კევინ სტროტმანის აგენტმა ჰილ დეკერმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც რომ დაინტერესებულია მისი კლიენტით. "პსვ"-ს 22 წლის ნახევარმცველის შეძენა საკმაოდ ბევრ წამყვან კლუბს სურს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ჰოლანდიელი თავის მოქმედ გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.
"ევროპის ყველა ტოპ-კლუბმა იცის კევინის შესახებ, მაგრამ მისი ინგლისში გადაბარგება მისთვის ყველაზე პრიორიტეტულია, - ციტირებს დეკერს TalkSport-ი. "დიახ, მე შემიძლია დავადასტურო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ასევე სხვა ევროპული ტოპ-კლუბები დამიკავშირდნენ."
"პსვ"-ს მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ასევე განაცხადა, რომ სტროტმანის ტრანსფერი უკვე მხოლოდ დროის საკითხია.