თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 14:42
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 1901,
კომენტარები: 5
რას უნდა ველოდეთ ,,იუნაიტედისგან'' ?
რას უნდა ელოდეს ,,იუნაიტედის'' გულშემატკივარი თავისი გუნდისგან ვან გალის სადებიუტო სეზონში
რას უნდა ველოდეთ ,,იუნაიტედისგან'' ?
სქემა 3-4-1-2


,,მხოლოდ მე ვწყვეტ თუ როგორ ითამაშებს ჩემი გუნდი. ვერანაირი დირექტორი ვერ მოახდენს ჩემზე გავლენას, მე მისი დავალებების შესრულებას არ ვაპირებ. ხენესი (,,ბაიერნის'' ყოფილი პრეზიდენტი) სწორედ ამას ცდილობდა და მეც ამიტომ წამოვედი'' - ვან გალის პირველი კანონი სათამაშო სქემის შესახებ.

მეორე კანონი:,, სქემის არჩევა იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომელიც შენს განკარგულებაში იმყოფებიან. მე 4-3-3 სქემას ვიყენებდი ,,აიაქსში'', ,,ბარსელონასა'' და ,,ალკმაარში'' 4-4-2 -ს. სათამაშო სქემის არჩევისას ძალზედ მტკიცე და მკაცრი ვარ. ეს ჩემი არჩევანია და პატივი უნდა სცენ'' . ვან გალის ეს თვისებები მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა. ტურნირის წინ ჰოლანდიელმა ჩვეული 4-3-3 ფორმაცია 3-5-2 სათამაშო ფორმაციით შეცვალა, თუმცა ამან შედეგი გამოიღო. ყველა მისი ექსპერიმენტი შედეგს როდის იღებდა, ახლად მისულმა ,,ბაიერნში'' ფრანკ რიბერი მთავარ მოთამაშედ დაასახელა, მაგრამ ფრანგს ხშირად იყენებდა 4-4-2 ფორმაციის დროს ,,ათიანის'' პოზიციაზე, სადაც რიბერიმ ვერაფერი შედეგი ვერ გამოიღო.

პირველი წინასასეზონო მატჩის შემდეგ, ვან გალმა დაადასტურა, რომ ახალ სეზონში გუნდი 3-4-1-2 ფორმაციით ითამაშებდა. ჰოლანდიის ანალოგიის აღება ვან გალს ალბათ არ და ვერ გამოადგება, რადგანაც ფეხბურთს რომელსაც ,,იუნაიტედი'' ითამაშებს, ძლიერ იქნება განსხვავებული იმ ფეხბურთისგან, რომელსაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები აჩვენებდა.

,,საფეხბურთო ფილოსოფია სათამაშო სქემებზე უფრო მნიშვნელოვანია. ფილოსოფია მატჩის მიმდინარეობისას არ იცვლება''. ამ ზაფხულს კი ლუი თავის ჩვეულ საფეხბურთო ფილოსოფიას მოშორდა, ამას კარგად გადმოცემს ვალდანოს სიტყვები, რომელმაც ერთხელ თქვა რომ ვან გალის ,,აიაქსი'' მომავლის ფეხბურთს თამაშობდა. ,,ჰოლანდიური ფეხბურთის არსის ღალატი'' - ეს იყო ვან გალის ვერდიქტი მსოფლიო ჩემპიონატზე.

ალბათ ვან გალი ასე დიდხან აპირებს თამაშს. თავისი ფილოსოფიის აზრი მან კარგად აღწერა ავტობიოგრაფიაში სახელით ''ხედვა'' :,, ფეხბურთში შედეგი მთავარი არ გახლავთ, მთავარი ხარისხია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, მაქსიმალურად გავამუმჯობესო გუნდის თამაშის ხარისხი. ხანდახან მეჩვენება რომ გუნდისგან საინტერესო თამაშის ხილვა უფრო მსურს, ვიდრე გამარჯვება. მინდა ჩემს გუნდებს დიდხანს ვახსოვდე''.

მთავარი პოზიციების მთავარი ვარსკვლავები


როგორც ითქვა ვან გალი სათამაშო სქემას არსებული ფეხბურთელების გათვალისწინებით არჩევს. შეხედა რა ,,იუნაიტედის'' შემადგენლობას, ჩათვალა რომ 3-4-1-2 სქემა იდეალური იქნებოდა გუნდის მთავარი ლიდერების გამოსაყენებლად.

