თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2014, 17:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2360,
კომენტარები: 12
ნევილი ჟურნალისტის ამპლუით "კარინგტონზე" ვან გაალთან სასაუბროდ დაბრუნდა
გარი ნევილი: "კარინგტონის" დატოვებისას ვიგრძენი, რომ ის სერ ალექსისა და სერ მატ ბასბის დატოვებული ტრადიციების ერთგული იქნება."
ნევილი ჟურნალისტის ამპლუით
ლუი ვან გაალს ჩემთან საუბრის ბოლო 45 წუთში თვალები უბრწყინავდა, რადგან თემა მისი 1995 წლის "აიაქსზე" ჩამოვარდა. 19 წლის მოგებული ჩემპიონთა ლიგის გახსენების შემდეგ ლუის სახეზე მკაცრი გამომეტყველება გაქრა.

ის ედგარ დევიდსზე და კლარენს ზეედორფზე მესაუბრა, მომიყვა როგორ მოქმედებდნენ მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთი გუნდივით. მე მისი გონება ფეხბურთის სამოთხეში დავაბრუნე: ახალგაზრდა მოთამაშეები, მისი ფილოსოფია. "ჩემპიონთა ლიგის ფინალში 17 წლის ბიჭებით ვითამაშე," შემახსენა მან. "ამის შემდეგ არ მითხრა, რომ ახალგაზრდებს ფეხბუთის თამაში არ შეუძლიათ. როცა მწვრთნელის ფილოსოფიას ერგები, მოედანზე ბევრის გაკეთება შეგიძლია. ამ დღეს. ზეედორფიც 17 წლის იყო. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. პატრიკ კლუივერტი 18 წლის იყო, მან გოლიც გაიტანა." გამარჯვების გოლი "მილანთან".

ჩვენი შეხვედრის პირველი 20 წუთი მისი ქადაგებით მიმდინარეობდა, რომელსაც ყურადღებით ვუსმენდი. გონებაში ხუთი მიზანი მქონდა, ხუთი მიზნით დავბრუნდი სავარჯიშო მოედანზე, რომელზეც 2 წელიწადია არ ვყოფილვარ. 1. მომესმინა შესანიშნავი მწვრთნელისთვის. 2. მეკითხა, რა აღმოაჩინა მან განსაკუთრებული "მანჩესტერ იუნაიტედში" გასული ხუთი კვირის განმავლობაში. 3. მეკითხა, რა ჰქონდა სათქმელი ფანებისთვის, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკით იმედგაცრუებულნი არიან. 4. მესაუბრა დიდ ტაქტიკურ ცვლილებაზე 3-5-2. და ბოლოს, 5. გამეგო რა ამბიციები აქვს მას ახალ კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებული 3 წლის განმავლობაში.

და აი მე აქ ვარ, ჩემი რვეულით და კითხვებით, მივდივარ გრძელი მაგიდისკენ, სადაც ლუი ვან გაალი ზის. მისი გამოხედვა თავიდანვე დამაჯერებელია.

არაფორმალური საუბრის შემდეგ მას ვთხოვე, გველაპარაკა უფრო სტრუქტურულად, ჟურნალისტური გზით: "საუბარი? მეტი საუბარი აღარ იქნება. ძალიან ბევრი საქმე მაქვს," თქვა მან. ჩემს ყურებს ვერ ვუჯერებდი. მაგრამ მალევე დაამატა: "საიდუმლოებები არ მაქვს, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მკითხოთ რაც გსურთ. საათ ნახევარი ვფიქრობ საკმარისი დროა."
შეკითხვების დასმა ჯერ არ დამიწყია, მაგრამ მის გავლენას უკვე ვგრძნობ. ხელები მაგიდაზე დააწყო და მითხრა: "თქვენთვის რვეული მაქვს. ამას ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვაჩვენებ. აქ ჩვენი სათამაშო სისტემაა აღწერილი."
ის მიწვევს. უნდა რვეულს დავხედო და სისტემაში გავერკვე.
"თქვენ გინდათ, რომ მე?"
"დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ ხომ შეგიძლიათ ამის გაკეთება? თუ არა? თქვენ ალბათ ცოტა მორცხვი ხართ"

მისი ოფისი საათნახევრის შემდეგ გამოფიტულმა დავტოვე. 30 წლის განმავლობაში პირველად დამიძახეს სიტყვა "მორცხვი". მაგრამ ამ სიტყვის თქმას მალევე მოყვა შთამბეჭდავი საუბარი მის საფეხბურთო ფილოსოფიასა და მიზნებზე, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა დაფუძნებული. მას სამი თვე სჭირდება ვადად, რომ მოთამაშეებმა ახალი სისტემით შეძლონ თამაში.

