თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2319,
კომენტარები: 7
გამარჯვებისთვის დაბადებული
ლუი ვან გაალის ცხოვრების მცირე დეტალები
გამარჯვებისთვის დაბადებული
"მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხდა. "ეშმაკები" "გედებთან" 1-2 სახლში დამარცხდნენ და ვან გაალმა პირველი ანტირეკორდიც მიითვალა. მაგრამ იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ მისი მოყვანის სისწორეში, მოვიშველიებ სტატიას, რომელიც ნათლად ასახავს ვან გაალის ცხოვრების დეტალებს, სამუშაო მეთოდებს, გავლენას, პატივისცემასა და რა თქმა უნდა პროფესიონალიზს.

ალოიზიუს პაულუს მარია, ან უბრალოდ ლუი, როგორც მას იცნობენ 1951 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. ბევრის აზრით მისი ხასიათი უკვე ბავშვობაში ჩამოყალიბდა, რადგან ის ვან გაალების ოჯახის ერთ-ერთი ბავშვი იყო ათგან. თავად იგი მიიჩნევს, რომ უმთავრესი რამ, რაც ოჯახმა მისცა - ეს დისციპლინაა, რაც მისი სამუშაო ეთიკის მთავარი ნაწილია.

ვან გაალების ოჯახში თითოეულ წევრს თავისი ვალდებულება ჰქონდა. ვიღაც ჭურჭელს რეცხავდა, ვიღაც მაგიდის გადასაფარებელს აფარებდა. ლუის საქმე კი პროდუქტის ყიდვა და კარტოფილის "მთების" გაწმენდა იყო, რაც მისი ოჯახის გამოკვებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. მამა, ენერგეტიკული კომპანიის მენეჯერი ლუის მისაბაძი მაგალითი გახლდათ: "მამაჩემსაც ისეთი ხასიათი ჰქონდა, რაც მე მაქვს. მას გახსნილი გონება ჰქონდა. მას მოსმენა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო, რასაც ბევრი ვერ ეგუებოდა. მამაჩემი თავისი ნატურით ლიდერი იყო."

უფროსმა ვან გაალმა გულის შეტევა გადაიტანა, როცა ლუი 6 წლის იყო და იგი 5 წლის წინ გარდაიცვალა. დედა ლუის ცხოვრების მთავარი ფიგურა იყო და მთელი ცხოვრება სწორედ მას მიუძღვნა. როცა ჰოლანდიაში რაინდის ტიტული უბოძეს, ამ დროს სწორედ დედასთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი ვან გაალი გამოტყდა, რომ სწორედ მისი წყალობით ჩამოუყალიბდა მას ძირითადი პრინციპები - სამართლიანობა, პატივისცემა, დისციპლინა და პასუხისმგებლობა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


გამარჯვებისთვის დაბადებული


მისი ამსტერდამული სახლი "აიაქსის" საშინაო სტადიონთან (1996 წლამდე), "დე მერთან" ახლოს არ მდებარეობდა. იგი იზრდებოდა იმ დროს, როცა მთელი ჰოლანდიის კერპი იოჰან კრუიფი იყო. მაგრამ ვან გაალის საყვარელი ადამიანი სულ სხვა იყო - ჰენკ გროტი, ძლიერი, ჰაერში დაუმარცხებელი და საგოლე მომენტებისას შეუბრალებელი. ვან გაალი თავისი კერპის მსგავსად მაღალი იყო და როცა მეგობრებთან ერთად ქუჩაში თამაშისას გოლს გაიტანდა ხელებს მაღლა აღაპყრობდა და გაჰყვიროდა: "ჰენკი! ჰენკი! ჰენკი!"

ხასიათის ზოგიერთი ნიშანი, რომელსაც იგი მოზარდებთან ავლენდა უფრო დიდ ასაკამდეც შეუნარჩუნდა - პირადი ნაკლის იგნორირება, სხვებისადმი მოუთმენლობა. უკვე იმ დროს აღარ იყო ის ბიჭი, ვისაც გაეხუმრებოდი და დასცინებდი. ცხოვრება მეტისმეტად სერიოზული ჰქონდა. მას უბრალოდ საუკეთესოდ ყოფნა და მუდმივი გამარჯვება სურდა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


ცხოვრებაში არსებობს გარკვეული რამ, რასაც ლუი ვან გაალიც კი ვერ მართავს. ჰოლანდიელის ცხოვრება, რომელიც ყოველთვის მკაცრ დისციპლინასა და წესრიგს ემყარებოდა, უცებ ნამდვილ არეულობად გადაიქცა. ასე მოხდა მაშინ, როცა მისი პირველო ცოლი კიბოსთან სასოწარკვეთილ ბრძოლას აწარმოებდა.