რას უნდა ველოდეთ ,,იუნაიტედისგან'' ?


ახალი შენაძენებიც ლუკ შოუ და ანდერ ერერა თავისთვის იდეალურ პოზიციაზე შეძლებენ თამაშს.

ახალი როლები ფეხბურთელებისათვის


მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, პოლ სქოულზი ვან გალის მიმართ ასეთი საინტერესო ფრაზით შემოიფარგლა: ,,როგორც ჩანს, ვან გალი მეფე მიდასია, ყველაფერს ოქროდ აქცევს რასაც შეეხება. მისი რეპუტაცია და გამოცდილება ,,იუნაიტედს'' ბევრს შემატებს. ვფიქრობ გასული სეზონის თამაშს 20-25%-ით შეცვლის და გააუმჯობესებს''. საინტერესოა თუ როგორ აღნიშნავს ლუი თავის როლს ფეხბურთელების პროგრესირებაში: ,,მე შემიძლია ფეხბურთელი 10%-ით უკეთესი გავხადო, მაგრამ მან ჩემი უნდა ირწმუნოს და ბოლომდე შეასრულოს ჩემი დავალებები"

ვან გალი გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია ფეხბურთელს საუკეთესო პოზიცია მოუძებნოს და ამასთან მისი ფსიქოლოგიური და მორალური პრობლემებიც გადაჭრას. ,,პასი A-დან B წერტილში ადვილი შესასრულებელი არ გახლავთ. ეს ერთი ფეხბურთელის მიერ ბურთის გადაცემაა მეორეზე .ფსიქოლოგია ყველასა და ყველაფერზე ახდენს გავლენას''

ჩატარებული შეხვედრები ასეთი მიდგომის ეფექტივობას ამტკიცებს. ეშლი იანგი ახალ სათამაშო როლში ნამდვილად ბრწყინავს. დარენ ფლეტჩერს კი ნამდვილი რენესანსი დაეწყო და მან ვიცე–კაპიტნობაც მოიპოვა.

მოწინააღმდეგეების ტოტალური შესწავლა


ვან გალი ყოველ წვრილმანს უდიდეს ყურადღებას უთმობს.

,,ბაიერნში'' მუშაობისას მან ერთხელ ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეების ძლიერი და სუსტი მხარეები დეტალურად გააცნო, მიუხედავად იმისა, რომ მათ რიცხვში მეოთხე დივიზიონის გუნდი იმყოფებოდა. ,,ტაქტიკური თვალსაზრისის მიხედვით ვან გალი შეუდარებელია. ზუსტად იცის თუ რისი გაკეთებაა საჭირო'' – ამბოდა ჩავი. ,,ვარჯიშებზე ისეთ რამეებს გასწავლით მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად, თითქოს თავიდანვე იცოდეს და წარმოედგინოს თუ როგორ ზუსტად ითამაშებს ის.საბოლოოდ კი ყველაფერი ამართლებს'' – იხსენებს დე ბური.

შეძლებს კი ვან გალი ამის გამოყენებას ,,მანჩესტერში'' ? არსებობს სახიფათო ნიშნები. მთავარი – როგორ რეაგირებას მოახდენენ ფეხბურთელები, თუ მწრვთნელი ვერ მოახერხებს ბალანსის პოვნას თავის თამაშსა და მეტოქის განეიტრალებაში ? სწორედ ამაში იყო დევიდ მოიესის მთავარი პრობლემა.

