IBtimes-ის ცნობით, ლუი ვან გაალი მოხიბლულია ადნან იანუზაის თამაშით და იმისათვის, რომ მის განვითარებას და სათამაშო პრაქტიკას საფრთხე არ შეექმნას, მზად არის მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო მისცეს და ამასთან ერთად უარი თქვას ანხელ დი მარიას ტრანსფერზე, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ უფრო შეამცირებს ახალგაზრდა ტალანტის სათამაშო დროს.
მიუხედავად ამისა, გამოცემის მტკიცებით ვან გაალმა მთავარი აქცენტი სემი ხედირაზე გადაიტანა, რომელსაც შეუძლია შეავსოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის ის შავი ხვრელი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში არტურო ვიდალი მოიაზრებოდა, რომლიs შესაძლო ტრანსფერიც ჩიხში შევიდა, რისი ერთ-ერთი მიზეზი მისი ტრამვაც იყო.
შეგახსენებთ, რომ სემი ხედირასთვის ასევე იბრძვის ლონდონის "არსენალი", რომელთათვისაც "რეალის" საყრდენის მნიშნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც "არსენალის" კაპიტანმა მიგელ არტეტამ გახსნით თამაშში ტრამვა მიიღო.