თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 03:20
ავტორი: RedTeen,
ნანახია: 2334,
კომენტარები: 12
"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"
რუნის "სუონსის" ფანებმა უმღერეს.
ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და თქვენი კაპიტანი "სკაუზერია" - ამ სიტყვებს მღეროდნენ "სუონსის" გულშემატკივრები "ოლდ ტრაფორდზე".

ეს იყო გზავნილი "იუნაიტედის" მხარდამჭერებისთვის, რომლებიც გასულ სეზონში ჯერარდს უკანასკნელ მომენტში ტიტულის დაკარგვის გამო დასცინოდნენ, თავად მათი გუნდის ამჟამინდელ კაპიტანს კი გუნდის დატოვება არა ერთხელ, არამედ ორჯერ სურდა.

სხვები კი ამტკიცებენ, რომ რუნი ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე, რაც მისი აკრობატული ნახტომით დაამტკიცა პრემიერ-ლიგის პირველ ტურში კაპიტნის სამკლაურის მორგების შემდეგ.

"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"

რუნის მატას კუთხურის შემდეგ სეზონის პირველი გოლი გააქვს.


"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"

რუნი გოლს აღნიშნავს


"არ ინერვიულო" უთხრა რუნიმ ვან გაალს, როცა მას ჰოლანდიელმა კაპიტნის სამკლაური გადასცა. მატას კუთხურის შემდეგ, ფილ ჯონსისგან ასხლეტილი ბურთი რუნიმ მეტოქის კარისკენ ეფექტური დარტყმით გაგზავნა და გუნდი თამაშში დააბრუნა. საბოლოოდ კი როგორც არმოჩნდა, ამ გოლმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე გავლენა მხოლოდ ციფრების მხრივ იქონია.

ტრადიციისამებრ, ეს გოლი "იუნაიტედის" თამაშში დაბრუნებისა და მეტოქე გუნდის მარცხის მიზეზი უნდა გამხდარიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა იმ დღეს "იუნაიტედს" გამარჯვება არ ეწერა.

რუნის გოლი არაფერში დაეხმარა ინგლისელს და მან თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა კაპიტნის რანგში "სუონსისთან" მარცხით დაასრულა.

"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"

რუნი ხორდი ამატს გასცდა და გუნდის შეტევას იწყებს.


"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"

"ოლდ ტრაფორდის" პუბლიკა აღფრთოვანებულია რუნის გოლით


კაპიტნის სამკლაურის რუნისთვის გადაცემის მიზეზი ვან გაალმა "ვალენსიასთან" შეხვედრაში დაინახა, შეხვედრაში, რომელშიც რუნიმ ვან პერსიზე თავისი აღმატების მიზეზი დაამტკიცა.

რთული იმის წარმოდგენა, თუ როდის ირჯება ფეხბურთელი ასე ძლიერ. პირველ ნახევარში ისე ჩანდა, თითქოს რუნი თავისი გუნდის შეტევაში წაყვანას მარტო ცდილობდა.

ერთი ამბიციური გასროლა 30 იარდიდან განხორციელდა.

მან ბურთი მიიღო და კარისკენ დაარტყა. "ოლდ ტრაფორდი" მოლოდინშია.

"ეს "იუნაიტედია", კაპიტანი კი "სკაუზერია"

კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი არჩევენ თუ რა მოხდა.


ნაცვლად იმისა, რომ სახიფათო დარტყმა გამოსვლოდა, იგი უბრალოდ ლუკაშ ფაბიანსკის მიუგორდა.

კიდევ ერთი დარტყმა მარტივად დაბლოკა ხორდი ამატმა და ეშლი იანგის თავირსაც ადვილად გაუმკლავდა ფაბიანსკი.

რვა წუთიც არ იყო რუნის გოლიდან გასული, როცა მან საჯარიმო დარტყმით ფაბიანსკის კარის ჩარჩო შეარხია.

გულფი სიგურდსონმა "ოლდ ტრაფორდი" დაადუმა. პუბლიკა, რომელიც უდიდეს მოლოდინში იყო, გაჩუმებული იყურებოდა და ის ფაქტი, რომ "იუანიტედის" კაპიტანი "სკაუზერია", მატი უკანასკნელი სანერვიულო იყო.

dailymail
სიახლეები, სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 აგვისტო 2014 03:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დებიუტს გილოცავ მარიამ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 03:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვაი თქვე საწცენზურაბო : )) ლივერპულს რომ ულოკავთ ერთ ადგილს მაგისთვის ყველას მოეკითხება. საღოლ მარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: chudikone
17 აგვისტო 2014 08:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წითელი სკაუზერი არასოდეს ყოფილა :)))

ყოჩაღ ავტორს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Berba 9
17 აგვისტო 2014 09:32
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგია redteen...

ხო ეგ მეც გავიგე რუნის, რომ უმღეროდნენ, თუმცა მანამდე შელვის უმღერეს ჩვენებმა და მაგიტომ უმღერეს ჯიგარს :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: RedTeen
17 აგვისტო 2014 10:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
RojoDiablo,
VaRdo,
chudikone,
Berba 9,
მადლობა.. )))
0
№6
ავტორი: chaobi
17 აგვისტო 2014 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
kargi iyo redteen swanseas 2 dgis gundis sablatao sadaa magati @:@@
0
№7
ავტორი: TOSHIBA
17 აგვისტო 2014 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
აუ ამათ რა დღეში ჩავაგდებთ თავიანთ სტადიონზე არ იციან
0
№8
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 12:54
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მარიამ ძალიან კარგი იყო ასე გააგრძელე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Red Hooligan
17 აგვისტო 2014 13:21
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვან გაალსაც უმღერეს ამ თამაშის შემდეგ გაგაგდებენო, არაფერია ეგ სტუმრები ყოველთვის ეგრე არიან და ჩვენებმაც უმღერეს ალბათ კაი რამე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 14:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა მთლიან სტატიას ვერ დავაკოპირებ რა არ გაგიტყდეს. კარგია გილოცავ პირველ სიახლეს

"სკაუზერი" როა იმიტომაც ამოგტენათ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top