თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2014, 19:36
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2273,
კომენტარები: 8
რუნის მოქმედება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ
როგორ მოქმედებს უეინ რუნი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ
რუნის მოქმედება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ
მოგეხსენებათ, ,,მანჩესტერმა'' წინასასეზონო ტურნე უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მათ მათ ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩიდან 6 მოგებაა.

ხუან მატა, დენი უელბეკი, ანდერ ერერა და უეინ რუნი – ამ ფეხბურთელებმა ტურნე მაღალ დონეზე ჩაატარეს, აჩვენეს შესანიშნავი ფეხბურთი ყველა ჩატარებულ თამაშში და გულშემატკივარიც დიდი იმედებით ელოდა პირველ ოფიციალურ მატჩს.

თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა მომხდარიყო და ,,იუნაიტედს'' დაგეგმილი 3 ქულა უნდა აეღო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ,,იუნაიტედი'' დამარცხდა, ნაჩვენებმა ფეხბურთმა კი ყველას გასული სეზონი გაახსენა.

,,ვალენსიასთან'' მატჩის შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ გუნდის ახალი კაპიტანი უეინ რუნი გახდებოდა.

,,სუონსისთან'' მატჩში ფორვარდმა 6 ჯერ დაარტყა, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიერ ლიგაში.

ერთხელ საჯარიმო დარტყმული ხარიხას მოხვდა, სამი კი კარში წავიდა. ყველაფერი ნათლად ამტკიცებს იმას, რომ ინგლისელმა მექსიკელ ხავიერ ერნანდესზე გაცილებით უკეთ ითამაშა, მექსიკელმა პირველ ტაიმში საერთოდ ვერ შეძლო კარში დარტყმა.

რუნის მოქმედება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ


მატჩში უფრო მეტი მან თავდამსხმელის უკან ითამაშა, ესპანელმა მატამ მატჩი აშკარად ჩააგდო და რუნისაც უფრო უკან და ღრმად უწევდა ჩამოსვლა ბურთის მისაღებად.

ინგლისელის გადაცემების სიზუსტე 78% შეადგენდა. სურათზე რუნის მიერ გაკეთებული გადაცემები შეგიძლიათ იხილოთ.

რუნის მოქმედება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ


რუნი გულმოდგინედ მუშაობდა და ბევრს ცდილობდა, გოლის გატანაც კი შეძლო. მაგრამ ,,იუნაიტედის'' გულშემატკივარი კაპიტნისგან უფრო ბევრს ელის და რუნისთვის ეს გასაგებია.

,,ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული ვარ'' - განუცხადა რუნიმ MUTV - ს

ექსტრა კლასის ფეხბურთელმა, 90 წუთის განმავლობაში აუცილებლად უნდა შექმნას როგორც მინიმუმ გოლის გატანის 3 მომენტი. ახალ სეზონში ეს რუნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

თავდასხმაში ის ნანის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა. ლუი ვან გალმა 4–3–3 სქემით განაგრძო თამაში, მაგრამ რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა ამან ვერ შეძლო. მართალია, გუნდმა შეძლო გოლის გატანა და ეს რუნიმ მოახერხა, მაგრამ თამაშის დიდი დროის განმავლობაში, ის საიმედოდ იყო დაცული ეშლი უილიამსის მიერ. გოლის გარდა რუნიმ მხოლოდ ერთი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხა.

რუნის მოქმედება ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ


წაგება სახლში მათ მხოლოდ ავალდებულებს შემდეგი თამაშის აუცილებელ მოგებას.

,,მანჩესტერი'' ,,სანდერლენდს'' ესტუმრება და გამარჯვებაც აუცილებელი ხდება, რადგან ,,სიტიმ'', ,,არსენალმა'', ,,ლივერპულმა'' და ,,ჩელსიმ'' თავისი თამაშები მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ვან გაალის შეგირდებს არაფრით არ ესიამოვნებათ კონკურენტებისგან 6 ქულით ჩამორჩენა.

რუნი კვლავ გაუძღვება თანაგუნდელებს, ვან პერსის დაბრუნება კი მას საქმეს გაუადვილებს და შეძლებს როგორც საგოლე გადაცემების გაკეთებას, ასევე გოლების გატანასაც.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 აგვისტო 2014 19:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატასგან უფრო მეტს ველი. წელს დიდი იმედი მაქვს რო რუნი გახდება ბომბარდირი
0
№2
ავტორი: kOsTiA
20 აგვისტო 2014 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ვიცი სანდერლედთან მოვიგებთ..! ახლა წაუგებელი სერიით თუ დავიბრუნებთ სახელს.
0
№3
ავტორი: Manchester United 14
20 აგვისტო 2014 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
kOsTiA,
გილოცავ დაბრუნებას
რუნი უნდა გახდეს ბომბარდირი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: TOSHIBA
20 აგვისტო 2014 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
წინ ვან პერსი სჭირდება რუნის, რათა მისი გადაცემები დააგვირგვინოს. ჩიჩარიტოს ბურთი თუ არ მიუტანე საჯარიმოში თვითონ ვერაფერს აკეთებს. ჯობია გაუშვან და ზამენაზე ველბეკი-უილსონი დავსვათ. უილსონიც გაართმევს სუსტ გუნდებთან თამაშს და მომავალი სეზონიდან უკვე ძლიერი ფორვარდი იქნება
0
№5
ავტორი: AkkRed
20 აგვისტო 2014 23:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mgoni sanderlends gavanadgurebt kviras
0
№6
ავტორი: Best 7
21 აგვისტო 2014 02:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Wels runi unda gaxdes bombardiri!
0
№7
ავტორი: Manchester_M
21 აგვისტო 2014 08:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი სტატია იყო ყოჩაღ ავტორ !!!!!!! ვან პერსის დაბრუნება ძან გაგვაძლიერებს ჩიჩარიტოს თუ გაუშვებენ და მის ადგილს ვილსონს დააკავებინებენ ცუდი ნამდვილად არ იქნება ;)
0
№8
ავტორი: vano17
21 აგვისტო 2014 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
სუონსთან მატჩის შემდეგ 2016წლის გაზაფხულამდე რუნია N1 მსოფლიოში და რაც მეტი მით უკეთესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top