თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2014, 11:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1833,
კომენტარები: 6
მატას ექსკლუზივი
ხუან მატამ პირველი ავტოგრაფი სკოლაში გასცა.
მატას ექსკლუზივი
ხუან მატამ თავისი პირველი ავტოგრაფი 12 წლის ასაკში გასცა. მას არაფერი საერთო არ ჰქონია ფეხბურთთან.

ექვსი სხვადასხვა სკოლის გუნდების შეჯიბრება ეწყობოდა ავსტრიაში, სადაც მატაც იღებდა მონაწილეობას. სახლში დაბრუნებულმა უცებ აღმოაჩინა, რომ იგი პოპულარული გახდა.

"ეს უმხოლოდ ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელმაც სახელის დაწერა მთხოვა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა."

მატას ექსკლუზივი


"შეჯიბრება მოეწყო გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკაში - ყველაფერში. მაგრამ ეს საჩემო არ იყო. კლასში გვყავდა ორი ბიჭი, რომლებიც ძალიან, ძალიან ჭკვიანები იყვნენ. ჩემი წვლილი მეც შევიტანე, მაგრამ უმეტესწილად უკანა ფონზე ვიყავი. ისინი არიან გამარჯვების მიზეზი."


14 წელი გავიდა და მატა თავის ავტოგრაფებს მთელ მსოფლიოში არიგებს. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და ლუი ვან გაალის გეგმებში დიდი როლი აქვს.

ესპანელსა და მის თანაგუნდელებს ვან გაალთან ერთად კლუბის ჩვეულ ადგილზე დაბრუნება ევალებათ.

მატას ექსკლუზივი


მისი ბლოგის უკანასკნელი უკანასკნელი ნაწილი გამოქვეყნდა "ევეროტონთან" დამარცხებამდე ორი დღით ადრე. მასში ნათქვამი იყო: "დაცემა ნებადართულია, აღდგომა კი აუცილებელი." როგორც ფრაზა, ეს შესანიშნავად აღწერს "იუნაიტედის" დაბრუნებას.

"დიახ, ვფიქრობ შესაბამისია. ახალ სეზონს ახალი მიზნებით ვხვდებით. ეს ახალი ეპოქაა, რომელშიც ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები გვყავს. ეს არის კიდევ ერთი შანსი იმის დანახვებისა, რომ ამ კლუბს ტიტულისთვისდ ბრძოლა შეუძლია. ასე, რომ დიახ, დაბრუნების დროა."

ლუი ვან გაალის გუნდში მოსვლიდან რამდენიმე ხანში ბევრი რამ შეიცვალა ტაქტიკური თვალსაზრისით.

63 წლის ჰოლანდიელმა გუნდი 3-5-2 ტაქტიკაზე გადაიყვანა.

მატას ექსკლუზივი


მატა სეზონს 10 ნომრიანის პოზოციაზე დაიწყებს, რომლიც ჰოლანდიელს ასე ძალიან უყვარს. ესპანელი თავის საყვარელ პოზიციას დაუბრუნდება და ორი თავდამსხმელის უკან დადგება.

ეს არის ის პოზიცია, რომელზეც კიდევ ერთი ჰოლანდიელის ხელში, რონალდ კუმანის დროს ითამაშა 2007-08 წლებში "ვალენსიაში".

"იმედი მაქვს ჩემთვის იდეალური იქნება. ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვიგრძნობ. თუ საჭირო იქნება შემიძლია დამცველი ნახევარმცველი ან შემტევი ნახევარმცველიც ვიყო."

"მაგრამ ჩემი დავალება საგოლე პასები და გოლის გატანაა. ამის გაკეთება ამ პოზიციიდან შემიძლია და იმედი მაქვს ამ სეზონში გავაკეთებ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს სეზონი გუნდისთვის გამოდგეს კარგი. ეს რთული სისტემაა და მასთან შეგუებაც რთულია. მაგ. ფიზიკურად ძალიან კარგად უნდა იყო მზად."


