თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 19:43
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 11
,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''
გარი ნევილი უეინ რუნიზე საუბრობს
,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''
ვან გაალს ხალხის შეხედულებების უარყოფა მარტივად შეუძლია და შოკისმომგვრელ გადაწყვეტილებებზეც არ ამბობს უარს. როგორც კი ის ,,იუნაიტედის'' თავკაცად დაინიშნა, ბევრი ელოდა და დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მასსა და რუნის შორის ''მესამე მსოფლიო ომი'' დაიწყებოდა, რადგანაც ბევრს ეგონა ვან პერსის კაპიტნობა გადაწყვეტილი საქმე. მაგრამ მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახალ კაპიტნად არა ვან პერსი, არამედ უეინ რუნი დანიშნა.

,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''


ვან გაალი ხვდება, რომ კაპიტნის სამკლაური კლუბის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეს მისცა. მან კარგად იცის, რომ რუნი ყოველ მატჩში ბოლომდე დაიხარჯება და სეზონიდან სეზონამდე ბევრ გოლსაც გაიტანს.

გუნდის ფეხბურთელები ჯერ კიდევ ვან გალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. დევიდ მოიესის ერის იმედგაცრუებული თამაში ჯერ კიდევ არავის არ დავიწყებია. 2013/14 სეზონი მხოლოდ მაშინ იქნება დამარხული, თუ ,,წითელი ეშმაკები'' მასზე დროულ რეაგირებას მოახდენენ და წარმატებულ სეზონს ჩაატარებენ. რუნი უკვე თავისი კარიერის ახალ სტადიაზე იმყოფება, მას აქვს შანსი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდეს. განვლილი მისი კარიერა ყველას შეახსენებს, რომ რუნის ამისთვის ყველა თვისება გააჩნია და მან ეს დაიმსახურა.

,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''


ლიდერი პასუხისმგებლობას არამარტო თავის თავზე იღებს, არამედ სხვებსაც აიძულებს იგივე გააკეთონ. რუნი უკვე ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია პრეტენზიების გამოთქმა. ის საჭირო დროს კიდევაც აკრიტიკებს ფეხბურთელებს და თავის კრიტიკასაც ღირსეულად იღებს. მას კრიტიკა როგორც წყენის საგანი არ მიაჩნია და თანაგუნდელებისგანაც სწორედ ასეთ გაგებას მოითხოვს.

რუნი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც სამწვრთნელო შტაბის მაგიდასთან ჯდებოდა კარინგტონის სასადილოში და სერ ალექს ეხუმრებოდა: ,,ვითამაშებ ხვალ ბოსს ? '' ,,ეს შენი საქმე არ არის'' - უპასუხებდა სერ ალექსი.

სხვაგვარადაც ხდებოდა. ავტობუსში სერ ალექსთან ჯდომისას: ,,ვისთან ერთად ვითამაშებ ხვალ თავდასხმაში ?'' თითქოს მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ძირითადში აუცილებლად ითამაშებდა.

კლუბს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა, როგორიც იყვნენ ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, გიგზი, სქოულზი, მაგრამ რუნი მათგან გამოირჩეოდა. ყოველთვის უყვიროდა დაცვას ან ნახევარდაცვას, რომ უკან დახეულიყვნენ. ახლა როცა ის გუნდის კაპიტანია, თანაგუნდელები მას სხვაგვარად შეხედავენ. მისგან ისინი დახმარებას და რჩევას დაელოდებიან. ახლა სიტყვას რომელსაც ის წარმორთქვამს პრესასთან, ხშირად მთელი გუნდის შეხედულება იქნება.

როგორც კარიერის პიკზე მყოფ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' კაპიტანს, ერთი მარტივი ამოცანა აქვს: პრემიერ ლიგის ტიტულის აღმართვა. სხვა რეზულტატი მისთვის, როგორც გუნდის კაპიტანისთვის ჩაგდება იქნება.

ბევრ რამეს შეუძლია მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. მას აქვს საშუალება ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ უკვე დიდი პასუხისმგებლობით. მის წინ უდიდესი გამოწვევა დგას.

რუნი ყველა თვისებას ფლობს იმისათვის, რომ მინდორზე ყველასთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს. მწვრთნელებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა და მისი შეჩერება არ იქნება მარტივი. პარტნიორის კრიტიკიდან ათ წუთში ის ისევ მეგობარი ხდება მისთვის. რუნი არ აქცევს ყურადღებას ასაკს, რეპუტაციასა თუ გამოცდილებას.

