ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოში უდაოდ საუკეთესო ჩემპიონატმა სახელწოდებით "პრემიერ ლიგამ" სტარტი აიღო. დღეს და გუშინ უკვე გაიმართა მატჩების უმრავლესობა, ერთადერთი რომელი 2 გუნდიც ჯერ არ გვიხილავს ლონდონის "ჩელსი" და "ბარნლი" არიან, სხვა დანარჩენმა გუნდებმა უკვე გახსნეს სეზონი. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, რომ ყველა გუნდმა დაწყებული ფავორიტებით დამთავრებული აუთსაიდერებით საკმაოდ მძიმეთ დაიწყეს და ეს თამაშის სტილზეც აისახებოდა. ბევრი წუნი, უმისამართო გადაცემები, შეუთამაშებლობა და არც თუ ისე მაღალი ტემპი. ეს ის ჩამონათვალია, რაც პირველმა ტურმა გვაჩვენა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და გუნდები ნელა_ნელა საკუთარი ფორმის მაქსიმუმს მალე მიაღწევენ. პრემიერ ლიგის განახლებასთან ერთად განახლდება ჩვენ საიტზე ნომინაცია "ტურის საუკეთესო". სადაც ყოველი ტურის შემდეგ გამოვავლენთ ბევრ საინტერსო რამეს. იქნება ტურის იმედგაცრუება, მოულოდნელობა, ტურის საუკეთესო გოლი და ა.შ. ეს პროექტი აქამდეც იყო ჩვენ საიტზე დანერგილი, მაგრამ ხშირად ვეღარ იდებოდა გარკვეული მიზეზების გამო. ასე და ამგვარად "ტურის" საუკეთესო" განახლდა და შფასება თქვენთვის მომინდია.
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" მატჩი
"ლივერპული" 2:1 "საუთჰემპტონი
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გუნდი
"მანჩესტერ სიტი"
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" ფეხბურთელი
სტერლინგი 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გოლი
უეინ რუნი
ნომინაცია "ტურის ყველაზე სწრაფი" გოლი
Cattermole L. 5' წუთი
ნომინაცია "ტურის საუკეთესო მწვრთვნელი"
Monk G
ნომინაცია "ტურის იმედგაცრუება"
"მანჩესტერ იუნაიტედი"
განახლდა ჩემპიონატი და პირველივე ტურში დაფიქსირდა პატარა სასწაული. საკუთარ არენაზე ლუის ვან გაალის შეგირდება ვერ მაოხერხეს "სუონსის" ბარიერის გადალახვა და 1:2_იც დამარცხდნენ. ვინც შეხვედრას უყურა, დარწმუნდება რომ ამ ნომინაციაში სწორედ "იუნაიტედი" უნდა იყოს და არა სხვა რომელიმე გუნდი. სამწუხაროდ ვერა და ვერ დაძლია ამ გუნდმა ის კრიზისი, რაც ჯერ კიდევ წინა სეზონიდა მოსდევს. პირველი შეხვედრა და პირველი მარცხი. რისი ან ვისი ბრალია? ამაზე საუბარი შორს წაგვიყვან,ს ფაქტი ერთია – ფავორიტებიდან ერთადერთი "იუნაიტედმა" გაანიავა საჭირო ქულები რისი წყალობითაც გრაფაში 0 იწონებს თავს.
ტურის მოულოდნელობა
სუონსი
პირველი ტურის სენსაციის მთავარი შემოქმედი სწორედ ეს გუნდია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთელი ისტორიის მანძილზე უელსელებს "იუნაიტედი" არასოდეს არ ჰყავდათ დამარცხებული, მაგრამ ეს სტატისტიკა დროებითი ყოფილა და გუშინ მათ ეს დაგვანახეს. ცალკე აღნიშვნის თემაა ისიც, რომ გუნდმა ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ბევრი ლიდერიც გამოაკლდა, მაგრამ მათ პირველივე შეხვედრაში შეძლეს და არც მეტი არც ნაკლები "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ოცნების თეატრში 0 ქულით დატოვეს. ასე და ამგავრად პირველი ტურის მოულოდნელი სტუმარიც ნაცნობია. ეს "სუონსია"!
ტურის საუკეთესო კადრი
სურათზე ასახულია 91'_ე წუთზე არსებული სიტუაცია როდესაც არონ რემსიმ ( მეტსახელად მკვლელმა ) საკუთარ გუნდს ბოლო წუთებზე 3 ქულა მოუტანა. რეჟისორებმა კი ეს ყველაფერი ორიგინალრუად შემოგვთავაზეს. გახარებული ემირაითი და არსენალის ფეხბურთელები.
კადრები მოედნის მიღმა
P.S. თურამეს დაამატებდით ამ სიახლეში ან შეცვლიდით დაწერეთ კომენტარებში და გავითვალისწინებ. შევეცდები უფრო საინტერესო გავხადო. შემდეგი ტურიდან კი "საინტერესო ფაქტებიც" დაემატება!