თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 10:29
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 1710,
კომენტარები: 8
აქვს თუ არა ზაჰას მომავალი ?
სტატიაში მოგითხრობთ უილფრიდ ზაჰას შესაძლო მომავლის შესახებ
აქვს თუ არა ზაჰას მომავალი ?
სერ ალექსის ბოლო შენაძენი, რომელიც მან ,,იუნაიტედს'' საჩუქრად დაუტოვა უილფრიდ ზაჰა გახლავთ. შოტლანდიელმა მოიწონა 15 მლნ ფუნტის შენაძენი, რომელმაც ,,კრისტალ პალასში'' შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. დევიდ მოიესმა კი ზაჰა არენდით ,,კარდიფში'' გაუშვა, თუმცა ვილფრიდმა აქ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ,,მანჩესტერს'' მოცემული მომენტისათვის ნადმვილად არ ჰყავს ისეთი მოხერხებული და სწრაფი ვინგერი, რომელიც მეტოქის საჯარიმოში უამრავ ხიფათს შექმნიდა, გამბედავად წავიდოდა წინ, მცველებს მოატყუებდა და სიტუაციას გაამწვავებდა, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუ და არიან რობენი აკეთებენ.
ზაჰას ძლიერი მხარეები – დრიბლინგი და საგოლე მომენტების შექმნა. მარცხენა ფლანგიდან მისგან უფრო მეტი ხიფათი მოდის ვიდრე ეშლი იანგისგან. მოგეხსნებათ ეს უკანასკნელი ვან გალმა სწორედ მარცხენა ფლანგის მცველის პოზიციაზე მოგვივლინა წინასასეზონო ტურნეზე. ვან გალის მოსაზრებით ზაჰა დაკარგულ ბურთზე არ იბრძვის და დაცვაშიც ნაკლებად თამაშობს. სწორედ ამის გამო კარგავს ის შანსს მოხდეს ფლანგზე 5–3–2 ფორმაციის დროს.
მას რჩება მხოლოდ ერთი, გაიბრძოლოს ცენტრფორვარდის პოზიციაზე, სადაც მისი კონკურენტები ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა რუნი, ვან პერსი, იანუზაი, ჩიჩარიტო, უილსონი და უელბექი.
ვან გალმა პრესას უკვე განუცხადა ,რომ იმ ფეხბურთელების სია რომელიც მას არ სჭირდება უკვე მზადაა. დიდად სავარაუდოა რომ ამ სიაში უილფრიდ ზაჰაც ვიხილოთ.
ძირითადში მოხვედრის შანსები ძალიან დაბალია. ტურნეზე გამორჩეული შთაბეჭდილებების მოხდენა უილფრიდმა ვან გალზე ვერ მოახერხა. მაგრამ მისი ასაკიდან გამომდინარე (21 წელი) ვან გალი მას დიდი ალბათობით კიდევ ერთ შანსს მისცემს.
აქვს თუ არა ზაჰას მომავალი ?

აქვს თუ არა ზაჰას მომავალი ?


შესაძლოა ვან გალმა ზაჰა განაპირა მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე გამოიყენოს, ჰოლანდიის ნაკრებში ამ პოზიციაზე ვან გალი მემფის დეპაის ათამაშებდა. მაგრამ ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა შეტევების დასრულება და კომბინაციური თამაში, ზაჰა აშკარად ჩამოუვარდა მის თანაგუნდელებს თავდასხმაში. მისი თამაში სიჩქარესა და ფინტებზეა დამყარებული, ეს კი არც ისე საკმარისია.
უილფრიდი ტურნეზე თავის გამოჩენის საკმაოდ დიდ შანსს ფლობდა. თუ არ ჩავთლით რამოდენიმე გაქცევას ფლანგზე, მისი თამაში დიდ სიამოვნებას ვერ ტოვებდა, ბევრი დაკარგული ბურთი და ორთაბრძოლების წაგება.
შეგიძლიათ ზაჰას მოქმედებებს ადევნოთ თვალი წინასასეზონო ტურნეზე ,,ინტერთან'' გამართულ მატჩში, სადაც ფორვარდის პოზიციაზე ვერაფრის ჩვენება ვერ მოახერხა.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ის ხშირად კარგავს ბურთს და ხშირადვე ეცემა. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც ძნელია რაიმე მოსაწონის დანახვა.

აქვს თუ არა ზაჰას მომავალი ?

1.ღებულობს ბურთს და გვერდს უვლის პირველ მოწინააღმდეგეს.
2.გვერდს უვლის მეორე მოწინააღმდეგეს და შედის საჯარიმოში .
3.ნაჩქარევი დარტყმა რომელიც არაზუსტი გამოდგება.