ამიერიდან ის მუდამ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის მიერ წარმოთქმული სიტყვა გუნდს სარგებელს მოუტანს. უეინი ისეთივე კაპიტანი იქნება, როგორიც თავის დროზე სტივ ბრიუსი, როი კინი, ბრაინ რობსონი და ერიკ კანტონა იყვნენ.

,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''


რუნი გადავა დალაპარაკებებზე, როცა საქმე ისე არ წავა როგორც საჭიროა. ეს მწვრთნელების მთავარი ამოცანაა ასწავლონ ფეხბურთელებს თავიანთ გამოსვლაზე პასუხისმგებლობის აღება. ფეხბურთელებს შორის მოლაპარაკებამ შეიძლება უფრო მეტი შედეგი გამოიღოს, ვიდრე მწვრთნელის ჩარევამ.

დღეები, სადაც უბრალო მოლაპარაკებებით ყველაფერი მთავრდებოდა წავიდა. დრო სადაც საკმარისი იყო ფეხბურთელისთვის ,,ოლდ ტრაფორდზე'' მიგეთითებინდა წავიდა. კლუბს საკმაოდ მძიმე დრო უდგას.

საჭიროა, არსებული ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის გაკეთება. თამაში ,,ჩელსისთან'', ,,სიტისთან'', ,,არსენალთან'' კლუბს ოქტომბერში ელის. მხოლოდ მაშინ გაიგებს ლუი, რამდენად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს მას და რამდენად ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა.

არც ერთ გუნდს არ შეუძლია დაშორდეს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ ვიდიჩი, ევრა და ფერდინანდი და თანაც მაშინ როდესაც ერთ ცენტრალურ მცველსაც კი არ ყიდულობ. ევანსი, ჯონსი და სმოლინგი პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების შეცვლა მათ ძალზედ გაუჭირდებათ.

,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''


ევანსი, ჯონსი და სმოლინგი ხშირად ტრავმიანობენ. მცველის ყიდვა ,,იუნაიტედისთვის'' აუცილებელი ამოცანაა. აკადემიის ფეხბურთელებით გრანდებთან გასვლითი მატჩების ჩატარება უდიდეს სირთულეებს მოუტანს გუნდს.

ფეხბურთელების ფიზიკურმა ფორმამ შთაბეჭდილებების მოხდენა შეძლო. ისინი ჯერ კიდევ ახალ სათამაშო სქემას ეჩვევიან. მათ სურთ დაამტკიცონ, თუ რა შეუძლიათ. მაგრამ დაცვის ცენტრში სიმტკიცე აუცილებელია. მატს ჰუმელსი გერმანიას არ დატოვებს, ვერმაელენი კი ,,ბარსაში'' გადავიდა. აუცილებელია მოიძებნოს მცველი, რომელიც დიდ ავტორიტეტს და გამოცდილებას ფლობს.

ვან გალმა ბევრს მიაღწია იმ ფეხბურთელებთან, ვისთანაც მან იმუშავა. ის კარგ ფეხბურთელებს წვრთნიდა, საბოლოოდ კი ისინი მაღალ დონეზე აიყვანა. ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა მისი მთავარი მიზანია. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა, ,,იუნაიტედი'' ,,ჩელსისა'' და ,,სიტის'' ნახევარდაცვასთან აუცილებლად დამარცხდება. ეს ყველასთვის ნათელია. ერერა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას პარტნიორი ესაჭიროება.

დაცვა,ნახევარდაცვა და ფლანგები - ყველა ეს ზონა გამაგრებას საჭიროებს. გამიხარდება თუ ვიყიდეთ ვინგერს, რომელიც მეტ მეტ სიმწვავეს შეჰმატებს ჩვენს შეტევებს.

ვთვლი იანუზაი ვარსკვლავი გახდება. როცა ,,იუნაიტედის'' თავდასხმაზე საუბრობ, თავში მხოლოდ რუნი და ვან პერსი მოგდის აზრად. კლუბს მათი ძლიერი თამაში სჭირდება. მაგრამ გყავს რა შემადგენლობაში იანუზაი, იცი რომ ის მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

,,რუნის დრო დადგა. ის ,,იუნაიტედს'' ოთხეულში დააბრუნებს''


ეს არ არის ხმამაღალი განცხადება, ჩემს სიტყვებში დარწმუნებული ვარ. მის თამაშში მიზანდასახულობა და დიდი შესაძლებლობები შეინიშნება. მისი თვალებს თითქოს ბევრი სურთ და ამბობენ: ვერავინ შემაჩერებს ! გასულ სეზონში მან ძალზედ კარგად ითამაშა და გამიკვირდება თუ წელს უფრო ძლიერად ვერ ითამაშებს.

