როგორც Sky Sports იტყობინება, ,,ქუინზ პარკ რეინჯერსის'' დამრიგებელს ჰარი რედნაპს უილფრიდის არენდით აყვანა სურს. რედნაპმა ინფორმაციაა არ უარყო და აღიარა, რომ ინგლისელის შეძენით მართლაცაა დაინტერესებული.
კარგად მოგეხსენებათ, რომ სერ ალექსის ბოლო შენაძენი რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მოხდენას ,,ოლდ ტრაფორდზე'' ვერ ახერხებს. ფეხბურთელი ვან გალის გეგმებში მართლაც არ შედის და მისი ,,ქუინზ პარკშიც'' გადასვლაც დიდად სავარაუდოა.