მოგეხსენებათ, პრესაში ხშირად დადიოდა ხმები იმის თაობაზე, რომ ,,წითელ ეშმაკებს'' გერმანელის შეძენა სურდათ. მაგრამ შემდეგ მიულერმა ,,ბაიერნთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი მომავალი საბოლოოდ გაირკვა. დღეს კი თომას მიულერი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ,,იუნაიტედი'' მართლაც ცდილობდა მის შეძენას.
,,რა თმა უნდა ვიცოდი, რომ ისინი ჩემით იყვნენ დაინტერესებულნი. ,,მანჩესტერში'' ბევრი ფულის გამომუშავება შემეძლო. მათ გარდა სხვა ევროპული კლუბებიც მთავაზობდნენ ასტრონომიულ თანხებს. მაგრამ ,,ბაიერნიდან'' წასვლის საკითხი არასდროს არ დამდგარა, რადგანაც ის ჩემი კლუბია და აქ ყოფნას კიდევ დიდხანს ვაპირებ''