მატას ექსკლუზივი


"კონცენტრირებული უნდა იყო, მაგრამ თუ მის გამომუშავებას ეცდები, მეტოქეს დიდ ზიანს მიაყენებ და ბურთით მას ავნებ."

"ვგონებ ყველას მოეხსენება, რომ ჰოლანდიელებს კარგი ფეხბურთის თამაში უყვართ, ფეხბურთი, რომელის ყურება და თამაშიც თავად მიყვარს. ამ მწვრთნელს პასები, გადააგილება და სამკუთხედები სურს. აი რაში ვარ ძალიან კარგი."


გასულ სეზონში "ჩელსიდან" გადმოსვლის შემდეგ მატამ 6 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ისეთი გავლენა მაინც ვერ მოახდინა შედეგზე, როგორიც თავად სურდა.

როცა რაიან გიგზმა - მისმა ბავშვობის კუმირმა - მთავარი მწვრთნელის პოსტი ბოლო 4 შეხვედრაში ჩაიბარა, მატა მხოლოდ 2 მათგანში თამაშობდა.

მატას ექსკლუზივი


"ის მესაუბრა ამის შესახებ. მან მთელ გუნდს განუცხადა, რომ თითოეული ფეხბურთელის გამოყენება სურდა. მან მითხრა, რომ იმ სიტუაციაში სხვა სახის ფეხბურთელებს საჭიროებდა და ამიტომაც მოიქცა ასე. არაუშავს".

"როცა კლუბში მოვედი ძალიან კარგად მექცეოდა და ამის შესახებ არ დამვიწყებია. ჩემი მოსვლიდან პირველ ეტაპზე ძალიან გამიჭირდა. გუნდი ცუდ მდგომარეობაში იყო, "ჩელსისთან" ერთად ნავარჯიშევი არ მქონდა ცუდ ფორმაში ვიყავი მეც. გუნდი არ თამაშობდა თავის საუკეთესო თამაშს, არც-ერთი ჩვენგანი. ამ სეზონში გუნდისთვის ყველაფრის გაკეთებას ვაპირებ, რაც შემიძლია და ვიცი, რომ იმ დონეს დავუბრუნდებით, რაც ჩვენია."


გიგზი ამჟამად ვან გაალის ასისტენტია.

მატას ექსკლუზივი


ამერიკის ტურნეზე ვან გაალის ბიჭები დღეში ორჯერ ვარჯიშობდნენ. ლუი თვლიდა, რომ მის ქვეშევრდომებს ყველაფერი შეეძლოთ და რომ მას მათი სუნთქვაც კი უნდა მოესმინა.

ლუი ვან გაალის ხასიათზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ის ფეხბურთელებს უთითებდა, თუ როდის რა ეკეთებინათ და ისეთ რამესაც კი ასწავლიდა, როგორიც პენალტის დარტყმაა, რაც დენვერში რუნის შემთხვევაში გააკეთა.

"აჰაა, მან "ვაზას" უთხრა თუ როგორ დაერტყა, მაგრამ ეს ძალიანაც კარგია. ის არის მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს გრძნობს. არა მხოლოდ თამაში ან სავარჯიშო პროცესი. მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. ის ამაშია შეჭრილი."

"ხანდახან, როცა ხედავს, რომ თავდამსხმელი ან ნახევარმცველი არასწორ პასს აკეთებს, ვარჯიშს წყვეტს და ეუბნება ამის შესახებ. მას ამის კეთება უყვარს. ის ძალიან ტემპერამენტულია."

"ვფიქრობ "ვაზას" შემთხვევაში მართალი იყო. თუ მეკარის წინააღმდეგ ხარ, მაშინ მის სვლას უნდა დაელოდო და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნო ბურთი სხვა მხარეს."


მატას ექსკლუზივი


"სათქმელად ადვილია, მაგრამ 88-ე წუთია გასაკეთებლად გერთულება. ასე, რომ უნდა ივარჯიშო. ყველაფერი რასაც ის ამბობს, ნიშნავს, რომ დაგეხმარება."