ყველა კარგი მწვრთნელი ურყევი და თავდაჯერებულია თავის ფილოსოფიაში. ვან გაალიც ასეა. გასულ სეზონში ვაღიარე, რომ "იუნაიტედზე" ძალიან ვღელავდი განცდილი კატასტროფის შემდეგ. ვფიქრობდი, რა გზით წავიდოდა კლუბი. მოიესის წასვლის შემდეგ ნათელი იყო, რომ კლუბს უცხოელი სპეციალისტი გაწვრთნიდა. ვხედავდი რა ხდებოდა სხვა კლუბებში, სადაც ახალი მწვრთნელები მიდიოდნენ, თავიანთ კულტურას არგებდნენ გუნდს, სამ თვეში კი კლუბიდან აგდებდნენ. საბედნიეროდ, "კარინგტონის" დატოვებისას ვიგრძენი, რომ სერ ალექს ფერგიუსონის და სერ მატ ბასბის დატოვებული ტრადიციების ერთგული იქნება. არ ვამბობ, რომ ეს 25 წლის განმავლობაში გაგრშელდება, მაგრამ ლუი იგივე პრინციპებით იმოქმედებს.

ის მარწმუნებდა: "ჩემი გუნდი სეზონის განმავლობაში განვითარდება. ეს ეჭვგარეშეა, ფეხბურთელები თამაშს გააუმჯობესებენ."
ჩვენ ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექით, შუქი არ ენთო. "სინათლე გინდათ? ხომ იცით სადაცაა ჩამრთველი," გაიხუმრა მან. "თქვენ უკვე მწვრთნელი ხართ..."

საქმეზე გადავედით, პირდაპირ ვუთხარი, რომ ფანებს ტრანსფერები სურთ. "ეს თემა ჩემს შტაბთან უნდა განვიხილო და არა თქვენთან." მანაც პირდაპირ მომიჭრა. მაგრამ ცოტა დაამატა: "მწვრთნელმა ისეთი ფეხბურთელი უნდა იყიდო, რომელიც შენს კლუბს გააუმჯობესებს. ამიტომ ვიყიდე მარკოს როხო. მას "იუნაიტედში" თამაში შეუძლია, თანაც ორ პოზიციაზე. ის ჩვენთვის კარგი შენაძენია. ჩვენ ალბათ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელბს ვიყიდით, შეიძლება ასე მოხდეს."

ნევილი ჟურნალისტის ამპლუით "კარინგტონზე" ვან გაალთან სასაუბროდ დაბრუნდა


"ვფიქრობ, უსამართლობა იქნება კლუბში მოვიდე და ფეხბურთელები გავყარო. მე მათ სამართლიან შანსს ვაძლევ."
იმისთვის, რომ ვან გაალს გაუგო, უნდა გესმოდეს, რომ მისი მთავარი მიზანი მოთამაშეებში იდეის სწორად დანერგვაა. "კარინგტონის" კორიდორში ტაილერ ბლაკეტს წავაწყდი, ის კომპიუტერთან იჯდა და "სუონსისთან" დაშვებულ საკუთარ შეცდომებს უყურებდა.

როგორც ინგლისის ნაკრების წარმომადგენელი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისელი ფეხბურთელების განვითარებისთვის შესანიშნავი ადგილია.

"ვფიქრობ, ტაილერმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "სუონსის" წინააღმდეგ. ბურთს უკან ზედმეტად სწრაფად აწოდებდა, ეს კარგი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ამ შეცდომას გამოასწორებს."

"თავიდან მწვრთნელებს ბევრი ინფორმაციის გაცემა გვიწევს, ზედმეტად ბევრისაც. მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ მანჩესტერის აეროპორტში პირველად მიდიხართ. არ იცით სად არის ტერმინალი, თქვენი რეისი, საით უნდა წავიდე. თქვენ (მე მომმართავს) ეს ყველაფერი იცით. თქვენ ყველანაირი ინფორმაცია გაქვთ აქაურობაზე. ასეთი სიტუაციაა ფეხბურთელებთან. მე მათ საკმარისად არ ვიცნობ. სწირედ ასეთ მომენტში ვარ ახლა და ეს მარტივი არ არის."

