იამაიკელმა სპრინტერმა და ,,წითელი ეშმაკების'' ერთგულმა გულშემატკივარმა უსეინ ბოლტმა საყვარელ კლუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ,,იუნაიტედს'' დაცვაში პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.
,,დაცვაში კარგი თამაში გვმართებს. ყველასთვის ნათელია, რომ პრობლემები გვაქს და მის აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. ცუდი დასაწყისი გამოგვივიდა, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. ვფიქრობ, შემდეგ თამაშებში დაცვაში თამაში დალაგდება და ,,იუანაიტედიც'' დაიწყებს გამარჯვებებს''