თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2014, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1506,
კომენტარები: 10
"ეს იუნაიტედია, კაპიტანი კი "წითელი ეშმაკია".
ინტერვიუ გიორგი ღვინიაშვილთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქართული მხარდამჭერი საიტი, redarmy.ge აგრძელებს ყოველკვირეულ ინტერვიუს თავის მომხმარებელთან. დღევანდელი სამშაბათის რესპოდენტი საიტის ყოფილი ადმინისტრატორი და ამჟამინდელი VIP, გიორგი ღვინიაშვილი (Beckham 7) გახლავთ.


გამარჯობა გიორგი. გაგვეცანით თუ შეიძლება.

გამარჯობა. მე ვარ გიორგი ღვინიაშვილი, 16 წლის. ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. მიტაცებს სპორტი და "მანჩესტერს" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ.

რატომ გახდით "იუნაიტედის" გულშემატკივარი?

ძნელია ვთქვა თუ რატომ გავხდი "იუნაიტედის" გულშემატკივარი. ამის უამრავი მიზეზი არსებობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მამაჩემი გახლავთ. სწორედ მან შემაყვარა ფეხბურთი და "მანჩესტერ იუნაიტედი". ამის შემდეგ დავიწყე "წითელი ეშმაკების" შეხვედრების ყურება და ძნელია ყურადღების გარეშე დატოვო სქოულზი, გიგზი, ნევილი და სერ ალექსი.

გიორგიმ პირად საუბარში განგვიცხადა, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან მისი საყვარელი მოთამაშე " მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ფორვარდი, უეინ რუნია. მაგრამ მისი ნიკი კლუბის ყოფილ წევრს, დევიდ ბექჰემს უკავშირდება.

თქვენი ფავორიტების სია ანგლომანობითაა გამოწვეული?

საყვარელი ფეხბურთელები ქვეყნების მიხედვით არ მყავს დანაწილებული. ეს ორი ფეხბურთელი "იუნაიტედის" ლეგენდაა და ორივე თავისებურებებით გამოირჩევიან. რუნი მუდამ ლიდერია და მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ წარმოუდგენლად დიდია. ბექჰემი კი საოცარი ფეხბურთელია, მისი პასი და დარტყმა საოცრად ზუსტია. თუმცა, ამ ყველაფერზე წინ მის სიყვარულს დავაყენებ "იუნაიტედისადმი". სწორედ ამ მიზეზების გამო არიან რუნი და ბექჰემი ჩემი ფავორიტები.

რუნის წიგნში, "ათი წელი პრემიერ-ლიგაში" კარგად ჩანს მისი სიყვარული ფეხბურთისადმი და "მანჩესტერ იუნაიტედისადმი", მაგრამ მან ორჯერ ისურვა წასვლა კლუბიდან.

თქვენ როგორ ხსნით ამ ფაქტს?

არამგონია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ რუნის "მანჩესტერი" ძალიან უყვარს. გავიხსენებ იმ მომენტს, როდესაც უეინი ძალიან ახლოს იყო "ჩელსიში" გადასვლასთან. თუმცა, ყველაფერი მალე გაირკვა და ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც ეწერა, რომ "იუნაიტედი" აუცილებლად შეიძენდა ახალ ფეხბურთელებს. ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ რუნის ღალატი არ სურდა. საბოლოოდ ამ კონტრაქტმა ხელმძღვანელობა დააფიქრა და ზაფხულში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა.

გადაწყდა დიდი დავის საკითხი, თუ ვინ იქნებოდა ახალი კაპიტანი. "მანჩესტერ იუნაიტედს" კაპიტნის სამკლაურით უეინ რუნი გაიყვანს.

რა განსაკუთრებულობა დევს რუნიში.

