თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 03:29
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 1923,
კომენტარები: 11
გამოფხიზლების დროა
რა გვასწავლა დღევანდელმა შეხვედრამ?
გამოფხიზლების დროა
1) არასოდეს უნდა განსაჯო საკუთარი გუნდის შესაძლებლობები ამხანაგური მატჩებით


დღეს, ყველანი დავრწმუნდით, რომ ამხანაგური შეხვედრები პრემიერ ლიგასთან ისე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი მატჩიდან? მხოლოდ ის, რომ პრემიერ ლიგა სხვა განზომილებაა და თუ აქ მოასპარეზე გუნდებზე 2-3 თავით მაღლა არ დგახარ, იმ გუნდის დამარცხება საგრძნობლად ჭირს. ალბათ ვან გაალს და იმ ძირითად ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იყვნენ დღეს, თავი კვლავ ამერიკაში ეგონათ. შემადგენლობაც სწორედ ესეთი არ იყო? კი ტრავმირებული ფეხბურთელების სია დიდია, მაგრამ როდესაც "იუნაიტედი" გქვია საკუთარ არენაზე ესე უსუსურად არ უნდა გამოიყურებოდე. ერთი რამ კი ფაქტია. სუონსმა ცივი შხაპი გადაგვავლო და ყველა ერთად გამოგვაფხიზლა იმ ლამაზი სიზმრიდან, რომელსაც "ამერიკული ტურნე" ერქვა!

გამოფხიზლების დროა



2) ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს


კოშმარული სეზონის შემდეგ დადგა 2014/15 წლის სეზონი. გავიდა 2-3 თვე, გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა, გუნდები გააქტიურდნენ და ყველაზე პასიური ამ გუნდებს შორის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 7–ე ადგილსოანი იუნაიტედია. ისმის კითხვა, რატომ? ვისი ან რისი ბრალია ის, რომ "მანჩესტერი" ხმაურიან ტრანსფერს ვერ აკეთებს? გლეიზერების? ვან გაალის თუ ვუდვორდის? ნუ თუ ამ პიროვნებებს ჰგონიათ, რომ ერერას ტრანსფერი "ჩემპიონობის" ტოლფასი იყო? ან საერთოდ გაამართლებს კი ეს ფეხბურთელი? ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მაგრამ პასუხები არსად ჩანს. დროა ყველა ერთად შეიკრიბოს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არაა და სერიოზული ზომები გაატარონ გუნდში. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ვერც ერერა და ვერც ლუკ შოუ ძველ იუნაიტედს ვერ დაგვიბრუნებენ. გუნდში უფრო რადიკალური ზომებია მისაღები და ამისთვის არც მეტი არც ნაკლები 2 კვირაღა დარჩა. იმედს ვიტოვებ, დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი გაკვეთილი იქნება ვან გაალისთვის და მთლიანად გუნდის ხელმძღვანელობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ 1 იმედგაცრუებულ სეზონს "იუნაიტედის" გულშემატკივრები ვეღარ გადაიტანენ.

გამოფხიზლების დროა



3) უსარგებლო და არაფრის მომცემი ფეხბურთელები


როდემდე უნდა იყოს მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის ნახევარდაცვა ყველაზე სუსტი? დღეს, როდესაც გუნდები კოლოსარულ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში, რათა პოზიციები უფრო გააძლიერონ, ამ დროს "იუნაიტედი" რას აკეთებს? ელოდება ფლეტჩერს როდის ჩადგება ფორმაში, რადგან წელწიად ნახევარი გაუცდა და ფორმას აღდგენა სჭირდება. დღეს, როდესაც ყველა გუნდი ცდილობს თითო პოზიციაზე 1, ან 2 კარგი ფეხბურთელი ჰყავდეს, "იუნაიტედი" რას შვება? ელოდება როდის შეისხავს ლუიშ ნანი ფრთებს და როდის დაიპყრობს მწვერვალებს. აღარაფერს ვამბობ იანგზე, რომელიც ვერასოდეს გახდება "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელი. არსენალი, ჩელსი, ლივერპული, სიტი, ტოტენჰემი და ევერტონი. ეს ის გუნდები არიან რომელთა ნახევარდაცვაც და დაცვაც ორი თავით მაღლა დგას "მანჩესტერის" ნახევარდაცვასთან და დაცვასთან. დღეს კი თუ ეს 2 პოზიცია სუსტი გაქვს, რაოდენ მომაკვდინებელი წინა ხაზიც არ უნდა გყავდეს შანსი წარმატების არის მიზერული. ასე და ამგვარად დროა გუნდში წმენდა დაიწყოს და მინიმუმ 4-5 ფეხბურთლემა გუნდი დატოვოს დაუყოვნებლივ.