გადაუწყვეტელი პრობლემა დაცვის ცენტრში


ვან გალი არ მალავს და ამბობს, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ შემადგენლობაში ერთი ცენტრალური მცველით მეტი ეყოლებოდა. მაგრამ პრობლემა არა მხოლოდ ჰოლანდიელის უკმაყოფილებაშია, არამედ იმაშიც რომ გუნდს მემარცხენე ცენტრალური მცველი სჭირდება კარგი პირველი პასით. ალბათ სწორედ ამიტომაც არ ეშვებოდა ,,იუნაიტედი'' თომას ვერმალენს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰოლანდიელი ნებისმიერი ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება. როგორც ცნობილია მისი ფილოსოფიის არსი მარტივ დეტალებშია. მარტინ დემიჩელისი ასეთ რამეს იხსენებს:,, მთელი ჩემი კარიერა ,,ბაიერნში'' ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და ხშირად მარცხენა ფლაგზეც გადავდიოდი,როგორც ახლა ,,სიტიში''. ვან გალი კი ითხოვდა რომ ამ პოზიციაზე მას მემარცხენე ფეხბურთელი სჭირდებოდა. მე ვცდილობდი ძლიერად მეთამაშა ,იმ წელს ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. ლიგის ფინალშიც გავედით მაგრამ დავმარცხდით. ვან გალი კი კვლავ ითხოვდა მემარცხენე მცველის მოყვანას''

სუსტი თამაში 4–3–3 ტაქტიკის წინააღმდეგ


ერთ–ერთი მთავარი ინტრიგა – როგორ გაუმკლავდება ,,იუნაიტედი'' 4–3–3 სათამაშო სქემით მოთამაშე გუნდებს. 3 მცველით თამაში 4–3–3 ფორმაციით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ სირთულეებს წარმოქმნის, განსაკუთრებით მაშინ როცა მეტოქე პრესინგს ცდილობს. ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა, როცა 4–3–3 ფორმაციით მოთამაშე ავსტრალიასთან ჰოლანდიის ნაკრებს პირველ ტაიმში ძალზედ გაუჭირდა, მეორე ტაიმში კი ვან გალმა თავისი ტაქტიკა შეცვალა და შედეგსაც მიაღწია. ანალოგიური ითქმის წინასასეზონო მატჩზე ,,ლივერპულის'' წინააღმდეგ.

4–3–3 ვან გალის ერთ–ერთი ვარიანტია რომელიც მან ,,ლივერპულის'' წინააღმდეგ გამოიყენა მეორე ტაიმში და სასურველი შედეგიც მიიღო. როგორ და რა სქემით განაგრძობს ჰოლანდიელი თამაშს და რის მიღწევას შეძლებს ,,იუნაიტედი'' მისი ხელმძღვანელობის ქვეშ,ეს ის კითხვებია რომელსაც წლევანდელი სეზონი გასცემს პასუხს.

Sports.ru
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 14:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი პრობლემა დაცვის ცენტრში და გადაუწყვეტელი პრობლემა ნახევარდაცვის ცენტრში! ყველაზე დიდი შეცდომა თავის დროზე სქოულზის დაბრუნება იყო, ვერა და ვერ მოუძებნეს სემცვლელი მაგ კაცს და მანდედან დაიწყო ყველაფერი ალბათ

კარგი შუა მცველის დამატებით ვფიქორბ ახალი სქემა გაამართლებს მარა როგორც სქოულლზმა თქვა სისწრაფე აკლიათ, ბურთს აკონტროლებენ და ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებენ. წინა თამაშზე სუონსის ორი შეტევა ჯობდა იუნაიტედის მთლიან თამაშს.
0
№2
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 15:28
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
შეცდომა და პრობლემა ბევრია მაგრამ არა გამოუსწორებელი. აუცილებელია ნახევარდაცვის და დაცვის დალაგება რასაც დიდი იმედი მაქვს ვან გაალი შეძლებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: VaRdo
17 აგვისტო 2014 15:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: მარიამი
შეცდომა და პრობლემა ბევრია მაგრამ არა გამოუსწორებელი


გამოუსწუორებელი რომ არის მაგიტოამცაა მეორე წელი რომ ვისაც უსწორდება ყველა ჩვენ გვალეწავს თავზე ბურთს. სანამ არ ვიყიდით 2-3 კარგ ფეხბურთელს მანამ ვიქნებით ამ ნაგავი გუნდების დაბლა და ქვევიდან მოგვიწევს მათი პარპაშობის ყურება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: chestersa
17 აგვისტო 2014 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Aranairi taqtika da filosofia ar gvishvelis tu gundidan 6 fexburteli ar gavushvit da 4 ar viyidet
0
№5
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 13:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პრემიერ ლიგაში მაგარი უჭირს ამ ტაქტიკას ჩემი აზრით :X იმედია უფრო დახვეწავენ ან უფრო მაღალი დონის მცველებს იყიდიან :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top