თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 15:23
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1349,
კომენტარები: 7
რუნი: "ჩვენი დრო შემდეგი მატჩიდან იწყება"
უეინს პირადი წარმატება არაფრად მიაჩნია თუ გუნდი აგებს
რუნი:
უეინ რუნიმ განაცხადა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონატში მალევე დაბრუნდება და "სანდერლენდთან" ჩვეულ სახეს დაიბრუნებს.

"შემდეგ თამაშამდე რვა დღე გვაქვს. სათანადოდ უნდა მოვემზადოთ და ამ თამაშით შედეგი მივიღოთ. ჩვენი სეზონი იქიდან დაიწყება."

"ეს ის თამაში გახლდათ, რომლის მოგება ყველას გვსურდა და გვჭირდებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. კვირის განმავლობაში, ვარჯისისას უნდა დავუბრუნდეთ იმ თამაშს და ვნახოთ რა შეცდომები დავუშვით, ვეცადოთ გაუმჯობესებას და შემდეგ მატჩში ყველაფერი სწორად გავაკეთოთ."

"თავზარდამცემი სტარტი იყო ჩვენთვის, მაგრამ სვლა უნდა განვაგრძოთ. არ ვართ ბედნიერები, არც მენეჯერია ბედნიერი. ყველაფერს გამოვასწორებთ, ჩვენ ამას შევძლებთ. ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა არაგუნდური თამაში იყო. გუნდურად თამაში გაცილებით უკეთ შეგვიძლია და ამას დაგანახებთ."

"ცუდი თამაში იყო. მათ ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს. მაგრამ ეს არ გვამართლებს, უკეთ უნდა დავიცვათ თავი და მეტი მომენტი შევქმნათ. ძალიან იმედგამაცრუებელია პირველი მატჩის წაგება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ დაბრუნება."

"ჩვენ წინასასეზონო ტურნეზე დიდი რწმენით და თავდაჯერებით გამოვდიოდით. აქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც პირველად თამაშობდნენ ჩვენთან ერთად, ან ცოტა თამაში ჰქონდათ ჩატარებული, მაგრამ არც ეს გვამართლებს. ყველა პროფესიონალი მოთამაშეები ვართ და გაცილებით უკეთ გვევალება თამაში. შემდეგ კვირას პოზიტიური შედეგის დადება გვევალება."

"გოლის გატანის შემდეგ, ვიგრძენი რომ შეგვეძლო თამაშის მოგება. ჩვენ თითქოს ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ სულელური ბურთი გავუშვით. შემდეგ ყველაფერი უფრო და უფრო გართულდა. ამ ყველაფრისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და უკან მალევე უნდა დავბრუნდეთ."


რუნიმ კაპიტნის სამკლაურზეც ისაუბრა:

"ძალიან საამაყო მომენტი იყო, მაგრამ იმედგამაცრუებელი მომენტი. ეს არ არის ის დრო, რომელსაც წლების შემდეგ გავიხსენებ როგორც კარგ მოგონებას. ყოველთვის მინდა მოგება. სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ წავაგეთ".

manutd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პოლმა ორი სიტყვით გადმოსცა ყველაზე დიდი პრობლემარაც გუნდის თამაშში იყო. პირველ რიგში უნდა მოეშვან ამ ზედმეტ გადაცემებს და საქმე უფრო სწრაფად აკეთონ. არაა ეს ამერიკული ტურნე ეს პრემიერ ლიგაა და იმედია ეს წაგება არაფერს შეცვლის და იმ შემართებით იქნებიან რა შემართებაც მანამდე ქონდათ
0
№2
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 15:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
როდის მოვა ეხლა 24 : )) ჩამაშხამეს გუშინდელი დღე რა. პერსი და ვალენსია მალე დაბრუნდნენ თორე იანგის ყურებით დავიღალე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: GeorgianDevil
17 აგვისტო 2014 16:14
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
შენი გოლი იყო ერთადერთი დასამახსოვრები wazza აბა რა ყველაფერი წინაა love manunited
0
№4
ავტორი: chestersa
17 აგვისტო 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Tamashs tu ar moumate araferic ar daiwyebaa
0
№5
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 22:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tqven icit aba AR gamicruot imedebi!
0
№6
ავტორი: LizarD
17 აგვისტო 2014 23:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ტრამვები, ტრამვები ტრამვები, თორემ არაგუნდურობას ეშველება
0
№7
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 13:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ტრამვები გვიტრაკებს მაგრად რა ამბავია 6 კაცი გვყავს მგონი ტრამვირებული იმედია მალე გამოკეთდებიან და ამოიქოქებით თორე ნერვები მომასხავს :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top