თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 10:33
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 12
5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან
რა გვასწავლა გუშინდელმა მარცხმა
5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან
ლუი ვან გაალის პირველი პრემიერ ლიგური მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან დათმო პირველივე თამაში ოლდ ტრაფორდზე "სუონსის" წინააღმდეგ, ანგარიშით 1-2. სწორედ ამიტომ, წარმატებული ტურნეს შემდეგ, საინტერესოა თუ რა პრობლემა ჰქონდა გუნდს გუშინ და რაზე უნდა გაამახვილოს ჰოლანდიელმა ყურადღება.

#1: "იუნაიტედს" ჭირდება გეგმა "C".

5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან


"იუნაიტედს" და ვან გაალს აუცილებლად სჭრიდებათ კიდევ ერთი გეგმა. მაგალითად გუშინ მატჩი 3-5-2 ტაქტიკით დაიწყო გუნდმა, თუმცა მას შემდეგ რაც გუნდი აგებდა ანგარიშით 1-0, ვან გაალი
4-4-1-1 ტაქტიკაზე გადავიდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, იანუზაი ბევრს აქტიურობდა, რუნიც ბევრს ცდილობდა, მაგრამ შემდეგ 2-ე გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. ამისი გადაფარვა კი ვეღარ შეძლეს ფეხბურთელებმა.

შეტევაში გუნდი ძალიან გაუბედავად და მძიმედ მოქმედებდა. პოლ სქოულზმა განაცხადა: "როდესაც გადავხედავთ გუნდებს წარსულში, ყველაფერი სისწრაფეზე იყო დამოკიდებული. დღეს კი ძალიან ნელ-ნელა ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ბევრ შეხებას აკეთებენ. არ არის საკმარისი სიჩქარე გუნდში." გეგმა "A"-მ არ გაამართლა, არც გეგმა "B"-მ. გეგმა "C" კი ის იქნება, რომ გუნდმა უკეთესი ფეხბურთელები იყიდოს.

#2: დაცვას გაძლიერება ჭირდება.

5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან


დაცვას, რომ გაძლიერება სჭირდება ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ლუი ვან გაალს მაინც უნდოდა ძველი დაცვის გამოცდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტონიო ვალენსიას, ჯონი ევანსის და ლუკ შოუს არ ყოფნა გუნდს დაეტყო და ფლანგზე როგორც მცველი მხოლოდ იანგი ირჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ტრავმები აწუხებს, ეს დაცვა მაინც არ არის ელიტარული, კლუბს აუცილებლად ჭირდება მაღალი დონის 1 მცველი მაინც.

კიდევ ერთხელ, გუნდს ტოპ კლასის ფეხბურთელი ჭირდება. "იუნაიტედი" აპირებს როხოს ყიდვას, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ გუნდმა უნდა "გატეხოს" ბანკი და შეიძინოს გერმანელი მეთს ჰუმელსი.

#3: იანუზაი ინარჩუნებს ვარსკვლავის წოდებას.

5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან


გასული სეზონის განმავლობაში ხშირად იყო ისეთი პერიოდი, როდესაც მხოლოდ ადნან იანუზაი იდგა მოედანზე და აკეთებდა თავის საქმეს ბოლომდე. მას არც კი ეშინოდა მარტო შეტევის და რამდენიმე ფეხბურთელის უკან ჩამოტოვება თავისი კარგი მოძრაობებით.

ადნან იანუზაის ძალიან ცოტა ხნით მოუწია დასვენება, პლიუს ამას ის ძალიან ახალგაზრდაა და ასე ადვილად ფორმაში შეიძლება ვერ შედიოდეს. მაგრამ გუშინდელ მატჩში ის ადრე შემოვიდა სტადიონზე, მას შემდეგ რაც ჯესი ლინგარდმა ტრავმა მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ ბელგიელმა თავბრუდაახვია ჯონჯო შელვის. მან მალევე გამოავლინა მისი ნიჭი და ტალანტი. ის კლუბში ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ფეხბურთელია, სრულიად შესაძლებელია, რომ ვან გაალმა მასზე ააგოს მთელი სისტემა.

#4: ვან გაალის აზრით, ყველაფერი ეს დროს წაიღებს.

