არტურო ვიდალი შესანიშნავი ვარიანტია წითლებისთვის, თუმცა მისი ყიდვა ძალიან ძნელი საქმე აღმოჩნდა. "იუვენტუსი" არ დათმობს ადვილად ჩილელს, თუმცა "წითლები" უკან დახევას არ აპირებენ და ამჯერად უფრო "გემრიელ" შეთავაზებით მიმართეს "ბებერ ქალბატონებს".
"მანჩესტერელები" 27 წლის ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა ფულთან ერთად "იუვენტუსში" ერთ-ერთი "მანჩესტერელიც" გაემგზავრება. აქამდე ტრანსფერში ნანის ჩართვას ვარაუდობდნენ, თუმცა ის უკვე გადავიდა "სპორტინგში" არენდის წესით, ამიტომ ახლა ყველაზე რეალური ჩიჩარიტოს წასვლაა.
დი მარიას ტრანსფერი სავარაუდოდ უკვე დასრულებულია და ალბათ ამას სულ მალე გვაუწყებს "მანჩესტერის" ოფიციალური საიტი, ასე რომ ვან გაალს თამამად შეუძლია უკვე გადაერთოს სხვა ტრანსფერების გაკეთებაზე.
წყარო: Goal.Com
სიახლეები, ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.