თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 14:58
ავტორი: Anrex,
ნანახია: 2963,
კომენტარები: 7
Simply The Best
ჯორჯ ბესტის ცხოვრება კლასიკური მაგალითია გენიოსის მიერ განვლილი გზისა,რომელმაც თავისი უდიდესი ნიჭის მხოლოდ ნაწილობრივ გამოვლენა მოახერხა. ბევრი ბესტს დღემდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს,მისი თამაში კი მანჩესტერ იუნაიტედისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ბრწყინვალე მატჩებს უკავშირდება
Simply The Best
ჯორჯ ბესტი ქვეყნიერებას აღმოსავლეთ ბელფასტში 1946 წლის 22 მაისს მოევლინა.იგი ოჯახში უფროსი შვილი იყო, ჯორჯის შემდეგ კი ოჯახს ოთხი გოგო,კეროლი, ბარბარა, ჯულია, გრეისი და ერთი ბიჭი იანიც შეემატა. ჯორჯის მშობლებმა დიკი და ენ ბესტებმა უფროსი შვილის ფეხბურთისადმი სიყვარული თავიდანვე აღმოაჩინეს. კაფანდარა აგებულება ბიჭუნას საფეხბურთო ნიჭის გამოვლენაში ხელს ვერ უშლიდა, შემაფერხებელი მიზეზი კი კინაღამ განათლება იქცა. 11 წლის ჯორჯს გროსვენორის უმაღლეს სკოლაში სასწავლად სტიპენდია დაუნიშნეს, სპორტის სახეობათაგან კი სასწავლებელში მხოლოდ რაგბს მისდევდნენ. მომავალ ვარსკვლავს კი უფეხბურთოდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა და თანატოლებთან ბურთაობის ხარჯზე მეცადინეობების გაცდენა დაიწყო. ამან, ცხადია, შეფასებებზე უარყოფითად იმოქმედა, ამიტომაც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა და ჯორჯის მშობლებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ჯორჯის საშუალო სკოლაში გადაყვანის თაობაზე, ჯორჯი იქ თავის განუყრელ მეგობრებთან,ბურთსა და დაწყებითი სკოლის ამხანაგებთან ერთად გაემგზავრა. უკვე ამ დროისთვის ბესტის ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მოზარდის მიწვევა საკუთარ საბავშვო გუნდში ,,ვულვერჰემპტონ უონდერერზმა'' მოიწადინა,

მიზეზთა გამო, ჯორჯი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ვერ მოხვდა, 15 წლის ბესტს კი ყურადღება ბელფასტში ჩასულმა მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთმა სკაუტმა, ბობ ბიშოპმა მიაქცია და მომენტალურად უდეპეშა მეტ ბასტის. ტელეგრამა ლაკონური იყო, თუმცა სავსებით ტევადი ,,გენიოსი აღმოვაჩინე''

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს ,,გენიოსი’’ ცოტა ხნით ადრე ჩრდილოირლანდიურმა ,,გლენტორანმა’’ დაიწუნა - ასეთი სუსტი აღნაგობის ფეხბურთელი არ გვჭირდებაო. და, აი, გლენტორანის ათვალისწინებული ბესტი მანჩესტერში გასინჯვაზე ჩადის და კლუბის სკაუტთა შეფმა ჯო არმსტრონგმა მისი პირველად ხილვის შემდეგ მყისიერად გადაწყვიტა ჩრდილოირლანდიელთან კონტრაქტი გაეფორმებინა. ამაზე უკეთესს ჯორჯი აბა რას ინატრებდა, მაგრამ მისი მომავალი საფეხბურთო კარიერა კინაღამ ჩაიშალა. მანჩესტერში ბესტი თავის თანამემამულე ერიკ მაკმორდისთან ერთად ჩავიდა,მეორე დღეს კი ბიჭებმა გუდა ნაბადი აიკრეს და ბელფასტში გაფრინდნენ,ორივემ ოჯახსა და მშობლიურ ქალაქთან განშორება ვერ აიტანა,აქ კი საქმეში მეტ ბასბი ჩაერია, იუნაიტედის ავტორიტარული დამრიგებელი,ჯორჯის მამას დაელაპარაკა,მისი პირმშოს მანჩესტერში დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნა და ორიოდე კვირაში ჯორჯი კვლავ გამოჩნდა ოლდ ტრაფორდზე.

