"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს დი მარიას გადმობირება და უკვე ოფიციალურადაც მიმართეს "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობას.
მიუხედავად საკმაოდ კარგი შეთავაზებისა რომელიც შეადგენდა 48 მილიონ ევროს, "მადრიდელები" არ აპირებენ დი მარიას გაშვებას მათ უშუალო კონკურენტ გუნდში.
"რეალის" ხელმძღვანელობამ დაბლოკა არგენტინელის ტრანსფერი "ბარსელონაში" და ახლა ერთადერთი გამოსავალიღა დარჩა - "პსჟ" ან "მანჩესტერი". მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები ფაქტიურად გამოეთიშნენ დი მარიასთვის ბრძოლას მათ მაინც რჩებათ რაღაც შანსი 26 წლის არგენტინელის გაფორმების.
აქვე სქაისპორტის ცნობით: ესპანური ცნობების მიხედვით, ანხელ დი მარია გამოტოვებს მეორე მატჩს, ესპანეთის სუპერ თასის დაპირისპირებაში "ატლეტიკო მადრიდის" წინააღმდეგ. არგენტინელ ნახევარმცველს უნდა სანტიაგო ბერნაბეუს დატოვება და მისი გადაყვანა სურს "მანჩესტერ იუნაიტედს"