თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2014, 07:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)
"იუნაიტედი" vs "სუონსი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 1 ტური
თარიღი: შაბათი, 16 აგვისტო, 2014 წელი
მატჩის დასაწყისი: 15:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, შოუ, უელბეკი, ანდერსონი, ევანსი, ვალენსია.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ვან პერსი
განაცხადი: დე ხეა, ლინდეგაარდი, ამოსი, რაფაელი, სმოლინგი, ჯონსი, მ.კინი, ბლეკეტი, ჯეიმსი, ფლეთჩერი, ქლევერლი, ერერა, ფელაინი, იანგი, ნანი, კაგავა, ზაჰა, იანუზაი, რუნი, ერნანდესი, პაუელი, ლინგარდი, უ.კინი.

ლუკ შოუ ტრავმის გამო ერთი თვით გამოეთიშა ასპარეზობას, ევანსმა "ვალენსიას" წინააღმდეგ ანხანაგური შეხვედრა ვერ ითამაშა და გუნდის ლაზარეთში მაიკლ კერიკსა და ანტონიო ვალენსიას შეუერთდა. გუნდის თავკაცის თქმით, რაფაელმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა მოედანზე გამოსასვლელად. რობინ ვან პერსის მონაწილეობა საეჭვოა მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო. ალბათ მარჯვენა ფლანგზე მცველი-ნახევარმცველის პოზიციაზე ეშლი იანგი დადგება. ძირითად შემადგენლობაში დებიუტის შანსი აქვთ ტაილერ ბლეკეტსა და რის ჯეიმსს.



"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"სუონსი"

ტრავმირებულები: დონელი, ბრიტონი, ფულტონი, ემნესი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: იობო.
განაცხადი: ფაბიანსკი, რანხელი, ტეილორი, უილიამსი, ბარტლი, კი, შელვი, სიგურდსონი, მონტერო, გომისი, ბონი, ტრემელი, ტიენდალი, ამატი, დაიერი, რუტლეჯი, შიგანი, კინგი, კინგსლი.

დაილერი და რუტლეჯი, რომელთაც "ვილიარეალთან" ამხანაგური შეხვედრა გამოტოვეს დაზიანება მოიშუშეს და მოედანზე გასასვლელად მზად არიან, აი ბრიტონი, ფულტონი და ემნესი კი კვლავ ტრავმირებულები არიან.



"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ბოლო ექვსი შეხვედრა (წინასასეზონო მატჩები): მ-მ-ფ-მ-მ-მ.
გასული სეზონი მე-7 ადგილი, 64 ქულა.

1989-90 წლების შემდეგ, როცა "იუნაიტედი" მეცამეტეზე გავიდა, პირველად მოხდა ისე, რომ კლუბმა ჩემპიონატის პირველ ექვს გუნდს შორის ვერ მოიპოვა ადგილი.

გასულ სეზონში "იუნაიტედმა" 7 საშინაო მარცხი იწვნია, რაც ყველაზე მეტი წაგებაა საშინაო არენაზე 1973-74 წლების შემდეგ.

მათ 64 ქულა აიღეს, რაც 1990-91 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მცირე რაოდენობაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" არასდროს დამარცხებულა პრემიერ ლიგის პირველ ტურში, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" მართავდა - 8 მოგება, 3 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო 9 გახსნითი შეხვედრიდან 6-ში იმარჯვებდა - 6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

"იუნაიტედი" არც-ერთხელ არ დამარცხებულა გასული სეზონის შეხვედრაში, რომელშიც ანგარიშში წინ გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"სუონსი"


უკანასკნელი 6 მატჩი (წინასასეზონო შეხვედრები): წ-მ-მ-წ-მ-წ
გასული სეზონი: მე-12 ადგილი, 42 ქულა.

"სუონსი" პრემიერ-ლიგის ბოლო 8 შეხვედრიდან 7-ში დამარცხდა.

პრემიერ-ლიგის პირველ ტურის ბოლოს სამ შეხვედრაში, რომელშიც "სუონსი" მონაწილეობდა 14 გოლი იქნა გატანილი.

"გედები" პრემიერ-ლიგის ბოლო ორ სეზონში ზუსტად 11 გამარჯვებას აგროვებდნენ.

გარი მონკის გუნდს გასულ სეზონში გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებით ნულოვანი მაჩვენებელი ჰქონდა, რითიც პრემიერ-ლიგის მეხუთე გუნდი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა.

გასული სეზონის აგვისტოს ბოლოს ისინი სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ.

გასულ სეზონში "სუონსიმ" ბოლო ორი საგარეო შეხვედრა მოიგო, მაგრამ სეზონი თავისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით დაასრულა - მე-12 ადგილი, 42 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: (გასული სეზონი) რუნი - 17 გოლი ლიგაში.

