მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა საფეხბურთო მოედანზე, ესპანელები მოედნის მიღმა ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ხუან მატა, ანდერ ერერა და დავიდ დე ხეა ერთმანეთის მეგობრები გახდნენ. მათ სამშაბათს ერთად ისადილეს Hale Village-ში. ესპანელების ტრიოდან სამივე ძირითად შემადგენლობაში გაამწესა ლუი ვან გაალმა "სუონსისთან" მატჩში, რომელიც "წითლებმა" 1-2 დათმეს.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც პაპარაცებმა "სამ ამიგოს" გადაუღეს.