თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2012, 21:27
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2512,
კომენტარები: 32
ვინ იქნება სერ ალექსის შემცვლელი...
"ბოსი" საუკეთესოა მას ვერავინ ვერ შეცვლის, ამ ყველაფერს მოურინიო აცხადებდა...
ვინ იქნება სერ ალექსის შემცვლელი...
ევროპაში 2 საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა და ჟოზე მოურინიო. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ მათ კომენტარებს, სერ ალექსზე, რუნიზე, სქოულზზე, "იუნაიტედის" ისტორიაზე და იმაზე, აპირებენ თუ არა პეპი ან ჟოზე შეცვალონ ფერგიუსონი.
მე შევეცდები გადავთარგმნო ყველაფერი და მოვიტანო თქვენამდე, თუმცა თავად ამ 2 ადამიანის მოსმენა ძალიან გესიამოვნებათ.

პირველი კომენტარს პეპ გვარდიოლა აკეთებს.
კითხვა პეპს: თქვენი აზრით, რომელი კლუბია საუკეთესო მისი ისტორიით ?
პასუხი: "იუნაიტედი" არის საუკეთესო ისტორიის კლუბი, საუკეთესო მწვრთნელით და კარგი ფეხბურთელებით. ეს ასე იქნება, თუნდაც ფერგი წავიდეს, "იუნაიტედი" საუკეთესო ისტორიის კლუბი იქნება და არ შეიცვლება ეს ფაქტი არასდროს. თუნდაც გუშინდელი მარცხის და მიუხედავად. (აქვე გეტყვით, რომ მისი ყველა ეს კომენტარი ჩაწერილია "იუნაიტედთან" თამაშის წინ ან შემდგომ.)
კითხვა პეპს: რას იტყოდით "იუნაიტედი" - "სიტის" შორის დაპირისპირებაზე ?
პასუხი: "სიტი" ყოველ წელს ძლიერდება, მათ ყავთ ახალი მფლობელები. ისინი ყოველ წელს მეტ და მეტ ფულს დებენ, რომ "სიტი" ევროპაში საუკეთესო გუნდი გახდეს.
კითხვა პეპს: როგორ შეაფასებდით "იუნაიტედის" ? (ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გაკეთებული კომენტარი, 2011 წელი "უემბლი")
პასუხი: მე არაერთხელ მითქვამს, რომ "იუნაიტედს" აქვს საოცარი ისტორია, საუკეთესო მწვრთნელი. იყო 25 წელი ერთსა და იგივე კლუბში ეს წარმოუდგენელია, ეხლა ბევრი ამბობს, რომ პეპი კარგია, პეპი საუკეთესოა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. 1 ან 2 წელი შემდეგ კი დამითხოვენ, ან მე თვითონ წავალ, ხოლო მან 25 წელი "იუნაიტედს" შეალია, ის დასაფასებელი ადამიანია.
კითხვა პეპს: თქვენი აზრით ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, "იუნაიტედში" ?
პასუხი: პოლ სკოულზი, ის გენიალური ფეხბურთელია. საუკეთესოა... მე ვისურვებდი მყავდეს ასეთი ფეხბურთელი კლუბში...
ამით დამთავრდა საუბრები პეპ გვარდიოლასი "იუნაიტედზე".
შემდეგია ჟოზე მოურინიო...
ჟოზე: ეს არაფერია სერ ალექსის წინააღმდეგ, მე მინდა გითხართ ერთი რამ, თამაშის შემდეგ, პრეს კონფერეციის შემდეგ, ჩვენ ვიყავით ერთად ჩემს ოფისში, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ვისაუბრეთ, დავლიეთ და მე, როდესაც ჩავალ მანჩესტერში და ვნახავ სერ ალექსს, მე მას წავუღებ ძალიან, ძალიან კარგ ბოთლს ღვინისას, რადგანაც ის ღვინო, რაც ჩვენ დავლიეთ იყო ძალიან ცუდი და ის იყო ძალიან უკმაყოფილო. (იცინის ყველა)
ის არის საუკეთესო მენეჯერი, ის არის ძალიან ჭკვიანი.
კითხვა ჟოზეს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინ რუნი ტოვებს კლუბს, რას იტყოდით ამაზე ?
პასუხი: იცით... ??? მე ვფიქრობ, რომ ის დარჩება, არის რამდენიმე მიზეზი თუმცა ის ეკუთვნის "იუნაიტედს", ის ეკუთვნის ფერგის, "იუნაიტედის" ფანებს და ასევე ოლდ ტრაფორდს. მე მჯერა, რომ ის არ წავა არსად და დარჩება კლუბში. თუმცა თუ "იუნაიტედი" გადაწყვეტს, რომ რუნი აღარაა საჭირო კლუბისთვის... დამირეკეთ (იცინის)
კითხვა ჟოზეს: თქვენ დაინტერესებული ხართ უეინ რუნით ?
ჟოზე: ის ყველას აინტერესებს, თუმცა კიდევ ერთხელ, ის დარჩება. მე ვფიქრობ... მე ვისურვებდი, რომ მას ეთამაშა "იუნაიტედში" რადგან ის არის საუკეთესო და ის "იუნაიტედში" უნდა დარჩეს.
კითხვა ჟოზეს: თქვენ თქვით, რომ უნდა წახვიდეთ ინგლისში, თქვენი აზრით საუკეთესო ვარიანტი სერ ალექსის შეცვლა იქნებოდა ?
ჟოზე: საუკეთესო ვარიანტი რა თქმა უნდა ის იქნება თუ ფერგი იქნება კვლავ მთავარი მწვრთნელი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ბევრს დაკარგავს თუ "ბოსი" წავა. ჩემთვის ის ბოსია, მე მას ბოსს იმიტომ ვეძახი, რადგან ის არის ბოსი მწვრთნელების და მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც მე დავბრუნდები ინგლისში ის კვლავ იქნეს მწვრთნელი.
კითხვა ჟოზეს: გახდებით "სიტის" მწვრთნელი ?
ჟოზე: არ ვიცი, მე სიმართლე, რომ გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. მე ერთი ვიცი, რომ მრავალი მიზეზის გამო მე დავბრუნდები ინგლისში, თუმცა როდის ეს არ ვიცი.

