გლეიზერები არსად წასვლას არ აპირებენ.
გლეიზერების ოჯახი "იუნაიტედის" გაყიდვას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ აპირებს.
მაისში გლეიზერთა ოჯახის თავის, მალკოლმ გლეიზერის გარდაცვალებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციების 5 %-ის საფონდო ბირჟაზე გატანის შემდეგ ითვლებოდა, რომ გლეიზერები მალევე გაყიდდნენ კლუბს.
უკანასკნელ პერიოდში "იუნაიტედმა" ბრწყინვალე კომერციულ წარმატებებს მიაღწია და რამდენიმე დიდებული კონტრაქტი გააფორმა - მაგ. Chevrolet-სა და Adidas-თან. თუმცა კლუბის სპორტული შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს.
"იუნაიტედის" შედეგების წყალობით გულშემატკივრებს შორის კვლავ გაჩნდა ანტიგლეიზერული სურვილები და ტვიტერზე 1000-ზე მეტჯერ დაიწერა უკვე თეგი - # Glazersout. გარდა ამისა, გულშემატკივარი კვლავ გეგმავს ანტიგლეიზერული აქციის გამართვას მომდევნო საშინაო შეხვედრაში, 14 სექტემბერს, რომელსაც "იუნაიტედი" "ქპრ"-ს წინააღმდეგ გამართავს.
Forbes-ის თანახმად, "იუნაიტედის" ფასი 1.8 მილიარდი ფუნტია - ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე გლეიზერებს 9 წლის წინ მოუხდათ გადახდა.
თუმცა The Guardian-ის თანახმად, გლეიზერები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ აპირებენ კლუბის გაყიდვას. წყაროს თანახმად გლეიზერებს სურთ კლუბი რთული მდგომარეობიდან ამოიყვანონ, რადგან საფეხბრთო შედეგები პირდაპირ გავლენას ახდენს კომერციულ წარმატებაზე.
fapl.ru