"მათ ხშირად ვესაუბრები, რადგან აუცილებელია ვიცოდე, რას ფიქრობენ. მე მათ კითხვებს ვუსვამ, ისინი კი მპასუხობენ. ამას რაიან გიგზიც და ჩემი დანარჩენი ასისტენტებით აკეთებენ. რაიანი ოპონენტის ანალიზს აკეთებს, ალბერტი ტაქტიკის დალაგებაში მეხმარება. მე ყოველთვის ჩემს ასისტენტებთან ერთად ვმოქმედებ."

ნევილი ჟურნალისტის ამპლუით "კარინგტონზე" ვან გაალთან სასაუბროდ დაბრუნდა


"სუონსისთან" დავმარცხდით, მაგრამ გუნდი განვითარდება. ეს რთული იქნება, მაგრამ შედეგს მივაღწევთ.
"მეთოდი არ შეიცვლება, თამაშს ფეხბურთელების გუნდური თამაშით ვაფასებ. ყოველთვის ასე ვაკეთებდი. ვაკონტროლებ როგორია კომუნიკაცია ფეხბურთელებს შორის მატჩისას, როგორ ფარავენ ზონებს შეთანხმებულად და ასე შემდეგ. მატჩის სწორი შეფასება არის მთავარი გზა გასავითარებლად."

"ახალი ფილოსოფიის მორგება ფეხბურთელების დონეზეა დამოკიდებული" - აგრძელებს ლუი "ჯადოქარი არ ვარ. ეს მათზეა დამოკიდებული. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელები, რომლებიც მარტივად აუღებენ ალღოს ტაქტიკურ ცვლილებებს. ამას მე ფეხბურთელების გასაგონად ვამბობ."

მან ახალგაზრდა ფეხბურთელებით განაგრძნო საუბარი: "როცა ხედავ, რომ ახალგაზრდა ფეხბუთელს ნიჭი აქვს, პოზიციურია და ფიზიკურად კარგ ფორმაშია, რწმუნდები, რომ სამუშაოს შესრულება შეუძლია. ალბათ კარგი თვალები მაქვს, რადგან ასეთი ნიჭი ბევრ მოთამაშეში დამინახია. მხოლოდ გამოცდილ ფეხბუთელებს ვერ ვენდობი, რადგან ჩემი სისტემისთვის ახალგაზრდა მოთამაშეებიც აუცილებელია.

მინდა ჩემი ფეხბურთელები ჩემს ფილოსოფიაში გაერკვნენ. ვიცი რომელ ფეხბურთელებს აქვთ ამის უნარი. თუ მოთამაშეებს შანსს არ მისცემ, გუნდი არ აიწყობა. შეგიძლიათ გაიხსენოთ: ხავის, ინიესტას, მოტას, პუიოლს ახალგაზრდობაში საკმარის შანსს ვაძლევდი. ასევე "ბაიერნში" მიულერს, კროოსს, ალაბას. ისინი ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამასობენ. მართლაც კარგი თვალი მქონია, არა?"

ნევილი ჟურნალისტის ამპლუით "კარინგტონზე" ვან გაალთან სასაუბროდ დაბრუნდა


ლუის ვკითხე დაესახელებინა საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც გაუწვრთნია. "ხავი და ინიესტა. ალბათ უფრო ხავი"

მან სამომავლო მიზნებზე გააგრძელა საუბარი: "თავიდანვე ვთქვი, არც ისე ხმამაღლა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ამისთვის დრო გვჭირდება. ახალი გუნდის აშენებაა საჭირო და ეს ერთ დღეში არ მოხდება. ჩემი გუნდები თავიდან არც ისე კარგები იყვნენ. მე მოიესის და ფერგიუსონის სტილისგან განსხვავებულად ვმოქმედებ და მოთამაშეებისთვის თავიდან ეს რთულია."

