როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, დენი უელბეკმა ,,ოლდ ტრაფორდის'' დატოვების სურვილი გამოთქვა. მიზეზი კი რეგულარული თამაშის სურვილი სახელდება. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ,,არსენალი'' და ,,ტოტენჰემი'' იჩენენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვან გაალი კარგი შეთავაზების შემთხვევაში უელბეკის შეკავებას არ აპირებს და მის გასაშვებად მზადაა. კლუბს ინგლისელის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტის მიღება სურს. The Evening Standard ირწმუნება, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი გუნდში შექმნილი ვითარება. მათი ცნობით, მიუხედავად უელბეკის არც თუ ისე კარგი შედეგიანობისა კლუბში, ის უკვე იმ ასაკშია, რომ იმსახურებდეს უკეთესს შანსს. დენის სურს ძირითად შემადგენლობაში თამაში. "იუნაიტედი" უელბეკის გაშვებას შედარებით სუსტ კლუბში ეცდება, რათა რომელიმე კონკურენტი კლუბი არ გააძლიერონ. წყარო: Manutd.ru