უეინ რუნიმ 3 გოლი გაიტანა ოთხ შეხვედრაში, რომელშიც გუნდს კაპიტნობდა - 2 მოგება, 2 მარცხი.

დანი უელბეკმა "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ ბოლო 2 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

მოცემულ მომენტში რუნის პრემიერ-ლიგაში 173 გოლი აქვს გატანილი. იმისათვის, რომ ტიერი ანრის გაუთანაბრდეს, მისთვის აუცილებელია კიდევ ორი გოლის გატანა და ამ შემთხვევაში იგი იპლ-ს ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილოსანს დაეწევა.

ხუან მატამ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "ჩელსიში" ნაჩვენებ შედეგს რომ შევადაროთ, ხუან პირველ 13 შეხვედრაში ვერ აეღო მეტოქის კარი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სუონსი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირები: (გასული სეზონი) ბონი - 17 გოლი ლიგაში.

გასული სეზონის სამ შეხვედრაშო, უილფრიდ ბონიმ "იუნაიტედს" 2 გოლი გაიტანა.

თუ კი მოედანზე ალან ტეიტი გამოვა, თავისი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც დაიწყო კიდეც კარიერა.

ურთიერთშეხვედრები


მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 23-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 11 შეხვედრაში იზეიმა გამარჯვება, ხოლო "სუონსიმ" 7-ში. 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერ-ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ - 5 მოგება "იუნაიტედის", 1 მოგება "სუონსის" ანგარიშზეა.

ინგლისის ჩემპიონატის რანგში "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ 11 შეხვედრაში "სუონსის" არასდროს მოუგია - 9 წაგება და 2 ფრე.

უკანასკნელად "სუონსიმ" "იუნაიტედი" ჩემპიონატში 1982 წელს დაამარცხადა "ბეტჩ ფილდზე" ანგარიშით 2-0.

მატჩი სარკისებური ანარეკლი იქნება წინა სეზონში "ლივერთიზე" გამართული შეხვედრისა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" დენი უელბეკისა და რობინ ვან პერსის დუბლების წყალობით 4-1 იმარჯვა.

"იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგაში საპასუხო შეხვედრა სახლშიც მოიგო 2-0, მაგრამ "გედებმა" "ეშმაკები" ინგლისის თასის გათამაშების მესამე რაუნდიდან გამოთიშეს.

სახლში და გასვლაზე


"სუონსის" სტადიონი


ლიგა (იპლ-ს ჩათვლით): "იუნაიტედმა" 11-ჯერ იმარჯვა, "სუონსიმ" 6-ჯერ. 5 ფრე.

იპლ: "იუნაიტედი" - 5 მოგება, "სუონსი" - 0, 1 ფრე.

"იუნაიტედის" სტადიონზე


ლიგა (იპლ-ს ჩათვლით): "იუნაიტედი" - 9 მოგება, "სუონსი" - 0, 2 ფრე.

იპლ: "იუნაიტედი" - 4 მოგება, "სუონსი" - 0, ფრე - 0.

გასული სეზონის ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "სუონსი"

2014 წელი, 11 იანვარი.

მსაჯი: კრის ფოი.

გოლები "იუნაიტედი" რიგებში: ვალენსია 47, უელბეკი 59.

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარი მსაჯი: მაიკ დინი (უირალი).

გვერდითი მსაჯები: სტივ ბინეტი, დევიდ ინგლანდი.

სათადარიგო მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 22:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემი პირველი პრევიუ.

სტივ ბინეტი - ამის გვარზე არ გაგეცინოთ, მართლა ასეთი გვარი აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester United 14
15 აგვისტო 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
უეჭველი ვიგებთ manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Lev
15 აგვისტო 2014 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
RojoDiablo,
ეგ გვერდითი მსაჯი თუ კარგად მოიქცევა მაგ სიტყვას არ დავუძახებ lol facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 23:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამომწურავი პრევიუა good2

მაგრად მინდა მოგებით დავიწყოთ და ვნახოთ. პერსის ველი იმედია სკამზე მაინც იქნება
0
№5
ავტორი: Z A C K™
15 აგვისტო 2014 23:26
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ტრიუმფალურ სეზონს გისურვებთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№6
ავტორი: N10
15 აგვისტო 2014 23:45
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ბიჭებო 16:45 წუთზეე თუ 15:45 წუთზე?
0
№7
ავტორი: Best 7
16 აგვისტო 2014 00:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Tramvianobaaa ukve, Mara vigebt
0
№8
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 00:41
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მომნატრებია პრევიუ, ოღონდ პრემიერ ლიგური პრევიუ :)) დარწმუნებული ვარ ხვალ მოვიგებთ, 3-0ს მაინც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Malboro463
16 აგვისტო 2014 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ჰანდიკაპი მინდა :დ
0
№10
ავტორი: temo-scholes
16 აგვისტო 2014 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
3it 1s vigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top