ის ფერნანდა ობესს მხოლოდ 18 წლის ასაკში შეხვდა. გოგონა ლუიზე 2 წლით უმცროსი იყო. მეგობრები აცხადებენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ისინი სამ წელიწადში დაქორწინდნენ და 1994 წლამდე, ლუი "აიაქსის" წარმატებების პერიოდში ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ ოჯახს ფერნანდას ავადმყოფობის შესახებ არ აცნობეს. იმ დროისათვის ლუი ქვეყნის საუკეთესო კლუბის ხელმძღვანელი იყო და საუკეთესო ექიმებზეც მიუწვდებოდა ხელი. მაგრამ იმ მდგომარეობაში მათ უბედურებას ვერაფერი უშველიდა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


იმ წელს, როცა მის ცხოვრებაში მწუხარების ატმოსფერომ შემოაბიჯა, ვან გაალს პუბლიკის თვალში სიმშვიდე და აუღელვებლობა უნდა შეენარჩუნებინა. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები, რომელთაც ვან გაალის ოჯახური მდგომარეობის შესახებ შეიტყვეს, ლუის დასცინოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე გულშემატკივარმა ბანერიც კი გამოფინა: "ვან გაალის კახპას კიბო აქვს" იმის წარმოდგენაც კი რთულია, თუ რას გრძნობდა ამ დროს ლუი, მაგრამ იგი თავის ემოციებს გამომჟღავნების საშუალებას არ აძლევდა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


მხოლოდ 11 წლის შემდეგ, როცა მას პირად ცხოვრებაზე ჰკითხეს, ვან გაალმა გაახმაურა თუ რა დამართა მას ცოლის სიკვდილმა. როცა ჰკითხეს, თუ როდის ატირდა უკანასკნელად, მან განაცხადა: "როცა 1994 წელს ჩემი ცოლი გარდაიცვალა"

ფერნანდას სიკვდილიდან მოკლე ხანში იგი თავის ახალ სიყვარულს შეხვდა - ტრუუსს, რომელზე დაქორწინების შემდეგაც 14 წლიან თანაცხოვრებას ითვლის. მათი ურთიერთობა ოფიციალურად სიმბოლურ თარიღზე - 08.08.08 - გააფორმეს. ლუიმ, რომელიც თავისი ცხოვრების დეტალებს მკაცრად ინახავს საიდუმლოდ წვეულება პორტუგალიაში მოაწყო, სადაც თავისი 80 მეგობარი დაპატიჟა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


ტრუუსი იხსენებს: "ქორწილი მშვენიერი გამოვიდა. ის ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისთვის. ლუი მე ყოველთვის ისე მექცეოდა, როგორც თავის ცოლს. პრესას კი ჩემგან "ლუის მეგობარი გოგოს" იარლიყის მოხსნა არ სურდა. მინდოდა ჩვენი ურთიერთობა დიდი ხმაურის გარეშე ლას-ვეგასში მხოლოდ ორს გაგვეფორმებინა. ამის საპასუხოდ კი ლუიმ მითხრა: "თუ კი ზეიმის ასეთი საბაბი გვაქვს, რატომ არ უნდა ვიზეიმოთ?" ის მართალი იყო. საიდუმლო ჯვრისწერა - ეს არასწორია. ამას გარდა, მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები შემორჩა, ვისთვისაც ეს მოვლენა ასევე წვეულება იყო. ლუი - ძალიან ყურადღებიანი, პირდაპირი და სამართლიანი ადამიანია. ცუდია, რომ ხალხი მის შესახებ სულ სხვა აზრისაა."

ლუი ზედმეტსახელით დაჯილდოვდა - "რკინის ტიტა". ალბათ ეს საუკეთესო დახასიათებაა, რაც მის ხასიათს აღწერს. ის თავის პრინციპებსა და წესებს ხელშეუხებლად მიჰყვება, რასაც თავისი ქვეშევრდომებისგანანც მოითხოვს.