ჯორჯ ბესტის საიუნაიტედო დებიუტი 1963 წლის 14 სექტემბერს ოლდ ტრაფორდზე, ვესტ ბრომვიჩთან წინააღმდეგ თამაშისას შედგა. 17 წლის გარემარბს ლონდონელთა გამოცდილი უელსელი უკანახაზელი გრემ უილიამში იჭერდა. ბესტმა მთელი 90 წუთის განმავლობაში აბითურა მეურვე, მსაჯის საფინალო ნიშნის შემდეგ კი უილიამსი ჯორჯს მიეჭრა ,,ერთი წუთით შეჩერდი,შვილო. მსურს შენი სახე დავინახო და დავიმახსოვრო,თორემ მთელი მატჩის მსვლელობისას მხოლოდ ზურგს მაჩვენებდი’’. იმავე წელს ბესტს ეროვნულს გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ოლსტერელთა მეტოქე ინგლისელები იყვნენ,მინდორზე სათამაშოდ გასული ჯორჯის დანახვისთანავე მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა ნორმან კერიგანმა წამოიძახა,ეს ბიჭი ჩემს კბილის ჯაგრისს მაგონებსო. ინგლისელთა დამრიგებლის ეს სიტყვები ბესტის გამხდარმა ფიგურამ და ბიტლზების ყაიდაზე დაყენებულმა ვარცხნილობამ განაპირობა. თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც 10-15 წუთის გასვლის შემდეგ კი კერიგანი მიხვდა,თუ რა დონის ფეხბურთელი აღმოაჩინა იმ საღამოს

1963 წლის შობის გატარება ჯორჯს საოჯახო გარემოში სურდა იუნაიტედს კი 24 დეკემბერს ბარნლისთან ჰქონდა კალენდარული შეხვედრა დანიშნული და ბასბის ბესტის ძირითად შემადგენლობაში დაყენება ჰქონდა გადაწყვეტილი,მომავალი ვარსვლავი თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა,თუკი მატჩის დასრულებისთანავე მას ჩარტერული რეისით ბელფასტჩი გადააფრენდნენ, კლუბი ჯორჯის პირობას დაჰყვა,ბესტმა კი თავისი პირველი გოლიც მიითვალა მანჩესტერის მაისურით

ახალი ,,ბასბის ბიჭი’’ მოკლე ხანში ჩამოყალიბდა იუნაიტედის მამოძრავებელ ძალად. ბობი ჩარლტონსა და დენის ლოუსთან ერთად ჯორჯ ბესტმა იმ პერიოდისთვის პლანეტის საუკეთესო საფეხბურთო ტრიო შეჰქმნა, მსოფლიო აღიარება კი მან 20 წლისამ მოიპოვა,როდესაც ჩემპიონთა თასის შეხვედრაში ლისაბონის ბენფიკას ორი გოლი გაუტანა,მას შემდეგ ჯორჯმა უამრავა მატჩი ჩაატარა,თუმცა,პირენეის ნახევარკუნძულზე გამართული ის ასპარეზობა მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ დარჩა. თანაც,ჯორჯმა მეტ ბასბის ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშის გაკეთებული მოთხოვნა ყურად არ იყო,მცველებს არ დაეხმარა,წინ მიიწევდა და ორი გოლიც გაიტანა. ერთი ბურთი მან ლამაზი თავურით შეაგდო,მეორე გოლს კი ბესტის ლისაბონელთა მთელი დაცვის ხაზისა და მეკარის გაბითურება უძღოდა. ,,მანჩესტერმა’’ 5-1 მოიგო,ჯორჯი კი ინგლისში სომბრეროთი და ერთ ერთი პორტუგალიური ტაბლოიდის მიერ შერქმეული მეტსახელით ,,ელ ბიტლ’’ დაბრუნდა

