მაიკლ ოუენი აცხადებს, რომ დაბალი აქტივობა სატრანსფერო ფანჯარაზე ,,იუნაიტედს'' ძვირად დაუჯდება
,,კლუბები ფეხბურთელებს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იფორმებენ, რადგანაც ამ დროს ფეხბურთელების შეძენა უფრო იაფად ხდება. ,,იუნაიტედის'' შემთხვევაში ეს ძნელად შესასრულებელი იყო, რადგანაც ვან გალი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ახლა კლუბები ხვდებიან, რომ ,,იუნაიტედი'' არც ისე მომგებიან პოზიციაშია და მისგან ბევრ ფულს ითხოვენ'' - აცხადებს ოუენი Dailymail - თან ინტერვიუში.
,,იუნაიტედს'' ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომელიც გუნდს სწრაფად გააძლიერებენ. ჩვენ ევროპულ ტურნირებს გამოვეთიშეთ, ამიტომ გრძელი სკამი არ გვჭირდება. საჭიროა 3–4 ახალი ფეხბურთელი, რომელიც პირდაპირ ძირითადში ითამაშებდა'' – დაასრულა ინგლისელმა