თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 09:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1564,
კომენტარები: 4
ერერა: "მე უარს ვერ ვიტყოდი "იუნაიტედში" თამაშზე
ანდერ ერერა ბედნიერია იმით, რომ შანსი მიეცა "იუნაიტედში" თამაშისა.
ერერა:
"მე არასოდეს დავტოვებდი "ბილბაოს" თუ "იუნაიტედი" შემოთავაზებას არ გააკეთებდა." აცხადებს ერერა. "მე დავტოვე განსხვავებული, უნიკალური კლუბი სპეციალური ფილოსოფიითა და განსაკუთრებული ხალხით. ეს არის კლუბის, სადაც მხოლოდ განსაკუთრებულებს აქვთ პრივილეგია, ატარონ მისი მაიური, მაგრამ ვინ იცის, რომ არა "იუნაიტედი" მე მომდევნო 10 წელიც "ბილბაოში" გამეტარებინა. ეს ინგლისის ყველაზე დიდი კლუბია, ახალი პროექტით, ახალი მწვრთვნელითა და ახალი ფეხბურთელებით. რაღა თქმა უნდა ახალი მიზნითაც - დაუბრუნდეს კლუბი იმ ადგილს, სადაც 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა."

მოგეხსენებათ, რომ წელს "იუნაიტედი" ა.შ.შ-ში იმყოფებოდა მოსამზადებელი ტურნის ეგიდით და ეს ყველაფერმა თვალის ახლვის როლი ითამაშა ერერასთვის და დაანახა თუ რა დიდებული კლუბია "იუნაიტედი."

"როდესაც აშშ-ში ვიმყოფებოდით, ჩვენს სასტუმროსთან ყოველთვის ათასობით ხალხი მოძრაობდა. როდესაც "რეალს" ვეთამაშეთ, სტადიონზე 109 000 ადამიანი, უმეტესად "იუნატედის" ფორმაში ესწრებოდა მატჩს, 80 000 "გალაქსისთან" მატჩში და 60 000 "რომას" წინააღმდეგ. კარინგტონის სავარჯიშო ბაზაზე კი ყოველდღე ახალ ადამიანებს ვხედავ, რომელსაც აქამდე არ შევხვედრივარ. შენ ყოველ წამს გრძნობ ამ კლუბის სიდიადეს. შედიხარ გასახდელში და ხედავ ფლეტჩერს, ქერიქს, რუნის და ვან პერსის, რომლებსაც ყველაფერი აქვთ მოგებული და უმაღლეს დონეზე იმყოფებიან 10 წლის მანძილზე და არა მხოლოდ 2-3 სეზონის განმავლობაში. მე ახლა 25 წლის ვარ და ვფირქობ აქ გადმოსვლა დროული იყო. არ მიფიქრია რომ ჩემი მატარებელი უკვე წავიდა. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად, "იუნაიტედი" ისეთი შემოთავაზებაა, რომელსაც ვერ უარყოფ." დაასრულა ესპანელმა.

წყარო: RepublikOfMancunia
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
16 აგვისტო 2014 09:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ხედავ ფლეტჩერს, ქერიქს, რუნის და ვან პერსის,

კერიკი ამათთან ერთად არის უკვე ტრამვა ხომ ქონდა ? ვის ატყვილებს ეს მაიმუნი ბავშვი :D
0
№2
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 10:16
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
როდესაც "რეალს" ვეთამაშეთ, სტადიონზე 109 000 ადამიანი, უმეტესად "იუნატედის" ფორმაში ესწრებოდა მატჩს


ეს უკვე იმდენჯერ აღნიშნა, უეჭველი ბილბაოს თამაშებზე მთელს სეზონში არ მიდიოდა ამდენი კაცი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2014 12:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამან ოლდ ტრაფორდის ატმოსფერო ნახოს და ის 109 000 კაცი აღარ გაახსენდება
0
№4
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 13:05
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ოლდ ტრაფორდზე რო ჩაატარებს მატჩს მერე ნახეთ ამის ემოციები wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top