თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 16:40
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2112,
კომენტარები: 7
"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა
გუშინელ მატჩში გასული გოლების გარჩევა
გუშინ პრემიერ-ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლდ ტრაფორდზე "სუონსი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1-2 დამარცხდა. გთავაზობთ ამ მატჩში გასული გოლების გარჩევას.

28-ე წუთი. კი.

ამ გოლის დროს "სუონსი" დიდ ხნის განმავლობაში თავის ნახევარზე ფლობდა ბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ დრო იმისათვის, რომ სწორად შეერჩიათ პოზიცია "იუნაიტედის" მცველებს ნამდვილად ჰქონდათ.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


როგორც უკვე აღინიშნა, მცველები პრესინგს მიმართავენ ამიტომ ტეილერ ბლეკეტმა გაჰყვა მის მოთამაშეს და გაათავისუფლა მარცხენა ფლანგი, რომელიც სმოლინგს უნდა დაეკავა.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


სწორედ ამ ზონაში შერბის სიგურდსონი და იღებს გადაცემას დაიერისგან. აღსანიშნავია, რომ ბლეკეტმა, რომელსაც სიგურდსონი ჰყავდა ჩაბარებული დატოვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ფეხბურთელი და დაიერის პასის ჩასაჭრელად წავიდა. ასე, რომ 1 პასით იანგიც და ბლეკეტიც მოტყუებულნი იყვნენ.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


ფლანგზე ასეთი ჩავარდნის შემდეგ დასახმარებლად სმოლინგი და ხვდება ფეხბურთელს, რომელიც ბურთთანაა, თუმცა ამ დროს გოლის ავტორი კი არის სრულიად თავისუფალი ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ ჩნდება კითხვა სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ერერა და ფლეტჩერი.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


72_ე წუთი. სიგურდსონი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მსაჯმა ჯარიმა "იუნაიტედის" კარის მიმართულებით დანიშნა და ბლეკეტმა, ან გამოუცდელობის ან კარგი გულის გამო პირდაპირ ჩააბარა "სუონსის" ბურთი, რითაც სწრაფი შეტევის წამოწყების უფლება მიცა.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


ბურთის სწრაფად გათამაშებისას ბურთი თავისუფალ ზონაშია ხოლო სმოლინგი და ჯონსი მის უკან.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


გათამაშების შემდეგ იანგი სწრაფად ფარავს თავის ზონას.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


საბოლოოდ შეტევა ფლანგიდან ვითარდება და ამ დროს "იუნაიტედის" მცველებმა უკვე გაინაწილეს "სუონსის" შემტევები. ბლეკეტს სიგურდსონი ჰყავს აყვანილი, იანგს როუტლეჯი, ხოლო ფელაინის კი ბონი.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


ამის შემდეგ ხდება ძალიან უცნაური რამ: ბლეკეტი და იანგი ტოვებენ თავიანთ ფეხბურთელებს და პასის ჩასაჭრელად გარბიან. მხოლოდ ფელაინი აგრძელებს თავისი ფეხბურთელის აყვანას.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


როუტლეჯი თავისუფლად იღებს ბურთს, იმიტომ, რომ იანგმა მარტო დატოვა ის, აკეთებს პასს სიგურდსონზე, რომელიც ბლეკეტმა დატოვა და ეს უკანასკნელი ძალიან ახლო მანძილიდან გზავნის ბურთს კარში.

"მანჩესტერი" 1-2 "სუონსი": გოლების გარჩევა


დასკვნა: იანგი, როგორც მცველი არის ზღაპარი. შესაძლოა მან კარგად ითამაშოს ამ პოზიციაზე, თუმცა ამას დრო სჭირდება. ახლა კი მას და ბლეკეტს დიდი უსიამოვნება მოაქვთ "იუნაიტედისთვის".

დაცვის ხაზში ალბათ მხოლოდ ჯონსთან არ არის პრეტენზია. ვან გაალს და ვუდვორდს კი ბევრი სამუშაო აქვთ.
სტატიები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
17 აგვისტო 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
საღოლ ავტორ კარგი სტატია, საინტერესო წასაკითხი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 17:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლეკეტი გამოუცდელია ძაან, მაგის იმედად რო ვართ ძაან ცუდი ეგაა. იანგმა ჭამა მეორე გოლზე და ჩიტისგან საჩუქარიც მიიღო
0
№3
ავტორი: TOSHIBA
17 აგვისტო 2014 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
იანგის ბრალი იყო ეგ გოლი უდიდეს წილად. რადგან თავის ფეხბურთელს არ წაყვა და ვერც ბურთს მიწვდა. ბლეკეტს რაც შეეხება გამოცდელია, თორე ისე ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იანგი არაა იუნაიტედის დონის ფეხბურთელი
0
№4
ავტორი: Lev
17 აგვისტო 2014 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
გიორგი,
მანდ ჩიტს კი არა მფრინავ ძროხას უნდა დაეჯვა იანგის პირზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: Amerigo
17 აგვისტო 2014 19:12
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
იანგის ბრალი იყო ბლექეთს ვერაფერს დავაბრალებ :)
0
№6
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 22:31
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Iangi saswrafod unda gavyidot!
0
№7
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 13:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბლეკეტის ბრალი იყო ის რომ სწრაფად გათამაშების საშუალება მისცა ბონი თუ ვინ იყო რომ გაათამაშა ჯარიმა დრო უნდა გაეყვანა ცოტა და ფეხბურთლებიც ჩამოვიდოდნენ თავიანთ პოზიციაზე აი რა არის ბლეკეტის დანაშაული მეორე გოლში ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top