თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2014, 10:46
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1711,
კომენტარები: 6
"არასაკმარისად კარგი"
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია.
"სანდერლენდთან" აღებული 1 ქულის შემდეგ, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდა სეზონის პირველი მატჩების კარგად ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ დი მარიას ტრანსფერი დროის საკითხია, ვან გაალს კვლავ აქვს საფიქრალი, თუ როგორ გამოასწოროს მისი გუნდის თამაშის ხარისხი.

გუშინდელ მატჩში ანგარიში ხუან მატამ გახსნა, თუმცა ჯეკ როდუელის მიერ გატანილმა გოლმა "იუნაიტედი" 1 ქულას დააკმაყოფილა და პრიემიერ ლიგის ცხრილში ახლა მეცამეტე პოზიციას იკავებს. ეს კი ამ გუნდის ყველაზე ცუდი სტარტია ბოლო 22 წლის განმავლობაში.

მიუხედავად ძალიან დიდი სატრანსფერო ღირებულებისა, "იუნაიტედში" დი მარიას სამედიცინო შემოწმებას დღეისთვის ელიან. თუმცა ვან გაალი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ძალიან სწრაფად უნდა შემოატრიალოს სიტუაცია, რადგან უკვე მეორე თამაშია მისი გუნდი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"შენ ვერ იტყვი თუ რაოდენ დიდხანს გაგრძელდება ეს. თუმცა როგორც კი მატჩს მოიგებ, თავდაჯერებულობა ავტომატურად გიბრუნდება." აცხადებს ვან გაალი. "მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ფეხბურთელები ძალიან იმედგაცრუებულები არიან, რადგან ჩვენ გვჯეროდა რომ მოგება შეგვეძლო. ჩვენ მაინც გვაქვს ერთი ქულა, თუმცა ეს "იუნაიტედისთვის" საკმარისი არ არის."

"არასაკმარისად კარგი"


ვან გაალი არ არის დარწმუნებული დი მარიას ტრანსფერზე, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის რამდენიმე თანაგუნდელმა უკვე გამოაქვეყნა მისთვის მიძღვნილი დასამშვიდობებელი ტექსტი.

"მე არაფრის თქმა შემიძლია ტრანსფერების შესახებ. თქვენ ეს უნდა გაიგოთ." აგრძელებს ვან გაალი. "როდესაც ტრანსფერი დასრულდება, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება რამის თქმა. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. როგორც კი მომენტი იქნება, კლუბი აუცილებლად გამოაცხადებს ამის შესახებ. მე ასევე მომწონს არტურო ვიდალი და ლიონელ მესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ისინი აუცილებლად მოვლენ "იუნაიტედში.""

გუშინდელ მატჩში კრის სმოლინგმა ტრავმა მიიღო, დატოვა მოედანი პირველი ტაიმის დასრულებამდე და გაზარდა ტრავმირებულთა რიცხვი რვამდე.

ვან გაალი ასევე აცხადებს, რომ 28 მილიონად შეძენილი ანდერ ერერას ტრავმა ისეთი მძიმე არ გამოდგა, რომელიც ის თავიდან ჩანდა და ესპანელი მალე შეძლებს მოედანზე გამოსვლას.

"სმოლინგს საზარდულის ტრავმა აქვს." - აგრძელებს ჰოლადნიელი. "ჩვენ ჯერ უნდა მოვიცადოთ და შემდეგ შევაფასოთ, ახლა ძალიან ადრეა. ერერასაც იგივე აწუხებს, თუმცა საქმე ასე რთულად არ არის." - დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 აგვისტო 2014 11:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცენტრი აუცილებლად გასაძლიერებელია და დი მარიაზე არ გავჩრედებით იმედია
0
№2
ავტორი: Ferguson
25 აგვისტო 2014 11:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
მოკლედ რა, გადახედეთ გუშინდელ ნახევარდაცვის ხაზს, უბრალოდ სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი, ბოლობოლო შევიდეს გიგზი და ითამაშოს, იანგს კასტილებითაც აჯობებს რა ასაკშიც არ უნდა იყოს, იმედია მალე გამოჯანმრთელდებიან ბიჭები თორე იანგი, ვალენსია, ქლევერლი ფლეთჩერის იმედზე იქნა ლივერპული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: Best 7
25 აგვისტო 2014 11:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კაი ნიჩევო ეგ დასაწყისია უბრალოდ მერე უკვე დავიწყებთ მოგებებს!
0
№4
ავტორი: manutd---10
25 აგვისტო 2014 12:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ლიონელ მესი????? არც კი იფიქრო მქ სიმულიანტის მოყვანა თორე მიგანპაღურებთ აქედან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და არც ახსენო ვაფშე ეგ მსახიობი!!!!!!!!!!!!!1
0
№5
ავტორი: RojoDiablo
25 აგვისტო 2014 12:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აუ სმოლინგიც დაიმტვრა. "იურსენალი" ვართ რა. რა ამბავია ამდენი ტრავმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: VaRdo
25 აგვისტო 2014 16:19
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
manutd---10,

ისე ხო მორბის რასამბობ wink ვიდალი მოიყვანოს და ეგააა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top