თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 13:48
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1673,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "ტრანსფერის გაკეთება 24 საათში შემიძლია"
ვან გაალი ისევ დუმს.
ვან გაალი:
ვან გაალმა ყოველგვარი ჭორი უარყო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს მედიასთან ტრანსფერებზე საუბარს.

"მე მინდა დავეხმარო ჩემს გუნდს. მხოლოდ მაშინ მექნება მათი განსჯის უფლება, როცა მათი მწრთვნელი და ტრენერი ერთად გავხდები. ვანხორციელებ ჩემს ფილოსოფიას და უკვე ისიც ვიცი როგორ გამოიყენებენ ბიჭები მას."

"მხოლოდ ამერიკის ტურნე არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემს ფეხბურთელებს კიდევ ორ კვირას ვაძლევ. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია. უნდა ველოდოთ და ველოდოთ. ფეხბურთელის ყიდვა კი 24 საათშიც შესაძლებელია, დამიჯერეთ. ეს პრობლემა არ არის."

"რათქმაუნდა, შემიძლია თქვენთან გავიარო ყველა ტრანსფერის თემა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ამ ყველაფერს ედ ვუდვორდთან გავარკვევ და არა თქვენთან, მედიასთან."


ვან გაალი აცხადებს, რომ წინასასეზონო ტურნე ძალიან მამოტივირებელია მისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. "იუნაიტედს" რწმენა შეემატა. ჰოლანდიელი კი ძალიან მოტივირებულია "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობით და ყველაფერს აკეთებს, რომ "მანჩესტერის" კულტურას შეეჩვიოს.

"ხალხი ყოველთვის უამრავ ტიტულს ელის. ეს მხოლოდ "იუნაიტედში" არ ხდება, იმავე ხდება "ჩელსიში", "სიტისა" და "ლივერპულში". ყველა განსაკუთრებულად არის განწყობილი წინასასეზონოდ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე გუნდის დამარცხება შევძელით დამარცხება შევძელით და ამან მეტი რწმენა შეგვმატა. დიდი კლუბები დავამარცხეთ, ამიტომაც არის, რომ მოლოდინი დიდია."

"შენ ამ მოლოდინის გამართლება გიწევს და ეს ძალიან რთულია. მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ეს უნდა შევძლოთ. მე ბევრ პრესკონფერენციაში ვთქვი, რომ "იუნაიტედში" ყველაფერს ვერ შევცვლი, ამ კულტურას უნდა ავუწყო ფეხი. ეს პროცესია და ამ პროცესის გასავლელად ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ხანდახან დიდ ნაბიჯებს დგამ, ხანდახან ვარდები. მაგრამ ამ დროს შენ შენი თავი უნდა წამოაყენო და ახალი, უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს ხდება სწორედ. ჩემპიონი ოქტომბერში არ ვლინდება, "პრემიერ ლიგის" ჩემპიონობის გვირგვინს მაისში იდგამენ."


როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს შეცვლის თუ არა 3-5-2 წყობას "სუონსისთან" მატჩისთვის ტრამვიანობის გამო, მან ასეთი პასუხი გასცა:

"არა, იმიტომ რომ ეს ტაქტიკა ამ ფეხბურთელებთანაც გამოვცადე. გაგრძელება შეცვლაზე მარტივია."

"ტაილერ ბლეკეტმა კარგად ითამაშა. ეს მოხდა მაშინ როცა ჯონი ევანსი კარგად გრძნობდა თავს. ამ პოზიციაზე უნდა იდგეს მარცხენა მცველი და ეს ახალგაზრდა ის არის ვინც მე ახლა მჭირდება."

"მე სამი კრეატიული ფეხბურთელი მყავს გუნდში. ამ ყველაფერს გუნდურად შევძლებთ. ალბათ ყველამ ნახეთ ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე, იმავეს გაკეთებას ვაპირებ "იუნაიტედშიც", უბრალოდ ამას დრო სჭირდება".


manutd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgianDevil
16 აგვისტო 2014 13:51
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
მაინცდამაინც 31 აგვისტოს უნდა გვაცდევინო ? :D
0
№2
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 13:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ხალხი ყოველთვის უამრავ ტიტულს ელის. ეს მხოლოდ "იუნაიტედში" არ ხდება, იმავე ხდება "ჩელსიში", "სიტისა" და "ლივერპულში"


"არსენალი" რომ გამოტოვა wink wink wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: AkkRed
16 აგვისტო 2014 14:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა შემართებითაა ტიპი მოსული წელს ლიგაზე რო ვყოფილიყავით მოვიგებდით ^_^ :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2014 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რავიცი რაღა შანსს აძლევს ტო, ვერ ხედავს რო ამდ აცვით ვერაფერს ვიზამთ? ბლეკეტით უნდა პრემიერ ლიგაში ოთხეულში შესვლა? ატრაკებს რა. ბლინდი წამოიყვანოს, ცენტრალური მცველი დავითრიოთ ვინმე მარტო ჰუმელსი კი არ თამაშობს მაგ პოზიციაზე და ცენტრს მიხვედოთ, კარვალიო მაინც წამოიყვანონ სპორტინგიდან, რა დროზეა აქ ლაპარაკი ვისი იმედი აქვს ფლეტჩერის? კაია ნორმალურად რო ითამაშა მარა როგორ შეგვხვდება სიტი და გვათრევს როგორც ყოველთვის
0
№5
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 14:51
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ბლეკეტზე სწორს აკეთებს, ეხლა სუონნსი ის გუნდი არაა ვინც რაიმე წინააღმდეგობას უნდა გვიწევდეს, 15 დღეა დარჩენილი და 2 თამაში წინაა, დარწმუნებული ვარ კიდე დააკვირდება ფეხბურთელებს და თუ საჭირო გახდება იყიდის რა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: Manchester United 14
16 აგვისტო 2014 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ასე ნელ ნელა ჩამთავრდება სატრანსფერო ფანჯარა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: PartyMooNsTeeR
16 აგვისტო 2014 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
31 AGVISTO Gelodebit!!
0
№8
ავტორი: Manchester_M
16 აგვისტო 2014 15:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: AkkRed
რა შემართებითაა ტიპი მოსული წელს ლიგაზე რო ვყოფილიყავით მოვიგებდით ^_^ :D

მომავალ წელს უფრო დიდი შანსი გვექნება მოგების ვიდრე წელს გვექნებოდა დამიჯერე ;) თან ლიგაზე რომ ვიყოთ მოიესი გვეყოლებოდა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top