ბესტის კარიერის მწვერვალი რათქმაუნდა 1968 წლის ჩემპიონთა თასის ფინალია. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. ,,უემბლიზე’’ იმავე ბენფიკასთან ჩატარებული გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას იუნაიტედის მეშვიდე ნომერმა დამატებით დროში თამაში საკუთარ თავზე აიღო. 93-ე წუთზე მან ბურთი მოწინააღმდეგის კართან ზურგით მდგომმა მიიღო, თუმცა შემოტრიალებაც მოახერხა, მცველის უკან ჩამოტოვებაც, მეკარის მოტყუებაც და ჩვეული დარტყმით ბურთი ბენფიკას კარში შეაგდო. ჯორჯის გაბრწყინებას კიდისა და ჩარლტონის გოლები მოჰყვა და ჩემპიონთა თასი მანჩესტერს ერგო, რითაც მეტ ბასბის ოცნება აუხდა და შრომაც დაუფასდა - 1958 წლის საზარელი ავიაკატასტროფის შემდეგ, იუნაიტედის სასწაულებრივად გადარჩენილმა დამრიგებელმა ხომ გუნდის აღორძინების პირობა დადო და სიტყვაც შეასრულა

,,მეხუთე ბითლზად’’ წოდებული ჯორჯ ბესტი გასული საუკუნის 60-იანი წლების ინგლისის საკულტო ფიგურად იქცა. უზადო თამაშისა და ლამაზი გარეგნობის გამო, მას უამრავი გულშემატკვარი და სუსტი სქესის თაყვანისმცემელი ჰყავდა. ჯორჯის მისამართზე ყოველდღიურად 10 ათასი წერილი მიდიოდა. პირველმა ფეხბურთელმა პოპვარსკვლავმაც პოპვარსკვლავის ნაირად იწყო ცხოვრება. ჯორჯმა ორი ღამის კლუბი და მოდური ტანისამოსის ბუტიკი გახსნა, პაპარაცების მოჭარბებული ყურადღების გამო ბესტს მატჩებისთვის მზადებისა და თამაშის დროს სრული კონცენტრირების საშუალება აღარ ჰქონდა, საკლუბო დონეზე ბესტმა ყველაფერს მიაღწია და თითქოს თამაშის ძველებური ხალისიც არ შერჩა. მეტ ბასბის წასვლის შემდეგ კი ჯორჯის მოთოკვას იუნაიტედის ვერცერთი მწვრთნელი ვერ ახერხებდა. ბესტი ძალიან მტკინვეულად განიცდიდა იუნაიტედის ყოველივე მარცხს, თანდათან ასპარეზობისადმი ინტერესი გაუქრა და სასმელს კიდე უფრო მიეძალა. შედეგად, ჯორჯი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ, თუკი მას მწვრთნელები ნდობას მაინც გამოუცხადებდნენ და სასტარტოში დააყენებდნენ,ბესტი მინდორზე საუკეთესო იყო, ასე მოხდა 1970 წელს, როცა მანჩესტერმა ნორჰემპტონ თაუნი 8-0 გაანადგურა,ჯორჯმა კი იმ მატჩში 6 გოლი გაიტანა. 1972 წელს მარცხენაფლანგელმა გუნდიდან წასვლა განიზრახა,მაგრამ ტომი დოჰერტიმ გადაწყვეტილება შეაცვლევინა,მალე გუნდიდან დოჰერტი დაითხოვეს და რთული მისახვედრო არ იყო ბესტის ,,მანჩესტერული ეპოპეა’’ დასასრულს უახლოვდებოდა

1974 წელს გუნდმა ჯორჯ ბესტის გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, 27 წლის ვარსკვლავი ალკოჰოლს მიეძალა, ვარჯიშებზე და მატჩებზეც კი აგვიანებდა,მანჩესტერის ღირსება უკანასნკნელად ბესტმა ლოფტუს როადზე ქუინზ პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ დაიცვა

სხვადასხვა შეჯიბრებზე ჯორჯმა 466-ჯერ მოირგო წითელი მაისურა და განაპირა ფორვარდისთვის შესაშური შედეგიანობით 178 გოლით გამოირჩა,თანაც ზედიზედ 6 სეზონი იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა,1967-68 წლების ჩემპიონატჩი კი მან 28 გოლი გაიტანა და ინგლისელ გოლეადორთა შორის პირველი იყო.

