როგორც უკვე ცნობილი გახდა დი მარია მანჩესტერს 60 მილიონ ევროდ შეუერთდება, რაც ინგლისური კლუბებისთვის რეკორდული თანხაა, თუმცა "იუნაიტედისთვის" ძნელია ვინმეს შეძენა მცირე ოდენობის თანხით, რადგან ისინი წლევანდელ სეზონში ევროპულ სარბიელზე არ იასპარეზებენ.
დი მარიას შეძენა ინგლისური გუნდებიდან არა მარტო "იუნაიტედს" არამედ მათ მოსისხლე მტერს - "სიტისაც" სურდა, თანაც უკვე დიდი ხანია. მათ შეთავაზება გაუკეთეს "მადრიდის რეალს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თუმცა DailyMail_ის თქმით ფეხბურთელმა იუარა "სიტიში" გადასვლა. იგივე განმეორდა ამ სატრანსფერო ფანჯრის დროსაც, "ქალაქელები" ისევ გაწბილებულები დარჩნენ, ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არგენტინელს მყარად აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში "სიტის" გადაწყვეტილი ჰქონდა შელეოდა ალვარო ნეგრედოს, რადგან სხვანაირად ისინი ვერ მოახერხებდნენ არგენტინელის შეძენას ფიფას სასჯელის გამო, თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და "ქალაქელებსაც" არაფერი გამოუვიდათ.