რუნი განსაკუთრებული ადამიანია. ყველას გვახსოვს ახალგაზრდა უეინი, რომელიც ხისტი და ყველაფერზე წამსვლელი იყო. არ ერიდებოდა კონფლიქტს თუნდაც რონალდუსთან. თუმცა, ასაკის მომატებასთან ერთად "დაღვინდა". გახდა ისეთი, ვინც იმსახურებს კაპიტნის სამკლაურის ტარებას. იგი მუდამ კლუბის ლიდერი იყო, გასაჭირში თამაშობდა ჩამშლელად და ხშირად ცენტრალურ მცველებს ეხმარებოდა. ამოჰქონდა ბურთი ცენტრიდან, რაც მისი მოვალეობა სრულებით არ იყო. ამ მიზეზების გამო ვფიქრობ ღირსია წინ წაუძღვეს "იუნაიტედს" ახალი გამარჯვებებისაკენ.

რუნის პირველი ოფიციალური შეხვედრა კაპიტნის რანგში გარდა წარუმატებელი შედეგისა, რუნისთვის არც თუ სასიამოვნო სიტყვებით დასრულდა. "სუონსის" გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდი" შემდეგი სიტყვებით შეამკო: "ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია".

მსგავსი ფაქტი რუნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეარყევს?

ეს იუნაიტედია, კაპიტანი კი "წითელი ეშმაკია". ამ სიტყვებს ვიტყვი მე, რადგან უკვე ვთქვი, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერია. მისი სიყვარული კლუბისადმი კი განუზომლად დიდია.

რადგან "სუონსის" შევეხეთ, წაგებული შეხვედრაც განვიხილოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი სასტარტო შეხვედრა წააგო. ეს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც გასულ სეზონში საშინელი შედეგების მქონე დევიდ მოიესმა 1-4 გასვლაზე დაამარცხა.

კარგ სტარტს და ცუდ ფინიშს, ცუდი სტარტი და კარგი ფინიში სჯობს. რამდენად გჯერათ წარმატების?

თუ საკუთარ თავს "იუნაიტედის" ფანს ეძახი, ამ კლუბის აუცილებლად უნდა გჯეროდეს. შეიძლება სტარტი არ გამოგვივიდა ისეთი კარგი, როგორსაც ველოდით, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და "იუნაიტედი" კვლავ დაუბრუნდება დიდებას.

აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირდა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ლუი ვან გაალის პირველი ანტირეკორდი კლუბში. "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად დამარცხდა პრემიერ-ლიგის პირველი ტურის იმ შეხვედრაში, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" მართავდა.

როგორ ფიქრობთ, ვან გაალი შეცდა სატრანსფერო პოლიტიკაში?

ვერ ვიტვყი, რომ ვან გაალი ტრანსფერებში შეცდა, თუმცა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. კლუბმა აუცილებლად უნდა შეიძინოს 2 მცველი და მსოფლიო დონის ნახევარმხველი, რომელიც ერერასთან შეწყვილდება. ამასთან ერთად, ვფიქრობ საჭიროა კლუბის გაწმენდა ისეთი ფეხბურთელებისგან, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით დარბიან სტადიონზე. გუნდი უნდა გახდეს უფრო სწრაფი და აგრესიული.

ახლოს გავიცნოთ გიორგი ღვინიაშვილი.

გიორგი, თქვენ საიტის ყოფილი ადმინისტრატორი ხართ. მოგვიყევით რა მოხდა.

სამწუხაროდ ვიყავი და აღარ ვარ. ეს პერიოდი დაახლოებით 1 წლის წინ იყო. 2014 წლიდან საიტზე აქტიურობა შევწყვიტე, ვერ გეტყვით რა არის ამის მიზეზი, ამაზე პასუხი თავადაც არ ვიცი. თუმცა ხშირად ვსტუმრობ საიტს და ვკითხულობ სიახლეებს, ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საიტის მწერლებსა და ადმინისტრაციას.

თქვენი ინტერესები და მისწრაფებები ახლოს გაგვაცანით.


ზუსტად არ ვიცი თუ რა პროფესიას ავირჩევ მომავალში, თუმცა ეს სავარაუდოდ ჟურნალისტიკა იქნება. ამჟამად სკოლის მოსწავლე ვარ და პირველი მიზანი ატესტატის აღებაა (იცინის) საბოლოო კი "ოლდ ტრაფორდზე" წასვლა.

ღვინიაშვილის ოჯახის წევრები, გიორგის მსგავსად "წითელი ეშმაკები" არიან.

როგორი ვითარებაა სახლში, როცა მატჩს უყურებთ?

სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ, რომ ყველამ ვუყუროთ მატჩს. ხშირად ჩემ ძმასთან ერთადაც ვერ ვუყურებ. სიმართლე გითხრათ არც მიყვარს მასთან ერთად მატჩის ყურება, რადგან ბევრს ლაპარაკობს და ხელს მიშლის (იცინის).



წაგების შემთხვევაში ვინ ირგებს გამახნევებელის როლს?

წაგების შემთხვევაში ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი გამოსწორდება. სამწუხაროდ ამის თქმა წინა სეზონში ხშირად მიწევდა. თუმცა, მჯერა, რომ ამ სიტყვებს ტყუილად არ ვიძახდი და ამ სეზონში აუცილებლად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას.

გიორგი 2005 წლის შემდეგ კომპიუტერულო თამაშის, fifa-ს აქტიური მომხმარებელია. მამასთან ერთად ხშირად თამაშობს და ხშირადაც მარცხდება.


რა გუნდებით და რა ტაქტიკით ეპაექრებით ერთმანეთს.

fifa-ს 2005 წლიდან ვთამაშობ და საკმაოდ წარმატებულადაც. ხშირად ვცვლით გუნდებს მე და მამაჩემი, თუმცა გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის "იუნაიტედს" ვირჩევ. ძირითადად დაცვითი თამაში მიზიდავს და ვცდილობ გოლი არ გავუშვა, მაგრამ მერწმუნეთ ეს მამაჩემთან ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც "ბაიერნს" ირჩევს.

გიორგის წარმატებები ვუსურვოთ სასკოლო ცხოვრებაში და "იუნაიტედს" დავუბრუნდეთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის მეორე ტურში "სინათლის სტადიონზე" "სანდერლენდს" ესტუმრება.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს შემდეგი ტურისგან?

შემდეგი ტური საკმაოდ საინტერესო იქნება, რადგან აქ უნდა დამტკიცდეს "იუნაიტედის" ძლიერება. "სანდერლენდთან გამარჯვება კლუბს თავდაჯერებულობას შეჰმატებს და დიდი გამარჯვების დასაწყისიც იქნება. ველოდები დაცვის უკეთ თამაშს, იმედია ამჯერად კარგად დაკეტავენ ზონებს. არ შემიძლია არ გამოვარჩიო ფილ ჯონსი, რომელიც მალე მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება.

როგორ ფიქრობთ, ლუი ვან გაალი ტაქტიკას ხომ არ შეცვლის.

ვფიქრობ ტაქტიკის ხშირად ცვლა კლუბისთვის კარგი არ არის. რადგან ეს ტაქტიკა აირჩია ვან გაალმა, მჯერა, რომ საჭიროა. მითუმეტეს ამ სქემით ვთამაშობ მენეჯერს (იცინის). 3 მცველით თამაში საკმაოდ სარისკოა, რადგან ზონები ხშირად თავისუფალი რჩება. სწორედ ამიტომ საჭიროა მცველის დამატება. ვფიქრობ, პერსი და რუნი ერთმანეთს კარგად გაუგებენ და ფორვარდების საუკეთესო დუეტს შექმნიან. ამ ტაქტიკით შანსი ეძლევა ხუან მატას, რომელიც ერერასთან ერთად მოამარაგებს თავდამსხმელებსა და ფლანგის ფეხბურთელებს. საკმაოდ საინტერესო სქემაა, თუმცა ჯერ კიდევ დასახვეწია.

რა თქმა უნდა გიორგის ტრადიციული კითხვებითაც მივმართეთ.

რას უკავშირდება თქვენი არასასიამოვნო "მანჩესტერული" მოგონება?

ყველაზე ცუდი მოგონება ჩემპიონთა ლიგის ფინალებია, სადაც უშანსოდ ვაგებდით "ბარსელონასთან". მჯეროდა, რომ აუცილებლად შევძლებდით თასის აწევას, თუმცა ამაოდ. ამიტომ ეს ფინალები ყოველთვის დარჩება ჩემს გულში არასასიამოვნო მოგონებად.

როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევათ "იუნაიტედის" ახალგზარდებს (ბლეკეტი, მ. კინი, უ. კინი, ლინგარდი), დაიმკვიდრებენ ისინი ადგილს?