მისი პირველი სერიოზული სამწვრთნელო სამუშაო 1991 წლის სექტემბერში შედგა, როცა ლეო ბეენჰაკერი "რეალში" წავიდა, ხოლო კლუბში იმედოვნებდნენ, რომ ხელმძღვანელის პოსტზე იოჰან კრუიფი დაბრუნდებოდა. "მე ჩემს ავტომობილში ვიჯექი და უცებ თავში აზრი მომივიდა. "მე "აიაქსის" მწვრთნელი ვარ." თითქოს ოფლში ვიწურებოდი. ამ გრძნობას ერთ წუთზე მეტი არ მივცემივარ. მსგავსი რამ მეტად აღარასდროს მიგრძვნია."

გამარჯვებისთვის დაბადებული


რა თქმა უნდა უმოკლეს დროში მისმა მოთამაშებმა გაითავისეს, რომ ვან გაალთან ხუმრობა არ ღირს. ლუი უბრალოდ არ აპირებდა მათ ატანას, ვისაც მისი წესებით ქმედება არ სურდა. თუ კი ვინმე თუნდაც ერთ წუთს დააგვიანებდა ვარჯიშზე, ის ჯარიმდებოდა. თუ კიდევ გაიმეორებდა, სანქციებს უკმაცრებდნენ. ვან გაალს ამაზრზენად მიაჩნდა ფეხბურთელები, რომლებიც პირსახოცს სპეციალურად გამოყოფილ ყუთში არ აწყობდნენ. თუ კი ვინმე ისეთ ადგილზე დადებდა პირსახოცს, სადაც ამისთვის განკუთვნილი განყოფილება არ იყო, მას თავად მიჰქონდა პირსახოცი სახლში და თვითონვე რეცხავდა.

მისი სხვა განმასხვავებელი ხასიათი ის იყო, რომ კლუბის ყველა მოთამაშე, მათ შორის ვარსკვლავებიც სავარჯიშო მოწყობილობებს თავად დაატარებდნენ და რეზერვისტებისა და კლუბის პერსონალის საქმეს აკეთებდნენ. ყველაფერი დისციპლინას ემყარებოდა. პრეს-კონფერენციებზე მოთამაშეები სპეციალურ კოსტიუმში გამოწყობილები მოდიოდნენ.

გამარჯვებისთვის დაბადებული


"აიაქსში" ვან გაალის წარმატება უცებ არ მოსულა. პირველ 16 შეხვედრაში კლუბმა მხოლოდ 20 ქულა აიღო, რამაც გულშემატკივართა გაცოფება და მთავარი მწვრთნელის ადგილზე იოჰან კრუიფის დაბრუნების მოთხოვნა გამოიწვია. ვან გაალის რეაქცია? "საქმისადმი მიდგომას არ შევცვლი." - უპასუხა მან. მისმა თავდაჯერებულობამ შედეგიც მოიტანა. თავისი პირველი სეზონის ბოლოს ვან გაალმა "აიაქსს" უეფას თასი მოაპოვებინა და გუნდში ნიჭიერ ახალგაზრდათა მთელი ნაკადი მოიყვანა. პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, ედვინ ვან დერ საარი - თითოეული მათგანი "რკინის ტიტის" აღზრდილია, რომელთაც 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიპოვეს, ერთ წელიწადში კი ფინალში კიდევ ერთხელ გავიდნენ, სადაც პენალტების სერიაში "იუვენტუსთან" დამარცხდნენ.

ლუი ვან გაალისთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა: მეგობრები და მტრები. ისინი, ვინც მასთან ერთად მისი მიმართულებით მუშაობენ გეტყვიან, რომ ის ძალიან კეთილი, კომუნიკაბელური ადამიანია. მაგრამ თუ წინ გადაეღობებით - შეგიძლიათ სხვა სამუშაო მოძებნოთ. ასე მოხდა "აიაქსის" პირველი გუნდის ვარსკვლავებთან მიმართებაშიც - იან უოტერსი, ბრაიან როი და ბევრი სხვა, ვისი გაძევებისაც ლუის არ მორიდებია და მის ადგილზე ზემოჩამოთვლილი ახალგაზრდა ბიჭების მოყვანაც არ ითაკილა.

