თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 01:14
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2229,
კომენტარები: 8
საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი
ლუი ვან გაალის დიდებული წარსული
საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი
1997 - 2000 წლებში კამპ ნოუზე ან მუშაობდნენ, ან თამაშობდნენ ისინი ვინც ახლა "იუნაიტედის", "საუთჰემტპონის", "ჩელსის", "ბაიერნის", "აიაქსის", "პსვს" და "ბარსელონას" თავკაცები არიან.

საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი


ლუის ენრიკე, ფილიპ კოკუ, ფრანკ დე ბური, პეპ გუარდიოლა, რონალდ კუმანი და ჟოზე მოურინიო. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი სწორედ ლუი ვან გაალის დიდი დამსახურებითაა წარმატებული მწვრთნელი.

1997 წელს ვან გაალი "ბარსელონაში" მივიდა, მაშინ "ბარსელონას" თავკაცი ბობი რობსონი იყო, თუმცა ვან გაალმა შეძლო მისთვის ადგილის ართმევა. ვან გაალმა სამწვრთნელო შტაბში ჟოზე მოურინიო მიიწვია.

ცენტრალურ ზონაში მაშინ პეპ გუარდიოლა და ლუის ენრიკე თამაშობდნენ. რონალდ კუმანი მწვრთნელის თანაშემწედ მიიწვიეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კლუბმა ფრანკ დე ბურიც შეიძინა.

აქვე მოკლე ისტორია იმის შესახებ თუ როგორ ნახა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ლუი ვან გაალი სადილის დროს. როგორც მისი ფანი ის მასთან მივიდა: "ეს ადამიანი, - ეუბნებოდა ჟურნალისტი თავის ცოლს - "მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან თანამედროვე ფეხბურთი მოიგონა".

როდესაც დაფიქრდა და მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა ეპითეტეპთან მან ვან გაალს შეხედა, ლუიმ გაიღიმა და თავი დაუკრა.

შესაძლოა ვან გაალს არ მოუგონებია თანამედროვე ფეხბურთი, თუმცა როლი, რომელიც მან ბევრი თანამედროვე ტოპ მწვრთნელის წარმატებაში ითამაშა ძალიან დიდია. "არ ვარ დარწმუნებული, რომ ვან გაალი საუკეთესოა, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილადაა. - ამბობს გუარდიოლა - "მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მე მინდა მისგან გავიგო გააკეთებდა თუ არა ყველაფერს ძველებურად კიდევ ერთხელ რომ ჰქონოდა ამის შანსი".

საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი


ვან გაალის პირველმა ორ სეზონმა "ბარსელონაში" ორი ტიტული მოუტანა კლუბს. მესამე სეზონის დროს კი რივალდოსთან კონფლიქტის შემდეგ ვან გაალმა კლუბი დატოვა.

ნათელია, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანის ერთად ყოფნამ დაახლოვა "ბარსელონა" და "აიაქსი". რობსონიც კი შეიძლება მათ დავუკავშიროთ, რადგანაც "ვესთ ბრომვიჩში" თამაშის დროს მას ვიკ ბუკინგემი წვრთნიდა, ადამიანი რომელსაც "აიქსიც" ჰყავდა გაწვრთნილი და "ბარსელონაც".

თუ "აიაქსში" მყოფი ფეხბურთელი გონივრულად და კარგად თამაშობდა, "ბარსელონაში" იგი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჩაირიცხა "ბარსელონაში" სწორედ "აიქსის" საფეხბურთო სკოლის გავლის შემდეგ. ეს დიდწილად კრუიფის დამსახურებაა, როცა ის აკადემია La Masia-ში მუშაობდა.

საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი


პეპ გუარდიოლა ამ აკადემიის კიდევ ერთი წარმომადგენელია. ის აქ ჩამოყალიბდა და სწორედ აქ მიიღო პირველი სამწვრთნელო გამოცდილება.

მან ვან გაალის პირველი სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა იყო ჭორები, რომ მას არ სურდა ვან გაალთან თამაში. ყველაფერ ამას მოყვა ვან გაალის შემდეგი სიტყვები: "მე გუარდიოლა კაპიტანი გავხადე. მაშინაიც კი შეგეძლოთ გენახათ, რომ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთელი იყო. შეეძლო ელაპარა, როგორც მწვრთნელს. მაშინ ეს ბევრს არ შეეძლო."

გუარდიოლა არა მხოლოდ მწვრთნელის დანაბარებს ატყობინებდა ფეხბურთელებს, არამედ თავის ვარიანტებსაც სთავაზობდა.

ერთ-ერთი ასეთი სიტუაციის დროს გუარდიოლმა ემუდარებოდა ვან გაალს ეპატიებინა ხრისტო სტოიჩკოვისთვის, რომელიც დისციპლინის დარღვევის გამო მეორე გუნდში ვარჯიშობდა. ამის შემდეგ ხრისტო კიდევ ერთხელ შეცდა და ბოლოს გვარდიოლა დაეთანხმა მწვრთნელს - ვან გაალი მართალი იყო.

საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი


არ შეიძლება ითქვას, რომ გუარდიოლა ვან გაალის კლონი გახდა. პეპი უფრო კრუიფის სტილს მისდევდა, ვიდრე ვან გაალის. ორივე მწვრთნელი "აიაქსის" 4-3-3-ზე გაიზარდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 3-4-3-ად გადაიქცევა. ვან გაალმა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო, როცა "ალკმაარშიც" და ჰოლანდიის ნაკრებშიც ვინგერების გარეშე თამაში გადაწყვიტა. გასაგები რომ იყოს, მწვრთნელი რომელიც "აიაქსის" სტილს ყველაზე მეტად მისდევდა ფრანკ დე ბურია. რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც ის აკადემიის კიდევ ერთი წარმომადგენელია.

საუკეთესო ქოუჩ-სემინარი: როგორ მოამზადა ვან გაალმა 5 ტოპ მწვრთნელი


ძირითადი სქემისგან ყველაზე შორს ჟოზე მოურინიო წავიდა. ესეც არ არის გასაკვირი, რადგანაც ჟოზეს არავითარი კავშირი არ აქვს ლა მაისეს აკადემიასთან.

მოურინიოს მუშაობამ პოზიციურ თამაშზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გაალზე, რომ ის ჟოზეს რჩევების მიცემის და ტაქტიკური ცვლილებების განხორციელების უფლებასაც აძლევდა.

მოურინიოს თავდაჯერებულის ზრდასთან ერთად ვან გაალმა შეამჩნია, რომ ჟოზე ამპარტავან პიროვნებად გადაიქცა, რომელიც ავტორიტეტებს არ აფასებს. "ის არ იკავებდა თავს შემოსულიყო ჩემთან პოლემიკაში თუ რაიმე არ მოსწონდა.

სწორედ ამიტომ მის აზრს ყველაზე მეტად ვაფასებდი. ჩემი ფილოსოფია ყოველთვის იყო შემტევი სტილი, მისი კი პოზიციური თამაში, რადგანაც მე ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება მინდოდა მას კი მხოლოდ მოგება. სწორედ ამაშია განსხვავება."


სწორედ ეს ორი განსხვავებული ფილოსოფია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. ამჯერად ინგლისში. ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" და ჟოზე მოურინიოს "ჩელსი", ეს იქნება დიდი მოვლენა და ორი დიდი მწვრთნელის, მასწავლებელის და მოსწავლის დაპირისპირება.

ეს ბოლო განცხადება ეჭვქვეშ იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჰოლანდიის ნაკრები უმეტესწილად კონტრშეტევებზე თამაშობდა.

საქმე იმაში არაა ვის როგორი ფილოსოფია აქვს, ვის როგორი ხედვა, საქმე იმაშია, რომ ვან გაალმა შეძლო ყველანაირი ხასაითის და დიდი ნიჭის მქონე ადამიანების გაწვრთნა და იმის მიცემა, რასაც ყოველი მათგანი კარიერის ბოლომდე ვერ დაუბრუნებს მას.
სტატიები, ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
17 აგვისტო 2014 01:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
სღ ავტორ ვან გაალმა ასწავლა ამმათ მაგარი კაცია დძან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: TOSHIBA
17 აგვისტო 2014 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
გენიოსია ვან გაალი
0
№3
ავტორი: GeorgianDevil
17 აგვისტო 2014 01:25
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
ავტორ სააღოლ კაია,დამასწარი ამ ღამით უნდა დამეწერა wink ვან გალია ძლიერი სპეციალისტია და გუნდმაც უნდა შეასრულოს მისი მოთხოვნებები,ფეხბურთელები სჭირდება ამ კაცს და ყველაფერს მაღალ დონეზე შეასრულებს.გამოცდილი ძალიან და დღევანდელი მარცხი ვერაფერ პანიკაში ვერ ჩააგდებს,თუმცა კი საინტერესოა გუნდი წაგებულ მატჩებს როგორ უპასუხებს.მოკლედ #InVanGaalWetrust
0
№4
ავტორი: AkkRed
17 აგვისტო 2014 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს კაცი ისე არ წავა სანამ ლიგას არ მოგვაგებინებს )))
0
№5
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 12:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რადგანაც მე ხალხისთვის სიამოვნების მინიჭება მინდოდა მას კი მხოლოდ მოგება.


ესეც განსხვავება.

დარწმუნებული ვარ გიგზის სახით კარგ მწრთვნელს გაზრდის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 14:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვეთანხმები ჟურნალისტს, ერთ–ერთი საუკეთესო მართლა არის. ძალიან მაგარი ხალხი გამოზარდა და მაგრად მომწონს მიის ფილოსოფია და დამოკიდებულება საქმისადმი
0
№7
ავტორი: Red Hooligan
17 აგვისტო 2014 17:18
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მართლაც რომ ძალიან მაგარი მწვრთნელი გვყავს და გაგვიმართლა რომ მოვიდა ჩვენთან. დარწმუნებული ვარ ლუიში და მალე შედეგსაც დადებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 09:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სწორედ ეს ორი განსხვავებული ფილოსოფია ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. ამჯერად ინგლისში. ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" და ჟოზე მოურინიოს "ჩელსი", ეს იქნება დიდი მოვლენა და ორი დიდი მწვრთნელის, მასწავლებელის და მოსწავლის დაპირისპირება.


მოუთმენლად ველოდები ამ დაპირისპირებას :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top