5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან


ვან გაალის აზრით, ყველაფერი ეს დროს წაიღებს, რომ განახორციელოს იდეები. მაგალითად "ბაიერნში" ის 13 მატჩის შემდეგ 7-ე ადგილზე იყო მის პირველ სეზონში. მოიგო 5 მატჩი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს.

მათ ეს შეძლეს. ასევე შეძლო "ბარსელონამ", როდესაც პირველივე სეზონში ვან გაალმა პრიმერა მოიგო. იქაც 14 მატჩის შემდეგ გუნდი მხოლოდ 10-ე ადგილზე იყო. ასევე, ვან გაალის ხელმძღვანელობით "აიაქსმა" მხოლოდ 3 სეზონში მოიგო "ერედივიზიონი". სწორედ ამიტომ, ყველაფერი ეს ადვილად არ მიიღწევა და "იუნაიტედის" ფანები მომთმენები უნდა იყვნენ.

#5: ვან გაალი ბავშვებს მისცემს შანს.

5 რამ, რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან


არავინ იცის, მხოლოდ ტრავმის გამო თუ, რის გამო, მაგრამ ფაქტია რომ გუშინ ძირითადში განაცხადში 9 ინგლისელი ფეხბურთელი მოხვდა და აქედან 6 ძირითადში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკამზე იჯდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მარუან ფელაინი, შინჯი კაგავა და ლუიშ ნანი. ამიტომ, ჯესი ლინგარდს და ტაილერ ბლეკეტს მიეცათ შანსი.

10 ბრიტანელი ფეხბურთელი გუნდში აკადემიის აღზრდილია. ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია გრძელდება და 3,701-ე თამაშია, როდესაც "იუნაიტედის" აკადემია გამოვლილებს ეძლევათ შანსი პირველ გუნდში. ეს პრაქტიკა მოდის შორეული 1937 წლიდან. შესაძლოა ლუი ვან გაალმა და რაიან გიგზმა შეინარჩუნონ ეს რეკორდი.

წყარო: DailyMail
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
17 აგვისტო 2014 10:35
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მომენატრა ეს სიახლე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: TOSHIBA
17 აგვისტო 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
იანუზაი ძაან კარგად თამაშობდა მარჯვენა ფლანგიდან მარა მარცხენაზე ბევრად კარგად თამაშობს და ჩემი აზრით ჯობია მარცხენაზე ითამაშოს ხოლმე
0
№3
ავტორი: AkkRed
17 აგვისტო 2014 11:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იანუზაიმ აძოვა მთიანი მთელი ფლანგი :D გუშინ მარტო იანუზაიი გამისწორდა
0
№4
ავტორი: RedTeen
17 აგვისტო 2014 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ჰუმელსს ვეღარ დავითრევთ... არადა ძალიან მინდოდა გადმოსულიყო..

ადნანზე კარგი გუშინ არავინ არ ყოფილა..

კარგი სტატიაა..
0
№5
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 12:47
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ერთი კარგი მცველი რომ საჭიროა ეს უდავოა. მაგრამ ნახევარდაცვაშიც რომ ძალიან დიდი პრობლემებია ეგ ნუ გვავიწყდება. იანუზაიზე კიდე რა ვთქვა უდავოდ ძალია მაგარია. ისე გული დამწყდა ლინგარდს ძვლივს შანსი მიეცა და ეგრევე აარტყეს ტრამვა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: chudikone
17 აგვისტო 2014 13:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ზაჰჰაზე დაგინებული აქვთ ამ ხალხს რო არათამაშებენ თუ რა მაფიაა ? სადაც იანუზაის ეძლევა შანსი იქ ზაჰასაც უნდა მისცენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Red Hooligan
17 აგვისტო 2014 13:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
იანუზაიმ კარგად ითამაშა გუშინ ? ჰმმ სხვა თამაშისთვის მიყურებია მე. ჯონსი იყო გუშინ საუკეთესო ჯონსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 13:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ არის საკმარისი სიჩქარე გუნდში


ყოველთვის 100%იანს ბაზრობს პოლი. მოიყვანეთ რა ეს კაცი გუნდში
0
№9
ავტორი: temo-scholes
17 აგვისტო 2014 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Rija rogorc yoveltvis faizags bazrobs...
0
№10
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 15:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Berba 9
მომენატრა ეს სიახლე


საღოლ მაგრამ ჩემი ჯობდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top