკი 63).

მწვრთნელი: ლუის ვან გაალი.


მიმოხილვები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
25 აგვისტო 2014 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
წამება იყო რა

1:35 დან 1:50 დაკვირდით და ნახავთ ჩვენი იანგის გენიალურ თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: Ferguson
25 აგვისტო 2014 15:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
Manchester United 14,
ხო ეგ იანგი, და 4:25 ბლაკეტი, კი გუშინ კარგად ითამაშა, მარა ეს საბედისწერო შეცდომა დაუშვა ერთი, საიდანაც განვითარდა გოლი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: GeorgeBest
25 აგვისტო 2014 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სვარკა
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 აგვისტო 2014 17:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაია რო დადეთ მარა ამის მყურებელი არ ვარ. ამას ახალად ვეღარ ვნახავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Manchester_M
25 აგვისტო 2014 18:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჰალაითის ყურების სურვილიც არ მაქვს !!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top