მაშ ასე, 2 კარგი ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ "ბოსი" ადგილს დატოვებს და პენსიაზე გავა.
როგორც ჟოზე, ასევე პეპ გვარდიოლა აქებს სერ ალექსს და მათივე აზრით ფერგი საუკეთესოა.



მომზადებულია სპეციალურად "REDARMY.GE" -ისთვის.
სიახლეები
32 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
27 ნოემბერი 2012 21:29
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მე პირადად გუარდიოლას ვამჯობინებდი)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: UTD-Rule
27 ნოემბერი 2012 21:30
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესოა საღოლ დაჩი feel როგორც სპეციალისტი მოურინიო ძაან ძლიერია,მაგრამ როგორც ადამიანი არ მევასება და პეპს ეს ორივე ერთად აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Luka Gelashvili
27 ნოემბერი 2012 21:30
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გვარდიოლა მოვიდეს და მერე ნახეთ 4-3-3 რას ქვია :D . მოურინიოს კიდე სნეიდერის ტრანსფერის მერე ვერ ვიტან რო უთხრა არ გადახვიდეო :D :| fellow ... საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: GeorgeBest
27 ნოემბერი 2012 21:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვინმე მანჩესტერელი მინდა მე პირადად, მაგრამ მოურინიოს გუარდიოლა მირჩევნია cerealguy
0
№5
ავტორი: GGMU20
27 ნოემბერი 2012 21:34
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
ოღონდ მაურინიო არა რა.. არ მევასება ეგ როჟა მაგის...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!
№6
ავტორი: VaRdo
27 ნოემბერი 2012 21:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამათგან მაურინიო მირჩევნია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Luka Gelashvili
27 ნოემბერი 2012 21:35
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Manchester10,
ფუ ვერ ვიტან რა მოურინიოს :D :D
111 komentari :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: Zizou
27 ნოემბერი 2012 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
კითხვა პეპს: თქვენი აზრით, რომელი კლუბია საუკეთესო მისი ისტორიით ?
პასუხი: "იუნაიტედი" არის საუკეთესო ისტორიის კლუბი,

რო წავიკითხე დაჯერება გამიჭირდა, ინტერვიუში ამბობს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბიო...

რაც შეეხება ფერგის, ის ჯერ უნდა დარჩეს მანამ პირადული პრობლემა არ შეაწუხებს...ფერგის მერე კიდევ გვარდიოლა მინდა, თუ ის ვერა მერე სულშერი მოიესი კლოპი და ა.შ ოღონდ ჯოზე არა !
0
№9
ავტორი: VaRdo
27 ნოემბერი 2012 21:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: GioO_o
კომენტარები: 500


გილოცავ VIP_სტატუსით დაგაჯი;დოვებ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: razma21
27 ნოემბერი 2012 21:43
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ჟოზე: საუკეთესო ვარიანტი რა თქმა უნდა ის იქნება თუ ფერგი იქნება კვლავ მთავარი მწვრთნელი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ბევრს დაკარგავს თუ "ბოსი" წავა. ჩემთვის ის ბოსია, მე მას ბოსს იმიტომ ვეძახი, რადგან ის არის ბოსი მწვრთნელების და მე ვიმედოვნებ, რომ როდესაც მე დავბრუნდები ინგლისში ის კვლავ იქნეს მწვრთნელი.


მე მოურინიო მინდა, რომ მოვიდეს მგონია უფრო გაქაჩავს დიდხანს... აი რაც გვარდიოლა წავიდა ბარსადან მგონია რო სუსტი პიროვნებაა მაგ მხრივ ჟოზე უფრო მყარია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top