22 წლის მცველს "იუნაიტედთან" კიდევ ორ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს ის ვან გაალის სამომავლო გეგმების ნაწილია და მას სურს კლუბმა დიდი ხნით შეინარჩუნოს ის.
The Daily Mail_ის ცნობით "მანჩესტერელები" აპირებენ ჯონსისთვის ახალი, 5 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას, რომლის თანახმადაც ინგლისელი ცენტრალური მცველი კვირაში 75 ათას ფუნტს მიიღებს. მოგეხსენებათ ამ დრომდე ჯონსი კლუბისაგან 50 ათას ფუნტს იღებდა კვირაში.
სავარაუდოდ კლუბი არ იჩქარებს კონტრაქტის შესახებ ინფორმაციის გახმაურებას მალევე, თუმცა მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.