გამარჯვებისთვის დაბადებული


ისტორიას დანამდვილებითი საბუთი არ აქვს და არც არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ვან გაალის კარიერა მოთამაშის რანგში, მწვერვალზე რომ არ ასულიყო მისი სამწვრთნელო კარიერა. მას "აიაქსის" ვარსკვლავობა სურდა. მის ოჯახს უნდოდა, რომ ლუის ფიზკულტურის მასწავლებლობაზე ებარებინა. 17 წლის ასაკში იგი ამსტერდამის აკადემიაში ფიზკულტურაზე შევიდა, მაგრამ ფეხბურთისთვის თავი არ მიუნებებია. "ეს ძალიან რთული წლები გამოდგა. ერთდროულად ფეხებურთსაც ვთამაშობდი და ფიზკულტურის მასწავლებლობაზეც ვსწავლობდი. მაგრამ სწორედ ამ პირობებში ჩამოყალიბდა ჩემი ხასიათი, რომელიც დღემდე გამომყვა. ხედავთ, ფეხბურთის კარგად თამაში მხოლოდ ნახევარი საქმეა. საკუთარ თავში გამარჯვების მოპოვების წყურვილი უნდა გააჩინოთ."

"აიაქსმა" ვან გაალში ფეხბურთელის ფილოსოფია განავითარა, აკადემიამ - მართვის უნარები. ასე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვან გაალის სახით იღებს ერთდროულად მწვრთნელს, სოციალურ მუშაკს, სასკოლო მასწავლებელს, რომელიც თავისი ქვეშევრდომების განვითარებას აკვირდება, ასევე მიიღო მმართველი და ბოსი. ის თავად ამბობდა, რომ მასწავლებლის ცოდნა მას იმის მიღებაში დაეხმარა რაც "ხალხს ამოძრავებს": "რინუს მიჰელსი, ტოტალური ფეხბურთის დამფუძნებელი, ასევე ფიზკულტურის მასწავლებელი იყო. მოთამაშეები - ისეთივე ბავშვები არიან, ოღონდ დიდები. მასწავლებლის ცოდნის ქონით, ფეხბურთში ბევრის მიღწევაა შესაძლებელი."

გამარჯვებისთვის დაბადებული


მას ყოველთვის სურდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გამხდარიყო და როცა მან ეს სამუშაო მიიღო, ყველაფერი კატასტროფულად დატრიალდა. მისმა ჰოლანდიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა და 2002 წლის მსფოლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა. მაგრამ მისივე აზრით მიზეზი ფეხბურთელებში იყო: "ზოგიერთი მოთამაშე უბრალოდ უარს აცხადებდა ჩემი მეთოდებით მუშაობაზე. მე ვარ ის, ვინც ვარ. არ ვაპირებ შევიცვალო და იმ ადამიანებს მოვერგო, რომელთაც ჩემთან მუშაობა არ სურთ."

მოგვიანებით, უკვე "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში ვან გაალმა თქვა ფრაზა, რომელიც გერმანულმა პრესამ აიტაცა: "მე ღმერთი ვარ. მე არასდროს ვაძლევ თავს უფლებას ვიავადმყოფო და მე ყოველთვის მართალი ვარ". რამდენიმე კვირაში მან კორექტირება შეიტანა: "რა თქმა უნდა ღმერთი არ ვარ. მე რომ ვიყო, მაშინ ყოველთვის გავიმარჯვებდი"

გამარჯვებისთვის დაბადებული


აი ასეთი ადამიანი გაწვრთნის "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოეს პერიოდში.

redevils.ru

ავტორი: MAARTEN MEIJER
თარგმანი: გიორგი დუმბაძე
სიახლეები, სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: LVG
17 აგვისტო 2014 13:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
მაგარი სტატიაა, მადლობა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 14:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მე ღმერთი ვარ. მე არასდროს ვაძლევ თავს უფლებას ვიავადმყოფო და მე ყოველთვის მართალი ვარ"


მოურინიომ ამისგან ისწავლა ესეთები? wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 აგვისტო 2014 16:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
imedia shedegi male iqneba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: RedTeen
17 აგვისტო 2014 17:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგარი სტატიაა... იმედია გულს კიდევ არ დაგვწყვეტს შემდეგ თამაშზე..
0
№5
ავტორი: chestersa
17 აგვისტო 2014 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
Kai ra gmerti xar ara is kide es mauriniosavit uberavs kai ra lui kai ra
0
№6
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 21:31
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Am kacis imedi maqvs da shedegsac achvenebs
0
№7
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 14:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
"ვან გაალის კახპას კიბო აქვს"


იმათ რო ავუარდებოდი დედის ნაწლავს გადავაგუნავდი როგორ შეიძლება :X

ბრავო გიო კაი სტატიაა !!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top