სანაკრებო კარიერას რაც შეეხება,ჩრდილოირლანდიელთა ეროვნული გუნდის რიგებში ჯორჯმა 13 წლის მანძილზე მხოლოდ 37 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა,შთამბეჭდავი სტატისტიკა არ არის მაგრამ მწვანე მაისურში გამოწყობილი ბესტი უკლებლივ ყველა მატჩში მაყურებელს ესთეტიკურ სიამოვნებას გვრიდა.

ბესტის მეორე გუნდი ლონდონის ,,ფულჰემი’’ გახლდათ,ქრეივენ კოტეჯზე ჯორჯი ამერიკაში დასვენების შემდეგ მივიდა და ყველას დაუმტკიცა რომ თამაში ისევ ძველებურად შეეძლო,მან რამდენიმე ულამაზესი გოლით გამოიჩინა თავი,ფლანგელ უკანახაზელთა გამახსრებას ძველებურად განაგრძობდა. ამასთან,ჯორჯი ალკოჰოლზე უარს ისევ არ ამბობდა და ისედაც მძიმე ხასიათი კიდევ უფრო ჭირვეული გაუხდა,ინგლისის თასზე ჰეარფორდ იუნაიტედთან მან მუშტი კრივი გამართა .... თანაგუნდელ როდნი მარშთან

ლონდუნური კლუბიდან წასვლის შემდეგ ბესტი 10 მომდევნო წლის მანძილზე გუნდიდან გუნდში გადადიოდა და ,,მომთაბარე ცხოვრებას’’ ეწეოდა. მან კვლავ დასავლეთ ნახევარსფეროს მიაშურა სადაც, ლოს ანჯელეს აცტეკში,ფორტ ლოდერდეილ სტრეიკერსსა და სან ხოსე ერსქვეიქში გამოდიოდა,დეტროიტ ექსპრესის რიგებში კი ევროპული ტურნე ჩაატარა,აშშ-ში ბესტს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ,ამიტომაც თავისუფლად ათამაშდა,პირველ სეზონში მან 24 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლიც გაიტანა შედეგად ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს,ბესტმა კარგად ჩაატარა მეორე სეზონიც, აი სხვა გუნდებში კი ბესტმა თავი დიდად ვერაფრით გამოიჩინა მიზეზი მარტივია ალკოჰოლი და ქალები,სან ხოსეში ჯორჯი კლუბის მეპატრონეს დაუმეგობრდა და სიცოცხლის ბოლო დღემდე მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

საბოლოოდ ბესტი ფეხბურთს 37 წლის ასაკში 1983-ში დაემშვიდობა,მისი ბოლო პროფესიული გუნდი ბორნმუთი იყო. 1988 წელს კი ბელფასტში ჯორჯის გამოსათხოვარი მატჩი ჩატარდა,მაყურებელთა შორის მეტ ბასბი და ვარსკლავის აღმომჩენი ბობ ბიშოპი იყვნენ,ბესტმა ორი გოლი გაიტანა ერთი საჯარიმო დარტყმით მეორე პენალტით.

ჯორჯ ბესტს ორი ოფიციალური მეუღლე ჰყავდა,პირველთან,ანჯელა მაკდონალდ-ჯეიმსთან მან რვა წელი იცხოვრა (1978-86) და ქვეყნიერებას ვაჟი კალუმი მოუვლინა,ბესტის მეორე ნახევარი კი ალექს პერსი გახლდათ რომელთადანაც ერთად ჯორჯი (1995-2004) წლებში იყო,თუ დეილი მირორს დავუჯერებთ ბესტს ორი ,,არაოფიციალური’’ ქალიშვილიც ჰყავს

