ცნობილი ინგლისური გამოცემა Sky-ს თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს მოლაპარაკებებს როხოს თაობაზე და შეეცდება ახალგაზრდა მცველი უახლოეს დღეებში შეიძინოს.
"იუნაიტედი" არ აპირებს შეთავაზებული თანხის გაზრდას. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერი" როხოსთვის 16 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.
რაც შეეხება "სპორტინგს" ისინი იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას თუ "იუნაიტედის" ერთ-ერთი ფეხბურთელი არენდით პორტუგალიაში წავა.
წყაროს თანახმად როხოს არ სურს კარიერის "სპორტინგში" გაგრძელება. როგორც მოგეხსენებათ როხომ პორტუგალიის ლიგის მატჩიც გამოტოვა, რადგანაც ვარჯიშზე მისვლაზე უარი განაცხადა.
ამგვარად როხოს გადაბარგება ოლდ ტრაფორდზე სულ უფრო და უფრო ახლოვდება და შესაძლოა ეს ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდეს.