მანჩესტერი მზად არის, ახალი კონტრაქტი შესთავაზოს 25 წლის ტომ ქლევერლის, რომელმაც ავადმყოფობის გამო გამოტოვა სეზონის გახსნითი მატჩი.
მიუხედავად იმისა , რომ ტომ ქლევერლიმ გასული სეზონი ჩააგდო და არც წლევანდელ წინასამატჩო ტურნეზე იყო ბრწყინვალე, ვან გაალი მზად არის ტომი კლუბში დატოვოს .
არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ლივერპულის "ევერტონი" აქტიურად ცდილობს ქლევერლის გადაბირებას. მათ შეთავაზება უკვე გააკეთეს, სატრანსფერო თანხა 10 მილიონია .
ევერტონელთა მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი შედგეს , თუმცა თავად ფეხბურთელს კლუბში დარჩენა და იმის დამტკიცება სურს , რომ იგი იმსახურებს შანსს და ადგილს ძირითად შემადგენლობაში, ვან გაალს კი არასდროს დაუსახელებია ტომი "წამსვლელთა სიაში" .
თუმცა ერერას დამატება და კიდევ ერთი ნახევარმცველის ძიება, ამ ყველაფერს აბსურდულს ხდის. ამას ემატება ფლეტჩერის"ვიცე კაპიტნად დანიშვნა, რაც ნიშნავს იმას რომ, "ვან გაალი" მას ენდობა
წყარო:
DailyMail.Co.Uk