თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 12:21
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2328,
კომენტარები: 11
ბლეკეტი ძირითადში იქნება
ვან გაალი საშიშროებას ვერ ხედავს.
ბლეკეტი ძირითადში იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი, ტაილერ ბლეკეტი დღეს თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს ოლდ ტრაფორდზე, იმის გამო, რომ ვან გაალს რამდნემე მცველზე ხელი არ მიუწვდება ტრავმიანობის გამო.

ჰოლანდიელს 9 ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული ან ფორმაში სრულად არ მყოფი, ამიტომ სწორედ ტაილერი იქნება ერთ-ერთი იმ სამისგან ვინც დავის ცენტრს გაამაგრებს დღევანდელ შეხვედრაში.

ბლეკეტმა სასტარტო შემადგნლობაში დაიწყო თამაში 12 აგვისტოს, "ვალენსიას" წინააღმდეგ. გასულ სეზონში იგი განათხოვრებული გახდლათ ჩემპიონშიფის კლუბებში, "ბლექპულსა" და "ბირმინგჰემში."

ტაილერი რვა წლიდან ირიცხება "მანჩესტერ იუნაიტედში". ვან გაალი კი აცხადებს: "ჩემი ფილოსოფია ასეთია, რომ შენ გჭირდება ცაცია ცენტრალური მცველი მაგ პოზიციაზე. შესაძლოა ეს იყოს დღის ერთადერთი სიახლე."

"იუნაიტედის" ბოსს სულაც არ აღელვებს, რომ მისი ფეხბურთელები ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებიან და აცხადებს: "მე ძალიან თვითდაჯერებული ვარ. სულაც არ ვღელავ, 9 ფეხბურთელს ტრავმა აქვს, მაგრამ მე ამაზე არ ვღელავ." დაასრულა ჰოლანდიელმა.

წყარო: Mirror


როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელების ტრავმები ვან გაალის გადამეტებული ვარჯიშის ბრალია ?

დიახ
არა

ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 12:39
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხოდა ძალიანაც კარგი სმოლიგს 10 თავით მირჩევნია ბლეკეტი და იმედი მქონდა, რომ ძირითადში მოხვდებოდა...

რაც შეეხება ტრავმებს, ვან გაალი რა შუაშია, რომელი სეზონი გახსენდებათ როდესაც 5-ზე ნაკლებ კაცს ჰქონდა ტრავმა, თუნდაც გასულ სეზონში ტრავმების მთელი კასკადი იყო, იმის წინაში, იმის წინაში და ა.შ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2014 12:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაიმსახურა winked ვნახოთ ოპრემიერ ლიგაში როგორ ითამაშებს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 აგვისტო 2014 12:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ იპოვა ნიჭი, მას გამოყენების საშუალებაც უნდა მისცეს. სუონსის თავდასხმა ფიზიკურად ძლიერია და რას უზამს ეს იმათ არ ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 13:09
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კარგია მომწონს ეს ბიჭი. ვნახოთ რას იზამს დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgianDevil
16 აგვისტო 2014 13:18
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
არა კაცო რა გადამეტებული ვარჯიშების ბრალი,კიდე მეტი უნდა ავარჯიშო ესენი და გასული სეზონი უნდა შეახსენო ყოველ მატჩამდე და მატჩის შემდეგ wink მე მომხრე ვარ,ითამაშოს დღეს ძალიან კაია
0
№6
ავტორი: Malboro463
16 აგვისტო 2014 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
მე ვარ ცაცია სიმაღლეშიც კი ვარ 2 მეტრო და ფეხბურთის იანგზე მეტი გამეგება
არ ამიყვანენ ნეტა? wink
0
№7
ავტორი: UTD-Rule
16 აგვისტო 2014 13:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ,ვნახოთ ფაქტია ერთი ცენტრალური მცველი გვჭირდება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: love united
16 აგვისტო 2014 13:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სხვების არ ვიცი მაგრამ შოუს ტრავმა ნაღდად ლუის ბრალია :დ მსუქანი არისო და რაღაც სპეციალური ვარჯიშები დააწყებინა,მეორე დღეს ტრავმა მიიღო :დ ბლეკეტი areyoukiddingme
0
№9
ავტორი: GeorgianDevil
16 აგვისტო 2014 13:53
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
Malboro463,
წელს შენი კონკურენტი მაგარ ფორმაშია და ამიტომ გაგიჭირდება wink
0
№10
ავტორი: Manchester_M
16 აგვისტო 2014 15:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მეც რაღაცა მგონია რომ ზედმეტი ვარჯიშისგან მიიღო შოუმ ტრამვა მაგრამ მთლად ვან გაალის ვარჯიშებიც არ არის დამნაშავე :X ბლეკეტის ყოფნა მომწონა ძირითადში იმსახურებს ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top