გამოფხიზლების დროა


4) ტრანსფერები საჭიროა ისე როგორც არასდროს.


დღევანდელი წაგება მარტო იმისთვის ღირდა ალბათ, რომ ლუის ვან გაალი გამოსულიყო და ეთქვა. "ტრანსფერები გვჭირდება". დიახ, სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა იუნაიტედის ახალმა მწვრთვნელმა მატჩის შემდგომ. განა სხვა რამეს მოვითხოვდით ამდენი ხანი თითოეული ჩვენთაგანი? ყველამ საკმარისი დრო მიიღო საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, მაგრამ ვერცერთმა მატგანმა ვერ გაამართლა. დროა ეს ფეხბურთელები ახალმა, გამოცდილმა და ძლიერმა ფეხბურთელებმა ჩაანაცვლონ. ეს იუნაიტედია და არა "სუონსი" ან "ასტონ ვილა", რომელთა მაქსიმუმიც ევროპის საგზურია. ეს ის გუნდია, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ და თითოეულ მათგანს პირადად შეეძლოთ მატჩში ბედის გადაწყვეტა. როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს თამაში უწევდათ ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც იყვნენ, კანტონა, სქოულზი, ბექჰემი, გარი ნევილი, ჯორჯ ბესტი, ლავ დენისი, კ.რონალდო და რუდ ვან ნისტელროი მათ შიშის ზარი სცემდათ და ფსიქოლოგიურად უკვე 1:0 აგებდნენ მოედანზე. დღეს კი ვინ გვყავს? ვის იმედზე ვართ? ფლეტჩერი, ქლევერლი, ფელაინი, ჩიჩარიტო, ნანი, იანგი და ა.შ. ყველაზე უსუსრი გუნდი მთლიანად "იუნაიტედის" არსებობის მანძილზე. ( ერთ–ერთი მაინც ) სასწრაფოდ გვესაჭიროება მინიმუმ 3 კარგი ტრანსფერი საჭირო პოზიციებაზე და ამსითვის სულ 2 კვირაა დარჩენილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ 2 კვირაში ვან გაალი და ვუდვორდი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "იუნაიტედს" დიდება დაუბრუნონ.

გამოფხიზლების დროა


ავტორი: დათო ვარდოსანიძე
სიახლეები
11 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 03:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ტრანსფერებს ელოდეთ ან კვლავ ლივერპულის ფანების დაცინვას გაუძელით : )) ამხელა სპეციალისტები თუ ვერ ხვდებიან რომ გუნდში ბევრი უსარგებლო ფეხბურთელია და სასწრაფდო გაძლიერებაა საჭირო მაშინ მიმიფურთხებია მათი პროფესიონალიზმისთვის.

სერ ალექს ფერგიუსონი ვერავინ გახდება! სასწაროდ იყიდეთ ვინმე. ფული თქვენ არ გაკლიათ და არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: chudikone
17 აგვისტო 2014 08:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მართლა გამოსაფხიზლებელი სტატია გამოდგა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: temo-scholes
17 აგვისტო 2014 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Blindi, dimaria da stootmani saswrafod sachiroa gundshi saswrafoood!!!!! Erti centraluri mcvelic gvchirdeba...!
0
№4
ავტორი: Berba 9
17 აგვისტო 2014 09:39
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
პირველ საკითხს რაც შეეხება, იმ ტურნეზე ლივერპულიც იყო, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდია, პლიუს ამას თავიდან კარგად დავიწყეთ, მერე ნელ-ნელა ვუკლებდით, სწორედ ტრავმების დამსახურებით...
მაშინ რაღა აზრი აქვს ტურნეს ჩატარებას ?!

ხო ნუ მეორეში გეთანხმები, ოღონდ არავის ბრალი არაა, ეს ვან გაალმაც თქვა, ტრანსფერების გაკეთებას არ ვაპირებ ამ ზაფხულშიო და თუ ესე წაუვა საქმე გააკეთებს აუცილებლად. ბევრი ჭორი იწერება, თუმცა ბევრჯერ თქვა კაცმა ჯერ დავაკავირდები ფეხბურთელებს, მერე იქნება ტრანსფერები.