იანუზაის დიდი სეზონი ელის. შეუძლებელია მისი ასაკიდან გამომდინარე მას 20 და მეტი გოლის გატანა მოსთხოვო. მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ ეს მისთვის პრობლემა აღარ იქნება.

ვან გალმა პირველივე სეზონში მყარი ფუნდამენტი უნდა შექმნას.ბოლო ორი კვირის განმავლობაში დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთი-ორი ახალი შენაძენი კლუბს აუცილებლად ეყოლება. ლუის თავისი ფეხბურთელები სჭირდება.

ვან გალისა და რუნის კავშირმა ბევრი რამ უნდა შექმნას და ,,იუნაიტედი'' მწვერვალზე დააბრუნოს. მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა პირველი სეზონით არ ღირს არაფრის შეფასება, დასკვნები 2-3 წლის შემდეგ უნდა გამოვიტანოთ. ახლა მათ ბევრი აქვთ სამუშაო, ვფიქრობ რომ რუნის დრო მოვიდა, ახლა მისი ჯერია.

წყარო: Redevils.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: chestersa
17 აგვისტო 2014 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Am tamashit verafersac ver izavs
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 19:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მჯერა რო რუნი ღირსეული კაპიტანი იქნება. ძაან მაგარი ფეხბურთელია და დაიმსახურა ეს. თუნდაც მისი ავტოგრაფია ვისაც აქვს წაკითხული მიხვდება რო რუნი საუკეთესო კანდიდატი იყო საკმლაურისთვის. წელს მგონია რო განსხვავებული სეზონი ექნება, ძალიან მაგრად მინდა ბომბარდირი გახდეს. უკვე კაპიტანია, უკვე სხვა მოტივაცია აქვს. მონდომება არასდროს აკლდა მარა ეხლა სხვა იქნება

სუონსის ფანებს კიდე გადასცენ რო რუნი სკაუზერი არ არის და მაკრატელა გამოიღონ
0
№3
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 20:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GeorgianDevil,

საღოლ ძმაო მაგარ სიახკეებს წერ და მსიამოვნებს. ეგრე გააგრძელე. დღეში 1 ესეთი სიახლე რომ დადო კარგი იქნება. ჯიგარი ხარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: LVG
17 აგვისტო 2014 20:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ძალიან საინტერესო სიახლეა, მადლობა.

მეც დიდი იმედი მაქვს იანუზაის, რაღაც ისეთი აქვს რაც ბევრ ფეხბურთელს არ აქვს და დარწმუნებული ვარ თუ კარგად ავარჯიშებენ, გაზრდიან და სწორ სათამაშო პოზიციას შეურჩევენ, წელსვე ძალიან ბევრ სურპრიზს შემოგვთავაზებს
0
№5
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 21:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Runi wels bombardiri gaxdeba

Runi wels bombardiri gaxdeba
0
№6
ავტორი: GeorgianDevil
17 აგვისტო 2014 22:10
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
VaRdo,
გაიხარე wink2
0
№7
ავტორი: Lev
17 აგვისტო 2014 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
GeorgianDevil,
ძაან მაგრად წერ))) საინტერესოდ აანალიზებ თითოეულ ფეხბურთელს)) Respect!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: GeorgianDevil
17 აგვისტო 2014 23:31
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
Lev,
გაიხარე wink2
0
№9
ავტორი: გაბადაძე
18 აგვისტო 2014 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
საღოლ ავტორ მართლა კარგ სიახლეებს დებ, რაც შეეხება შრეკს როგორც ყოველთვის გააკეთებს ის თავის გასაკეთებელ, რაც შეეხება იანუზაის აი მაგრად მევასება რო შემოდის მოედანზე თამაშს აცოცხლებს მარა ჩემი აზრით ცოტა პასის ღორია რა არ იძლევა ხოლმე პას,მაგასაც თუ გამოასწორებს ავტორ მეც მჯერა რო 2-3 წელიწადში ტოპ კლასი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№10
ავტორი: LizarD
18 აგვისტო 2014 00:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნი გუნდის თილისმაა, ნებისმიერი ფეხბურთელი როცა აკლია კიდე დიდი არაფერი მაგრამ როცა რუნი არაა გუნდს ტითქოს სული წაართვესო, 1 მცველი აუცილებლად მოსაყვანია და დი მარიაზეც არ ვიტყოდი უარს. წარმოიდგინეთ, იანუზაია, დი მარია, მატა, ვაზა და პერსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top