"გახსნილი გონება უნდა გქონდეს. თუ პროფესიონალი ხარ, ეს მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მწვრთნელი მყოლია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა, ვან გაალთან ერთად სწავლის ახალი საშუალება გვაქვს და ყველანი შეგუების პროცესში ვართ. მეკარესაც კი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სათამაშო ტაქტიკაში."


გასულ სეზონში მოიესს, რომ გახსნილი გონების პატრონი მოთამაშეები ჰყოლოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

გუნდი, რომელიც 12 თვის წინ ტიტულის დაცვას ცდილობდა მეტწილად ერთ ან ორ ფეხბურთელს ემყარებოდა. ახლა კი ყველაფერი რუნის, ვან პერსისა და მატას ფიზიკურ ფორმასა და თუ თამაშზე აღარ იქნება დამყარებული.

მატა თვლის, რომ ახალ ტაქტიკაში თავის როლს შეიტანს "იუნაიტედის" ახალწვეული, ანდერ ერერა.

მატას ექსკლუზივი


"ერთად ესპანეთის 20 და 21 წლამდელთა ნაკრებში გვითამაშია. ვიცი რამდენად კარგია ანდერი და ისიც ვიცი, რომ მას ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მწვრთნელს სოწრედ ასეთი ფეხბურთელები მოსწონს. მას თავდაცვაც კარგად ეხერხება."

"ფეხბურთს მეხსიერება არ აქვს. არ უნდა გაჩერდე. შეიძლება შაბათს კარგი შედეგი აჩვენო და კარგი გუნდი იყო, მაგრამ ოთხშაბათს დამარცხდე და მსოფლიოს ყველაზე ცუდი გუნდი გახდე."

"ჩვენ ყველას გვინდა ჩემპიონატის მოგება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია - რაც ამ კლუბს მუდამ ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ თამაშია."

"ვერ წარმომიდგენია ჩემპიონთა ლიგა "იუნაიტედის" გარეშე ორი წლის განმავლობაში ზედიზედ."


მატას ექსკლუზივიმატას ექსკლუზივი




























როცა ის ინტერვიუს შემდეგ ოთახს ტოვებს, მატა ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ მისი სასკოლო ამბავი გახმაურდა.

თუმცა არსებობს მისი და მისი დის, პაულას პოსტერი, რომელიც ესპანურ ბანკს, Banco Herrero-ს უკეთებს რეკლამას.

"იქ ბიძაჩემი მუშაობდა და გვთხოვა.(იცინის) სურათზე მე და ჩემი და ზეცას გავყურებთ და ტელესკოპში ვიჭყიტები."

მატას ექსკლუზივი


dailymail
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 აგვისტო 2014 10:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მატა ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევს, როცა საუბრობს...ამჯერადაც ძალიან საინტერესო გმაოვიდა მისი საუბრები და იმედია მოგეწონებათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
15 აგვისტო 2014 10:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი სასიამოვნო პიროვნებაა ესპანეთის ნაკრების ძირითადშიც მოიკიდებს ფეხს იმედია თან ხავიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა დიდი შანსი აქვს !! წარმატებებს ვუსურვებ !!!
0
№3
ავტორი: Esi
15 აგვისტო 2014 12:39
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოოოლ ავტორ უბრალოდ ბრავო!

მატას რაც შეეხება დონეა რა
0
№4
ავტორი: RedTeen
15 აგვისტო 2014 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ძალიან მაგარი ხარ მატა...
0
№5
ავტორი: gilmour
15 აგვისტო 2014 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ისე დაკვირვებული ვარ, თუ ფეხბურთელი მოედანზე ჭკვიანური თამაშით გამოირჩევა, ცხოვრებაშიც ინტელექტუალური ადამიანია. მატა მაგრად მიყვარს რა.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 აგვისტო 2014 14:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მიხარია მატა თავის პოზიციაზე რომ დგას, უკან ერერა ჰყავს და ძალიან კარგი შეტევა გამოდის. როგორც კარგი ფეხბურთელი ისე ძალიან კარგი ადამიანიცაა და ყოველთვის მსიამოვნებს ამის ინტერვიუების კითხვა, უკვე მაგრად შეგვაყვარა თავი ამ კაცმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top