ახალგაზრდა ინგლისელის მომავალი ან ,,იუნაიტედის'' სათადარიგოთა სკამია, ან ,,ოლდ ტრაფორდის'' დატოვება.
თუ ჭორებს დავუჯერებთ ჰოლანდიელმა უკვე მიუთითა ზაჰას კლუბის დატოვებაზე, მისი მომავალი კლუბი ,,საუთჰემპტონი'' ან კვლავ ,,კრისტალ პალას'' გახდება !

Carrick.ru
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
16 აგვისტო 2014 10:31
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ნიჭიერი ბიჭია smile უნდა მიეცეს ამას შანსი, 1 - 2 წელიწადში მინიმუმ იანგს აჯობებს lol
რავიცი დეილი მეილზე ვნახე რომ, ზაჰა ქპრ-ში გადადისო და რამდენად მართალია არ ვიცი ...
გამოგვადგება აგი ბაღანე derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 10:32
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მომეწონა ეს სიახლე, რო გამოგზავნე იქიდანვე წავიკითხე...

რაც შეეხება ზაჰას, აქვს ბიჭს რაღაც, მაგრამ არაა სრულყოფილი ტიპი რაა, შეიძლება მომენტში იანუზაიზე კარგად ითამაშოს, მაგრამ ფაქტია ადნანი უფრო დიდი ტალანტია. მე პირადად ზაჰას მივცემდი 1 სეზონიც შანს, მაგრამ მერე შეიძლება ფასიც დაუვარდეს და ჯობია როგორც ტალანტი ისე გავყიდოთ :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: chudikone
16 აგვისტო 2014 11:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგი სიახლეა, ყოჩაღ! ზაჰაზე რა უნდა ვთქვა, ძალიან მეიმედებ(ოდ)ა ამ ბიჭის და აშკარად დაღვინება უნდა, არ ვიცი რატომ მაგრამ რაც კრისტალ პალასში და ინგლისის ახალგაზრდულში იყო იმის ნახევარიც არ არის იუნაიტედში. ალბათ ზედმეტი ნერვიულობის და წნეხის ბრალია. ისიც აღსანიშნავია რომ დიდ ტალანტთან ერთად ბევრი სამუშოაც აქვს გარკვეულ ასპექტებზე, როგორიცაა დარტყმა და თვითდაჯერებულობა. ესენი რო დახვეწოს ფლანგზე მისი შემჩერებელი არავინ იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
16 აგვისტო 2014 12:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა კარგ სიახლეებს გვაწვდი ჯიგარი ხარ gun2

ჩემი აზრით სისულელე იქნება ამ ბიჭის დაკარგვა ესე უბრალოდ. შანსის მიცემას ვერ დავარქმევ იმას რომ ტურნეზე რაღც წუთები ითამაშა. იმედია შედის ვან გაალის გეგმებში ესეც, სდ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები. ცოტა დახვეწა აკლია, პასი პირველ რიგში ალბათ და გამოცდილება. განაპირა თავდამსხმელის პოზიციაზე თუ დადგა, არ ვიცი არამგონია დიდად გაქაჩოს მანდ სანამე სეა. იანუზაისაც ეგრე მოუწევს ალბათ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
16 აგვისტო 2014 13:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ სიახლის ავტორს მინდა პირველ რიგში მივესალმო და ვუთხრა, რომ ასეე განაგრძოს.

ზაჰას რაც შეეხება არავითარი ცენტრფორვარდი ეს არ არის და ვერც იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 13:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კარგი სიახლე იყო !

მესმის, რომ არ არის ისეთი ჯერჯერობით რასაც მოველოდით, მაგრამ რეალურად სათამაშო დროც არ მისცემია იმდენი რომ დაემტკიცებინა რა შეუძლია. იმედი მაქვს ვან გაალი გამოიყენებს და ამ ბიჭს არ დავკარგავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: GeorgianDevil
16 აგვისტო 2014 13:15
  • სიახლეები: 57
  • კომენტარები: 83
დაკარგვით არ უნდა დავკარგოთ,ალბათ იდეალური კიდევ ერთი არენდა იქნება,მაგრამ ამჯერად შედეგიანი უნდა გამოდგეს ეგ არენდა,იანგი 18 წლისაა აღარ არის,ზაჰა არ უნდა დავკარგოთ !
0
№8
ავტორი: Manchester_M
16 აგვისტო 2014 15:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სტატისს სათაურზე გამეცინა აქვს თუ არა მომავალი :D მომავლის გარეშე ჩვენი მტერი დარჩა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top