ფეხბურთელებები გასაშვები კი არა გასაყრელები არიან და გეთანხმები აბსოლიტურად, თუმცა ერთს ჩავამატებდი + ფელაინი. ეს კაცი არაფრის მომცემი არაა და ტყუილი დროის ხარჯვაა, ნაპოლისაც კი არენდით უნდოდა, ენახა ვარგოდა თუ არა :))

ნუ ტრანსფერები, რომ გვჭირდება ამაზე არავინ დაობს...

კარგი სტატიაა და ჩემგან ასეთ კომენტარს იმსახურებდა )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: RedTeen
17 აგვისტო 2014 10:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ტრანსფერები მართლა წყალივით გვჭირდება... ახლა მაინც მიხვდნენ და იყიდონ ვინმე კარგი მცველი..
VaRdo,
კარგი სტატიაა...
0
№6
ავტორი: AkkRed
17 აგვისტო 2014 10:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძაან მაგარი სტატია იყო !!! ყველაფერში გეთანხმები გვჭირდება გაძლიერება პირველ რიგში ცენტრში და მერე დაცვაში ცენტრი თუ ძლიერი იქნება ამ ტაქტიკაში დაცვას უზრუნველყოფილი იქნება ასე თუ ისე
0
№7
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 12:51
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯერ ძალიან საინტერესო იყო და მადლობა ამ სტატიისთვის.

მაგრამ იმაში არ გეთანხმები რომ ვან გაალს თავი ისევ ტურნეზე ეგონა. არავინ აფასებს გუნდის შესაძლებლობებს ტურნეთი, ყველამ ვიცოდით რომ ასე დაწყობილად და უპრობლემოდ ვერ გავიდოდით ფონს, მაგრამ ტურნეზე იყო ლივერპული და რეალი რომელთა დამარცხებაც შევძელით, ამიტომაც იყო ტურნე მამოტივირებელი ჩვენთვის.

მეორე ტრანსფერი რომ აუცილებელია ამაზე უბრალოდ ორი აზრი არ არსებობს. კარგი მცველი და კარგი ნახევარმცველი გვჭირდება აუცილებლად! არც მარტო ჰუმელსი იქნება საკმარისი სანამ ნახევარდაცვა სრული ქაოსია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 13:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გეთანხმები ყველაფერში და პირველ რიგში იმაში რომ ფლეტჩერის იმედად რომ ვართ და მსგავსი ხალხის უკვე წლებია იმიტომაა საქმე კარგად. მესმის ხოლმე ფრაზები ფერგი ამითაც იგებდა, ფერგი ამას შვრებოდა ფერგი იმას.. ფერგი ფერგი იყო და მასთან შედარებები მაგარი უადგილოა. გუნდს სჭირდება გაძლიერება, გასაყრელია ხალხი და მოსაყვანია მაღალი კლასის ფეხბურთლები. გუნდი ყოველთვის აქცენტს ახალაგზრდებზე აკეთებდა, მაგრამ იმ ახალაგზრდების გვერდით გამოცდილი და მაღალი კლასის ხალხი თამაშობდა. ეხლა ესე აღარაა და ბალანსი უნდა აღდგეს. ტრანსფერებს უფრო მეტს ველოი, აქტიუურობას მაინც და თუ ერერათი აპირებენ ფონს გასვლა სმაგრად ცდებიან. ვერც ბლინდი მოაგვარებს ცენტრის პორბლემას, ძალიან დაგვეხმარება მარა ჩვენ უფრო მეტი გვინდა და იმედია მივიღებთ კიდეც
0
№9
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 15:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Berba 9
პირველ საკითხს რაც შეეხება, იმ ტურნეზე ლივერპულიც იყო, რომელიც პრემიერ ლიგის გუნდია,


ამხანაგრური შეხვედრა იყო თორე დღეს რეალ მადრიდი ამ იუნაიტედს 10 დან 10 ს თუ არა 8_ს მაინც მოუგებს ისე რომ არც დაიღლებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ყველაზე სუსტ გუნდთან წააგეს რაც იამზე მეტყველებს, რომ პრემიერ ლიგა სულ სხვა განზოომილებაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 22:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Moiyvanet profesionali mcveli da naxevarmcveli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top