,,ფლაგზე ორი საქმის ერთად გაკეთება, ძალზედ რთულია, ძნელია წახვიდე შეტევაში და მოასწრო დაცვაში დაბრუნება. მე ძალიან მომწონს ლუი ვან გალი, როგორც პიროვნება და როგორც სპეციალისტი. მაგრამ ვთვლი რომ ლუი წარმატებას მაშინ მიაღწევს, თუ თავის სქემაში ვინგერებს ჩართავს'' - აცხადებს მორგანი Manchester evening news - თან.
,,არ ვიცი, ვის შეძენას აპირებს ლუი, მაგრამ მსურს, რომ ვინგერებით თამაშის ტრადიცია შენარჩუნებული იყოს. ჩვენ ადნან იანუზაი უკვე გვყავს, ასეთივე მოთამაშე გვჭირდება მეორე ფლანგზე. ადნანი ძალზედ კარგია და მეტოქისათვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია. ის ,,იუნაიტედის'' ნათელი მომავალია''