1984 ჯორჯ ბესტი განსასჯელის სკამზეც მოხვდა,ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და პოლიციელისთვის ალიყურის გარტყმისათვის ბრიტანულმა თემიდამ მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა,ზუსტად ოცი წლის შემდეგ ყოფილი ვარკსვლავი კიდევ ერთხელ გამოიჭირეს საჭესთან მთვარი და ამჯერად მართვის მოწმობის 20 თვით ჩამორთმევა აკმარეს,ათწლეულების განმავლობაში ალკოჰოლმა თავისი გაიტანა 2000 წელს ბესტს ექიმებმა აღმოაჩინეს რომ ბესტს ღვიძლი ჰქონდა დაავადებული,ორი წლის შემდეგ კი ტრანსპლატაციის წარმატებული ოპერაციაც ჩაუტარეს,ყველაფრის მიუხედავად ჯორჯს ნებისყოფა არ ეყო და სასმელს მაინც ეტანებოდა,ეგონა წამლებით ალკოჰოლის მიღებით ზიანს გადაფარავდა უარესი კი მოუვიდა,ტრანსპლანტირებულმა ორგანომ სამედიცინო პრეპარატები არ მიიღო და მძიმე ინტოქსიკაციით ბესტი 2005 წლის 3 ოქტომბერს კერძო ჰოსპიტალ ,,კრომველში’’ მოათავსეს. სამიოდე კვირის შემდეგ ტაბლოიდებმა გამოაცხადეს,ყოფილი ვარსკვლავი უკანასკნელ დღეშიაო და მიუხედავად,შემდგომში ჯანმრთელობის ოდნავი გაუმჯობესებისას,ნოემბრის დასაწყისიდან ბესტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა,ჯორჯის თხოვნით ,,ნიუს ოვ უორლდმა’’ ჰოსპიტალის საწოლში მყოფი მისი ფოტო დასტამბა ბესტისვე სიტყვებით: ,,ისე ნუ მოკვდებით როგორც მე’’ . საავადმყოფოში ყოფნის დროს ჯორჯის მისამართით უამრავი გამამხნევებელი წერილი მოდიოდა,პელემ კი მისწერა,მსოფლიოს მეორე ფეხბურთელი,პირველს გამოჯანრთელებას გისურვებო. სამწუხაროდ,კეთილი სურვილები სურვილებადვე დარჩა. ჯორჯ ბესტი 2005 წლის 25 ნოემბერს 59 წლის ასაკში აღესრულა. იგი 3 დეკემბერს დაკრძალეს პროცესიას 100 ათასს მეტზე ადამიანი დაესწრო,ჯორჯმა სამუდამო განსასვენებელი დედის გვერდით,რომანტიკული სახელის მქონე სასაფლაოე ,,ვარდისფერ მინდორზე’’ ჰპოვა,სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ჯორჯ ბესტმა განაცხადა,ჩემი თამაშის გამო გულშემატკივარი არასოდეს დამივიწყებსო, ასეცაა ...

Simply The Best
ლეგენდები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 15:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი იყო, დიდი მადლობა ავტორს good2

ბესტზე რა უნდა ვთქვა, უძლიერესი ფეხბურთელი რომელიც სასმელმა გაანადგურა, თორე დარწმუნებული ვარ დღეს პელე–მარადონას გვერდით იდგებოდა, ჩემთვის უფრო მეტიცაა მაგრამ საფეხბურთო სამყარო სხვა რამეს ფიქრობს.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 15:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"მე ერთხელ დავანებე თავი ალკოჰოლსა და ქალებს და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი 20 წუთი იყო" - ეს სიტყვები კმარა მისი პიროვნების აღსაწერად... როგორც ფეხბურთელი რა თქმა უნდა არ მინახავს, მაგრამ მისი გოლების შემყურე დიდ შთაბეჭდილენას ვიქმნი მასზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 16:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Maradona good, Pele better, George best !!

ყოჩაღ ავტორს ძალიან კარგი სტატიაა..
0
№4
ავტორი: Anrex
15 აგვისტო 2014 16:46
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
ციტატა: ALL IN
sikvdiliswin daibara chemnairad ar daasrulot sicocxleo sawolshi mijachvuli lotivit iyo


გეტყობა რომ სტატია არ წაგიკითხავს,წერია ეგ მეგობარო სტატიაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


№5
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 17:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Anrex,
ეგ პრობლემა ხშირად გვაქვს ხოლმე ანრი, არ გაგიკვირდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Manchester United 14
15 აგვისტო 2014 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჩემი აზრით ამის ადგილი სწორედ პელეს ნაირ ფეხბურთელების გვერდზეა . ეხ სასმელმა დაღუპა თორემ ერთ თამაში ექვსი გოლის გატანა ეს წარმოუდგნელად მაგარია

სღ ავტორ ბევრი გიწვალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Anrex
15 აგვისტო 2014 23:50
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
ALL IN,
ოკ ძმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top