"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა იმაზე თუ როგორი სამუშაო ჩაატარა სემ ელარდისმა ვესთ ჰემში. ელარდისმა "ვესთ ჰემის" ფეხბურთელებთან ერთად მოახეხა ნამდვილი სასწაული და მას დასჭირდა ერთი სეზონი იმისათვის, რომ გუნდი "პრემიერ-ლიგაში" დაებრუნებინა. მან მოახეხა და გუნდი მესამე ადგილამდე აიყვანა 26 ქილით, შეძლო და "ჩელსის" გადაუსწრო. მწვრთნელის ასეთი წარმატება სერ ალექს არ გამორჩენია და შეაქო კიდეც:"დიდი სემი გაემგზავრა "აპტონ პარკზე", მაგრამ არავის სჯეროდა, რომ ის გუნდს რაიმე წარმატებას მოუტანდა. რატომ თვლიდნენ ისინი ასე? მან შეძლო და გუნდი ერთ წელში დააბრუნა "პრემიერ-ლიგაში". მე ვფიქრობ, რომ ბევრი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა და ნებისმიერ შემთხვევაში ხალხმა უნდა აღიაროს ეს ადმიანი"-განაცხადა ფერგიმ manutd.com-თან ინტერვიუში. "მას მოუწია გუნდის გადაწყობა და ფეხბურთელების ანაზღაურების მოგვარებაც. ეს არ არის ადვილი. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ სემი სხვებისაგან გამორჩეულია. ის თავის თავს წარმოაჩენს განსაკუთრებულ მწვრთნელად და მე მიხარია, რომ ის დაბრუნდა ინგლისში."-დაასრულა ფერგიუსონმა. წყარო:redevils.ru
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.