მას ვკითხე, ახალ ტაქტიკად რატომ აირჩია მაინც და მაინც 3-5-3? "იმიტომ, რომ ასე თავს უკეთ დავიცავთ. სივრცეები უფრო მარივად დაიცვება ამ ტაქტიკით. ფეხბურთელებს შორის მანძილი 15 მეტრზე ნაკლებია, კომუნიკაცია და სივრცეების ათვისებაც უფრო მარტივი ხდება. სამი მცველით თამაში სარისკოა, მაგრამ შეტევისთვის მეტი შესაძლებლობა გვაქვს."
"თავიდან ტრადიციული 4-4-2 სისტემით თამაში მთხოვეს, ისე როგორც ეს "ბაიერნში" იყო, მაგრამ უარი ვთქვი. იქ გომესი, ოლიჩი და კლოზე მყავდნენ, ამიტომ ორი თვის შემდეგ რობენი დავიმატე. 4-3-3-ის გამოყენება დავიწყე"

"პირველივე შეხვედრაზე გესაუბრეთ და გითხარით ვინ ვარ. ამ კლუბში ჩემი ფილოსოფიის გამო მომიყვანეს და ვფიქრობ მხარსაც დამიჭერენ." - ის მართლაც იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა - "აქ ჩემი თავისთვის არ ვარ, აქ კლუბისთვის ვარ. გუნდის გასავითარებლად დრო მჭირდება. კარგი იქნებოდა, პირველ მატში ვან პერსისთან ერთად მეთამაშა. მას მოუწევს ფორმაში შესვა, რომ ითამაშოს."

ვან გაალი თვლის, რომ მან ძალიან ბევრი ისწავლა "აიაქსში", "ბარსელონაში", "ბაიერნში" და ჰოლანდიის ნაკრებში. "ახლა მეტი ვიცი, ვიდრე "აიაქსში" ყოფნისას. 39 წლის ვიყავი და ეს ჩემი პირველი დიდი კლუბი იყო. 1995-ში მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ. არასოდეს ვამბობდი, რომ საუკეთესო მწვრთნელი ვიყავი. ვამბობდი, რომ საუკეთესო კლუბი ვიყავით მსოფლიოში.
ეს მართალი იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. გერმანიაში, ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. ეს ფაქტია. ამას ხალხის გასაგონად ვამბობ."

რას დატოვებს ის კლუბში წასვლის შემდეგ? "მყარ საფუძველს. ძალიან მყარ საფუძველსა და ფართო არჩევანს."
მაგრამ პრემიერ ლიგა? პრემიერ ლიგის თასს?
"რა თქმა უნდა." - მომიგო ტრადიციული გამოხედვით.

წყარო: telegraph.co.uk
თარგმნა ჯუბო ბერიძიშვილმა
სტატიები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
23 აგვისტო 2014 17:48
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დიდი ხანია სტატიის თარგმნით ასე არ მისიამოვნია და მიხალისია. დიდია, მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ :))
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: LVG
23 აგვისტო 2014 18:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
საღოლ ძალიან საინტერესო იყო, მეც ძალიან ვისიამოვნე!
0
№3
ავტორი: Juan Mata
23 აგვისტო 2014 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
მართლაც ძალიან პირდაპირია და იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა. love
0
№4
ავტორი: dachi_mu
23 აგვისტო 2014 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magaria dzmaa sagol avtor,eseti statiebi magariaa
0
№5
ავტორი: GeorgianDevil
23 აგვისტო 2014 20:02
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ავტორ მადლობა,ზუსტად ახლა ვაპირებდი თარგმნას და აქ დავინახე,სტატიაა ძაან კაია,ყველამ წაიკითხეთ ! ლუი მაგარი კაცია love
0
№6
ავტორი: GeorgeBest
23 აგვისტო 2014 21:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარინგტონის" კორიდორში ტაილერ ბლაკეტს წავაწყდი, ის კომპიუტერთან იჯდა და "სუონსისთან" დაშვებულ საკუთარ შეცდომებს უყურებდა.


იმედია აღარ გაიმეორებს
0
№7
ავტორი: manutd-14
23 აგვისტო 2014 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
dzalian didi simovnbea mivige amis wakitxvit da ufro momeca imedi ro unitedi taisas miagwevs :)
0
№8
ავტორი: Lev
23 აგვისტო 2014 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ლუი მოიყვანე დი მარია smoke და მერე მოარგე და ნახავ შედეგს)))))))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: Best 7
24 აგვისტო 2014 00:05
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Lui van geniali car martla
0
№10
ავტორი: temo-scholes
24 აგვისტო 2014 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Chveni rigit mesame diadi mwvrtneli: ser mat basbisa da ser alex fergiusonis shemdeg...!
Meotxe gigzi iqneba...:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top