ძალიან არ მომწონს იუნაიტედის მომავალი თაობა, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ უკეთესი ახალგაზრდები გვყოლია. ისინი სავარაუდოდ პრემიერ-ლიგის კლუბებს შეუერთდებიან და საშუალო დონის მოთამაშეებად დარჩებიან, თუმცა არიან გამორჩეულებიც. რომელთაც მართლაც შეუძლიათ ისტორიის დაწერა.

"ეს იუნაიტედია, კაპიტანი კი "წითელი ეშმაკია".


გახსოვთ ფოტოზე ასახული შეხვედრის ანგარიში?

ეს მატჩი "ცისფერების" სტადიონზე 2-3 მოვიგეთ, 2 გოლი რუნის ანგარიშზეა, გამარჯვების ჯარიმა კი ვან პერსიმ შეასრულა.

საუბარი ტრადიციისამებრ საიტის შესახებ კითხვით დავასრულეთ.

ადმინისტრატორის როლში გიორგი ქონიაშვილის ყოფნა როგორ მოგწონთ?

ვფიქრობ, ეს ადამიანი დიდ პატივისცემას იმსახურებს, იგი საუკეთესო ადმინისტრატორია. შექმნა ბრწყინვალე საიტი, სადაც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.



რამდენად ართმევს თავს redarmy.ge თავისზე დაკისრებულ მოვალეობას.

"რედარმი" საუკეთესო სპორტული საიტია, ამის თქმა თამამად შემიძლია. ოპერატიულად იდება სიახლეები და რაც მთავარია გრამატიკულად გამართულია. ვფიქრობ "რედარმის" შეუძლია კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, თუმცა ამისთვის დიდი შრომაა საჭირო.

უსურვეთ რამე საიტს

"რედარმის" წარმატებას ვუსურვებ, მინდა უფრო მეტი მომხმარებელი შეიძინოს და უფრო წარმატებული გახდეს.

გიორგი ღვინიაშვილის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ

P.S. შემდეგი შეიძლება იყოთ თქვენ.
სიახლეები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აგვისტო 2014 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი სტატია გამოვიდა როგორც ყოველთვის.

ისე მამას როგორ ვერ უგებ ბიჭო wink
0
№2
ავტორი: chudikone
19 აგვისტო 2014 09:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი მოწაფე love ბევრ რამეშ ემთხვევა ჩვენი აზრები და გემოვნება, კარგად მიდიხარ love პროსტა ცოტა გააქტიურდი აქ angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Manchester_M
19 აგვისტო 2014 09:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი და საინტერესო გამოვიდა !!!!!

ციტატა: ვახო ( G G M U)
ისე მამას როგორ ვერ უგებ ბიჭო

+1 wink
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 აგვისტო 2014 10:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამყიდველებს სიცოცხლე

გიორგი, თქვენ საიტის ყოფილი ადმინისტრატორი ხართ. მოგვიყევით რა მოხდა


derpstare areyoukiddingme cerealguy

მე ვიცი ამის პროფესია, გაყიდვების მენეჯერი გამოვა
0
№5
ავტორი: Beckham 7
19 აგვისტო 2014 10:55
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ციტატა: ვახო ( G G M U)
ისე მამას როგორ ვერ უგებ ბიჭო

ჩამო გათამაშებ და მიხვდები მიზეზს ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: Mufc7
19 აგვისტო 2014 11:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როგორც ყოველთვის საინტერესო კითხვები და პასუხები love ველოდებოდი ამ რესპოდენტის ინტერვიუს love ღვინო gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Manchester United 14
19 აგვისტო 2014 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სღ კარგია და საინტერესო
userebs artmevt intervius
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: RedTeen
19 აგვისტო 2014 12:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
კარგია გიორგი.. წარმატებები..

Manchester United 14,
კიი თვის ბოლოს იუზერებს ართმევს ინტერვიუს...
0
№9
ავტორი: Best 7
19 აგვისტო 2014 13:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Rogorc yoveltvis
0
№10
ავტორი: RioManIa
19 აგვისტო 2014 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ძალიან კარგი ინტერვიუა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top