თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2014, 20:41
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2534,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1–2 "სუონსი" (მიმოხილვა)
BBC–ის მიმოხილვა
პრემიერლიგის 2014/2015 წლების სეზონის პირველი სათამაშო დღე “ოლდ ტრაფორდზე” დაიწყო. ლუი ვან გაალის მიერ დამოძღვრილი "მანჩესტერი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, სრული კრახით დასრულდა.

მატჩი აბსოლუტურად თანაბრად მიმდინარეობდა. მეკარეებს ბევრი საქმე არ ჰქონიათ და ფაქტობრივად, ყველა სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. ანგარიში 28-ე წუთზე კიმ გახსნა. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “ეშმაკები” გააქტიურდნენ, რასაც მალევე გატანილი გოლი მოყვა. მატას კუთხურის შემდგომ რუნიმ ეფექტური გოლი გაიტანა და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სწრაფი გოლის მიუხედავად, მასპინძლების თამაშში არაფერი არ შეცვლილა და მეორე ტაიმშიც ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა გუნდი. “სუონსი” კი თავის შანსს ელოდებოდა, რაც მიიღო კიდეც და 72-ე წუთზე უელსურ კლუბში დაბრუნდებულმა სიგურდსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა 1:2.

მანჩესტერ იუნაიტედი – სუონსი 1:2 (0:1)

სტადიონი: მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: 0:1 კი (28), 1:1 რუნი (53), 1:2 სიგურდსონი (73).
გაფრთხილებები: ბლეკეტი, იანგი – დაიერი, ტეილორი, შელვი, კი.
მსაჯი: მაიკლ დინი.

შემადგენლობები

მანჩესტერი: დე ხეა, ბლეკეტი, სმოლინგი, ჯონსი, ლინგარდი (იანუზაი 24), ფლეტჩერი, ერერა (ფელაინი 67), მატა, იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 46).

მწვრთვნელი: ლუის ვან გაალი.

სუონსი: ფაბიანსი, უილიამსი, ამატი, რანხელი, ტეილორი (ტიენდალი 53), კი, შელვი, დაიერი (მონტერო 67), რუტლიჯი, სიგურდსონი, ბონი (გომისი 77).

მწვრთვნელი: გარი მონკი.
მიმოხილვები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top