თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1241,
კომენტარები: 6
"ამას მხოლოდ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გრძნობს"
დარენ ფლეთჩერი "ოლდ ტრაფორდზე" გასვლას ელოდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დარენ ფლეთჩერი აცხადებს, რომ ახალ კამპანიასთან ერთად მოედანზე გასვლა და იქ გმაოწვეული შეგრძნება არის ის, რაც არასოდეს დაავიწყდება.

"წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" ხვდებიან, რითიც პრემიერ-ლიგის ჩემპიონატს დაიწყებენ და ეს ამავდროულად ლუი ვან გაალის სადებიუტო შეხვედრაც იქნება.

ფეხბურთელები "ოლდ ტრაფორდს" წარმატებით დაუბრუნდნენ სამშაბათს, "ვალენსიასთან" შეხვედრაში. დარენ ფლეთჩერი მოუთმენლად ელოდება სეზონის განახლებას.

"პირველ მატჩს ყოველთვის თავიდან დაწყების საშუალებად მივიჩნევთ. ენერგიისგან ივსები და ამაღელვებელ მხარდაჭერას გრძნობ, რომელიც ფანებისგან არის გამოწვეული და ფიქრობ შესაძლებლობებზე, რომლებიც სეზონის მსვლელობისას გაქვს. ხვდები, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევს, რადგანაც პრემიერ-ლიგა ძალიან რთული ლიგაა, მაგრამ ყველა 0 ქულიდან იწყებს და ჩვენ ყოველთვის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით."

"პირადად მე, "ოლდ ტრაფორდზე" თამაში ყოველთვის მენატრება მთელი ზაფხულის განმავლობაში, მენატრება მთელი სეზონის განმავლობაში. არ არსებობს უფრო დიდი გრძნობა, ვიდრე აქ გასვლაა - ეს ინგლისის უდიდესი სტადიონია, ეს უდიდესი კლუბია და ხვდები თუ რა ბედნიერი ხარ, რომ აქ თამაშობ. იცი, რამდენი ადამიანი ელოდება შენს თამაშს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გამოწვევა მიიღო - ეს არის ის, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი განიცდი."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 21:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დანაყენეთ მაქ და შეგრძნებას გაჩვენებთ როგორც უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: BERDI
15 აგვისტო 2014 22:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
აბა თქვენ იცით ახალგაზრდებს მუხტი უნდა პიველი თამაშისთვის დაგუგუნდება ოლდ ტრაფორდი როგორც ყოველთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 22:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხვალ ოლდ ტრაფორდზე როგორც ყოველთვის საოცარი ატმოსფერო იქნება, იმედია პირველ 3 ქულასაც დადებენ
0
№4
ავტორი: Berba 9
16 აგვისტო 2014 00:47
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ფლეთჩერი მთელი სეზონი აპირებს თამაშს და რაღაც არ მომწონს მაი ამბავი მე, არაა ეს კაცი ძირითადის ფეხბურთელი...

რაც შეეხება ოლდ ტრაფორდზე თამაშს, ფლეთჩერი სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც მართლა იცი რა არის ოლდ ტრაფორდი და რა შეგრძნებაა აქ თამაში))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Manchester_M
16 აგვისტო 2014 08:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: RojoDiablo
დანაყენეთ მაქ და შეგრძნებას გაჩვენებთ როგორც უნდა

+1 wink wink wink
ციტატა: Berba 9
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ფლეთჩერი მთელი სეზონი აპირებს თამაშს და რაღაც არ მომწონს მაი ამბავი მე, არაა ეს კაცი ძირითადის ფეხბურთელი...

ვიცე კაპიტანია და თუ ყველა თამაშს არა დიდ წილს თამაშებისას ჩაატარებს :)
0
№6
ავტორი: RedGirl
16 აგვისტო 2014 12:56
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე როდის მეღირსება მანდ მოხვედრა ნეტა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top