The Telegraph-მა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელ ნახევარმცველს, მარუან ფელაინის ტერფის ტრავმა აქვს, რაც საკმაოდ სერიოზულია.
პრესაში დღეს გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახული თუ როგორ ტოვებს მარუანი მანჩესტერის საავადმყოფოს ყავარჯნების დახმარებით. მარუანს მარცხენა ფეხზე სპეციალური დამცავი თაბაშირი აქვს გაკეთებული.
წყაროს ცნობით, ვან გაალმა ფელაინის გასაგებად აცნობა, რომ იგი ჰოლანდიელის გეგმებში არ შედიოდა, რის გამოც მისი გაყიდვა იყო გადაწყვეტილი.
ბელგიელით იტალიური "ნაპოლი" ინტერესდებოდა, მაგრამ ვარჯიშზე მიღებული ასეთი ტრავმის ფონზე ნებისმიერი მოლაპარაკება უშედეგო ჩანს.