თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2014, 01:25
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2024,
კომენტარები: 12
იანუზაი: მცირე ზეწოლას ვგრძნობ
"სუონსითან" მატჩის შემდეგ, იანუზაიმ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს.
იანუზაი: მცირე ზეწოლას ვგრძნობ
"სუონსითან" მატჩის შემდეგ, ადნან იანუზაიმ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს. ადნანის თქმით, მისთვის დიდი პატივია 11 ნომრიანი მაისურის მიღება, რომელიც გასული 20 წლის განმავლობაში ლეგენდარულ რაიან გიგზს ეკუთვნოდა.

"ეს დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ნომერი მე მერგო. რა თქმა უნდა ვგრძნობ მცირე ზეწოლას, რადგან ჩემამდე ეს ნომერი ეკუთვნოდა ლეგენდას, რომელმაც ამ კლუბში 20 წელზე მეტი გაატარა. თუმცა მე ძალიან კმაყოფილი ვარ."

შაბათს გამართულ მატჩში, ადნან იანუზაი დაგეგმილზე ადრე გამოვიდა მოედანზე ჯესი ლინგარდის ტრავმის გამო. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის სათამაშოდ ბოლომდე მზად.

"მე ჯერ კიდევ არ მყოფნის ფიზიკური ძალა, თუმცა ყველაფერი მალე დალაგდება. ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ მალე ჩავდგე სასურველ ფიზიკურ კონდიციებში. რა თქმა უნდა ამ თამაშმა ყველას გაგვიცრუა იმედები. ჩვენ შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ვერ შევძელით გოლის გატანა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ სეზონის პირველი მატჩია. ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას. უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი, ისინი ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ამისთვის მადლიერები ვართ."

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RedTeen
18 აგვისტო 2014 01:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ზეწოლა თვისთავად იქნება.. რთულია ლეგენდის ფორმის ტარება...
0
№2
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2014 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
სტერლინგი ჯობია ამას
0
№3
18 აგვისტო 2014 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
Malboro463,
სტერლინგი რამდენი წლისაა ძმა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№4
ავტორი: AkkRed
18 აგვისტო 2014 02:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Am kacis imedi maq dzaan mtavaria peresma ar agvaxios
0
№5
ავტორი: chestersa
18 აგვისტო 2014 02:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ბაბუ ბების მაბუ,
ორივე 19 წლისაა ძმა ;)

Malboro463,
აი ნახავ ადნანი ბევრად უკეთესი იქნება მომავალში ვიდრე სტერლინგი!
0
№6
ავტორი: chudikone
18 აგვისტო 2014 08:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მხოლოდ ეს როა ახალგაზრდა მოედანზე დიდ ზეწოლას იგრძნობს და ლოურენსებთან და უილსონებთან უფრო ლაღად ითამაშებს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2014 09:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს დიდი სტიმული უფროა
0
№8
ავტორი: Best 7
18 აგვისტო 2014 13:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ratqmaunda zewola tavistavad iqneba
0
№9
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2014 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ბაბუ ბების მაბუ,
ორივე ერთი ასაკისა.
chestersa,
ვნახოთ სტერლინგი რომ უფრო კარგ ფეხბრუთს აჩვენებს ეს აშკარა
0
№10
ავტორი: LizarD
18 აგვისტო 2014 13:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Malboro463,
სტერლინგს მინიმუმ 1 სეზონის ძირითადის გამოცდილება აქვს, ეს კიდე არ თამაშობს მაგდენს, რაჰიმს ორჯერ მეტი აქვს ნათამაშები და თან ერთ-ერთი ლიდერია გუნდის და იანუზაიამდე მანჩესტერში ბევრი შემტევია ვისაც ბევრად მეტი ავტორიტეტი აქვს.
chudikone,
გეთანხმები, ლინგარდი ადნანზე ნაკლები არაა და ჩემი აზრით იანგს ბევრად ჯობს თუ ითამაშა 1-2 თამაში შეეჩვევა ყველაფერს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top